თბილისის საკრებულოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აფხაზეთის მეომართა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
დღეს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის ცენტრალურ დარბაზში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, თბილისის საკრებულოსა და ა(ა)იპ აფხაზეთის მეომართა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილეებისა და დაღუპული გმირების ხსოვნის პატივისცემა, ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება და შესაბამის საკითხებზე კოორდინირებული თანამშრომლობა.
მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური იღებს ვალდებულებას, ითანამშრომლოს თბილისის საკრებულოსა და ა(ა)იპ აფხაზეთის მეომართა კავშირთან ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნის უკვდავყოფისთვის წარმოდგენილი ინიციატივების განხილვისა და განხორციელების პროცესში და, ასევე, თავისი მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე, უზრუნველყოს მხარეთა შორის კოორდინაცია და შესაბამის ინიციატივებზე კონსულტაციის გაწევა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ინიციატორი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრი, ბექა ოდიშარია გახლდათ.
მემორანდუმის ხელმოწერამდე, დამსწრეთ სიტყვით მიმართეს ბექა ოდიშარიამ, კობა კობალაძემ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ, აფხაზეთის მეომართა კავშირის მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ქეცბაიამ.
მათ ხაზი გაუსვეს უახლესი ისტორიის მანძილზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში დაღუპული მეომრების თავგანწირვის, მათი სახელების უკვდავყოფის, სამშობლოს წინაშე მათ მიერ გაღებული შეუფასებელი ღვაწლის დაფასების მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და მომავალი თაობების წინაშე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია, სამსახურის წარმომადგენლები, თბილისის საკრებულოსა და აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრები.
მემორანდუმს, ხელი მოაწერეს კობა კობალაძემ, ზურაბ აბაშიძემ და ა(ა)იპ აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარემ, ანზორ მარგიანმა.
მემორანდუმი ძალაში შევიდა მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და იმოქმედებს 5 წლის ვადით.
მსგავსი სიახლეები
თბილისის საკრებულოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აფხაზეთის მეომართა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება
2026 წლის გამოცდებზე რეგისტრაციისთვის გადახდილი საფასურის დაბრუნების შესახებ განცხადებების მიღება 14 ივნისის 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი
17 მაისს სამების ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს, რომელსაც სხვადასხვა ეკლესიის დელეგაციები დაესწრებიან
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი შიო მესამეს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებას ულოცავს
14 მაისს ,,მოულოდნელი სიხარულის" ხატის დღესასწაულია - ლოცვა, რომელიც მრევლმა დღეს უნდა წაიკითხოს
14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
14 მაისის ამინდის პროგნოზი
ირაკლი კობახიძემ ვეტერან „დინამოელებს“ ისტორიული გამარჯვების 45 წლის იუბილე მიულოცა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ დანელიას ქუჩაზე ამ ეტაპზე მშენებლობის პროცესი შეჩერებულია
"ვაპირებთ, რომ პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს სოციალური ბარათებით 10% დავუკლოთ ყველა პროდუქტზე..." - მარკეტების ქსელ "გვირილას" განცხადება
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების საკითხს შეეხება
N304 მარშრუტზე 16 მაისიდან 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
საქართველოს რაგბის კავშირი World Rugby-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება
13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
13 მაისის ამინდის პროგნოზი
ჯუზეპე პაზოტო შიო III-ს - გქონდეთ ჩვენი სიტყვისა და საქმის იმედი - ვითხოვთ თქვენს უწმიდესობაზე სულიწმიდის მადლის სიუხვეს
"ილია II შეირაცხოს წმინდანად და ეწოდოს მას მოციქულთა სწორი"- მეუფე ნიკოლოზი მიმართვას ავრცელებს
,,ეკლესიის უმთავრესი მოვალეობა არის წმინდა მართლმადიდებელი სარწმუნოების უბიწოდ დაცვა''- პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე