,,როცა ადამიანს ეძახი თვალთხარიას და მერე მასთან გაერთიანებაზე საუბრობ, ეს უპრინციპობის გამოხატულებაა''- პრემიერი

 

იქნება ეს გვარამია, „ლელო", გახარია თუ ნებისმიერი სხვა ეს არის ერთი ძალა, მათ აერთიანებთ ერთი რამ, ყველა მათგანი არის უცხოური აგენტურის წარმომადგენელი, ყველა მათგანი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის" წარმომადგენელი, რომელიც მოქმედებს ერთი ქოლგის ქვეშ და ამ ქოლგას ჰქვია უცხოური აგენტურა  , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გახარიას პარტიის და „ლელოს" ოპოზიციურ ალიანსში შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, როცა ადამიანს ეძახი თვალთხარიას და მერე მასთან გაერთიანებაზე საუბრობ, ეს უპრინციპობის გამოხატულებაა.

 

„ეს განცხადება უპრინციპობაზე მეტყველებს. როცა კაცს ეძახი თვალთხარიას და მერე მასთან გაერთიანებაზე საუბრობ, ეს უპრინციპობის გამოხატულებაა, თუმცა, მათთვის ეს დამახასიათებელია. უპრინციპობა უკლებლივ ყველა ამ პარტიისთვის არის დამახასიათებელი. სინამდვილეში, ყველა ეს პოლიტიკოსი არის ერთი კოლექტიური ძალის წარმომადგენლობა. ეს არის უცხოური აგენტურა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა", შესაბამისად, მათ შორის კონფლიქტიც არის აბსოლუტურად ხელოვნური. ეს არის ერთი ძალა. მათ აერთიანებთ ერთი რამ, ყველა მათგანი არის უცხოური აგენტურის წარმომადგენელი, ყველა მათგანი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის" წარმომადგენელი იქნება ეს გვარამია, „ლელო", გახარია თუ ნებისმიერი სხვა, ეს არის ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც მოქმედებს ერთი ქოლგის ქვეშ და ამ ქოლგას ჰქვია უცხოური აგენტურა", - განაცხადა პრემიერმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
გია ვოლსკი - ნიკა გვარამია საკმაოდ ნიჭიერი პროპაგანდისტია, როცა დასჭირდა, ორთოდოქსი ქრისტიანიც გახდა, ახლა უნდა, რომ პოლიტიკური ლიდერის როლი ითამაშოს
პრემიერ-მინისტრმა სამშენებლო კომპანიებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულაციების ცვლილებათა პაკეტი განიხილა
ჩვენი შეხვედრის გაშუქების მსურველ ჟურნალისტებს საქართველოს სამი ტელევიზიიდან უარი ეთქვათ, შემაშფოთებელია, როდესაც სიტყვის და მედიის თავისუფლება შერჩევითი პრინციპით განიმარტება - მაკა ბოჭორიშვილი
სახელმწიფო ტყეში ახალი სუბიექტი - ტყის მცველი ჩნდება, რომელიც მასზე მიმაგრებული ფართობის ფიზიკურ დაცვაზე იქნება პასუხისმგებელი
მაკა ბოჭორიშვილი - თვალთმაქცობაა „დემოკრატიის უკუსვლაზე“ წუხილი და იმავდროულად რადიკალური ძალების წახალისება
„ოპოზიციის ალიანსი“ აცხადებს, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად ექვსი მოთხოვნა უნდა შესრულდეს
,,არავის უხარია არცერთი პატიმრის ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში''-
,,ჩვენთვის მთავარია, მშვიდობა აღდგეს უკრაინაში - უკრაინა არის მეგობარი ქვეყანა, უკრაინელი ხალხი მეგობარი ხალხია''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მხრიდან არის გამოხატული ძალიან მკაფიო პოზიცია, მზად ვართ, განვიხილოთ ყველა დეტალი და კონკრეტული გზამკვლევით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან
,,მინდა მადლობა გადავუხადო კონკრეტულ ქსელებს, იმისათვის, რომ გადადგეს კონკრეტული ნაბიჯები ფასების გაიაფების მიმართულებით''- ირაკლი კობახიძე
,,როცა ადამიანს ეძახი თვალთხარიას და მერე მასთან გაერთიანებაზე საუბრობ, ეს უპრინციპობის გამოხატულებაა''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - 2028 წლის არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამის პირობას ვაძლევთ ყველას
,,რაც დაიწყო ბრიტანეთმა, ის გააგრძელა ევროპარლამენტმა''- ირაკლი კობახიძე
,,ჩვენ შევხვდით სახელმწიფო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩართულ კომპანიებს''- პრემიერი
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებზე წითელი ჯვრის ეგიდით, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის შეხვედრა გაიმართა
შეკვეთილი სანქციების ანატომია
მაკა ბოჭორიშვილი კიშინეუში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას
ნიკოლოზ სამხარაძე - იტალიურმა მხარემ განაცხადა, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, საქართველო მათთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის მიერ ათასობით ევრო დაიხარჯა საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესის დისკრედიტაციის კამპანიაში, აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტს გაცილებით მკაცრი წესები ჰქონია
მიხეილ სააკაშვილი - წინააღმდეგობის მოძრაობა მოსამზადებელია და არა იმის ძახილი, რომ თავისით რაღაც მოხდება, ამას სჭირდება ხალხი სტრატეგიული ხედვით და დიდი გამბედაობით