,,არავის უხარია არცერთი პატიმრის ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში''-
როდესაც ადამიანები დაგვანახებენ და სხვას აჩვენებენ, რომ ისინი ნანობენ ჩადენილ დანაშაულს, ამას ექნება თავისი პრევენციული ეფექტი, ჩვენი მთავარი ამოცანაა, აღარავის გაუჩნდეს ასეთი ცდუნება, რომ ძალადობრივად სცადოს ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც პატიმრების შეწყალების საკითხს ეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სინანული არის ის, რაც ხელს შეუწყობს პრევენციის ეფექტს.
„სადაც იქნება სინანული, სადაც იქნება დანაშაულის აღიარება, იქ ჩვენ გვექნება შესაბამისი მიდგომა. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება. ეს ჩვენი მიდგომა, მათ შორის სინანულთან დაკავშირებული, ვფიქრობ, რომ უნდა იყოს აბსოლუტურად თავსებადი იმ მიდგომასთან, რომელიც უნდა ჰქონდეს ეკლესიას. ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი. სინანული არის უპირობოდ მნიშვნელოვანი. ჩვენთვის მთავარი რა არის, არავის არ უხარია არცერთი პატიმრის ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. გახსოვთ, იყო რევოლუციის ერთი მცდელობა, როდესაც სულ ერთი ადამიანი იყო დაპატიმრებული. გადაწვეს ლამის ნახევარი ქალაქი, ერთი ადამიანი იყო დაპატიმრებული და ამან წაახალისა ძალადობრივი რევოლუციის კიდევ ერთი მცდელობა, შემდეგ იყო დაპატიმრებული 6 ადამიანი. ესეც არ იყო სათანადო რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან და ამან წაახალისა ძალადობრივი რევოლუციის მე-3 მცდელობა. ამის შემდეგ დაპატიმრებული იქნა დაახლოებით 30 ადამიანი, რამაც თავისი პრევენციული ეფექტი იქონია. სინანული რატომ არის მნიშვნელოვანი, ჩვენ ვინმეს ბოდიში კი არ გვჭირდება ან რაიმე ამდაგვარი. ეს არის მნიშვნელოვანი პრევენციისთვის. როდესაც ადამიანები დაგვანახებენ და სხვას აჩვენებენ, რომ ისინი ნანობენ ჩადენილ დანაშაულს, ამას ექნება თავისი პრევენციული ეფექტი. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ აღარავის გაუჩნდეს ასეთი ცდუნება, რომ ძალადობრივად სცადოს ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა. ამისთვის არის მნიშვნელოვანი სასჯელი. რა თქმა უნდა, სინანული არის ის, რაც ხელს შეუწყობს პრევენციის ეფექტს. ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი", - განაცხადა პრემიერმა.
მსგავსი სიახლეები
თენგო თევზაძე - არ ვფიქრობ, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს პოლიტიკურმა პარტიებმა მსვლელობაში უნდა მიიღონ მონაწილეობა
გია ვოლსკი - ნიკა გვარამია საკმაოდ ნიჭიერი პროპაგანდისტია, როცა დასჭირდა, ორთოდოქსი ქრისტიანიც გახდა, ახლა უნდა, რომ პოლიტიკური ლიდერის როლი ითამაშოს
პრემიერ-მინისტრმა სამშენებლო კომპანიებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულაციების ცვლილებათა პაკეტი განიხილა
ჩვენი შეხვედრის გაშუქების მსურველ ჟურნალისტებს საქართველოს სამი ტელევიზიიდან უარი ეთქვათ, შემაშფოთებელია, როდესაც სიტყვის და მედიის თავისუფლება შერჩევითი პრინციპით განიმარტება - მაკა ბოჭორიშვილი
სახელმწიფო ტყეში ახალი სუბიექტი - ტყის მცველი ჩნდება, რომელიც მასზე მიმაგრებული ფართობის ფიზიკურ დაცვაზე იქნება პასუხისმგებელი
მაკა ბოჭორიშვილი - თვალთმაქცობაა „დემოკრატიის უკუსვლაზე“ წუხილი და იმავდროულად რადიკალური ძალების წახალისება
„ოპოზიციის ალიანსი“ აცხადებს, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად ექვსი მოთხოვნა უნდა შესრულდეს
,,არავის უხარია არცერთი პატიმრის ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში''-
,,ჩვენთვის მთავარია, მშვიდობა აღდგეს უკრაინაში - უკრაინა არის მეგობარი ქვეყანა, უკრაინელი ხალხი მეგობარი ხალხია''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მხრიდან არის გამოხატული ძალიან მკაფიო პოზიცია, მზად ვართ, განვიხილოთ ყველა დეტალი და კონკრეტული გზამკვლევით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან
,,მინდა მადლობა გადავუხადო კონკრეტულ ქსელებს, იმისათვის, რომ გადადგეს კონკრეტული ნაბიჯები ფასების გაიაფების მიმართულებით''- ირაკლი კობახიძე
,,როცა ადამიანს ეძახი თვალთხარიას და მერე მასთან გაერთიანებაზე საუბრობ, ეს უპრინციპობის გამოხატულებაა''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - 2028 წლის არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამის პირობას ვაძლევთ ყველას
,,რაც დაიწყო ბრიტანეთმა, ის გააგრძელა ევროპარლამენტმა''- ირაკლი კობახიძე
,,ჩვენ შევხვდით სახელმწიფო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩართულ კომპანიებს''- პრემიერი
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებზე წითელი ჯვრის ეგიდით, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის შეხვედრა გაიმართა
შეკვეთილი სანქციების ანატომია
მაკა ბოჭორიშვილი კიშინეუში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას
ნიკოლოზ სამხარაძე - იტალიურმა მხარემ განაცხადა, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, საქართველო მათთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის მიერ ათასობით ევრო დაიხარჯა საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესის დისკრედიტაციის კამპანიაში, აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტს გაცილებით მკაცრი წესები ჰქონია