„ოპოზიციის ალიანსი“ აცხადებს, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად ექვსი მოთხოვნა უნდა შესრულდეს
„ოპოზიციის ალიანსმა" თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად ექვსი მოთხოვნა დაასახელა.
როგორც ბრიფინგზე ალიანსის ერთ-ერთმა წევრმა, თენგო თევზაძემ განაცხადა, სამართლიან არჩევნებამდე აუცილებელია პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტა და რეპრესიული კანონების გაუქმება.
„„ოპოზიციის ალიანსს" „ქართული ოცნების" შეცვლა მთავარ ამოცანად აქვს დასახული, რაც, უპირველესად, სამართლიანი და თანასწორი არჩევნების გზით უნდა განხორციელდეს. ვიდრე სამართლიან არჩევნებზე ვისაუბრებთ, აუცილებელია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტა, ასევე ის რეპრესიული კანონების გაუქმება, რომელმაც ჩამოშალა ან ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხე მიაყენა დემოკრატიულ ინსტიტუტებს: კრიტიკულ მედიას, პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს და დემოკრატიისთვის სხვა მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს.
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელია შესრულდეს 6 ძირითადი მოთხოვნა: შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი. უნდა გახდეს სრულად პარიტეტულ პრინციპზე დაფუძნებული. 2020 და 2024 წლის არჩევნების შედეგად ბარიერგადალახული პარტიების საფუძველზე უნდა დაკომპლექტდეს თითო წარმომადგენლით; ემიგრანტებს ხმის მიცემის შესაძლებლობა კვლავ უნდა დაუბრუნდეს და ქვეყნის გარეთ უბნები უნდა გაიხსნას; გაიხსნას ამომრჩეველთა სია და შესაძლებელი გახდეს არჩევნებში ამომრჩევლის მონაწილეობის გადამოწმება; საარჩევნო საჩივრებთან დაკავშირებით სასამართლოში შეიქმნას საარჩევნო დავების განმხილველი კოლეგიები; არჩევნების ელექტრონული ტექნოლოგიებით ჩატარების პირობებში განისაზღვროს აპარატებისა და კენჭისყრის დღის შესწავლის/შემოწმების(აუდიტის) აუცილებლობა; გაიხსნას ამომრჩეველთა სია და შესაძლებელი გახდეს არჩევნებში ამომრჩევლის მონაწილეობის გადამოწმება", - განაცხადა თევზაძემ.
მსგავსი სიახლეები
თენგო თევზაძე - არ ვფიქრობ, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს პოლიტიკურმა პარტიებმა მსვლელობაში უნდა მიიღონ მონაწილეობა
გია ვოლსკი - ნიკა გვარამია საკმაოდ ნიჭიერი პროპაგანდისტია, როცა დასჭირდა, ორთოდოქსი ქრისტიანიც გახდა, ახლა უნდა, რომ პოლიტიკური ლიდერის როლი ითამაშოს
პრემიერ-მინისტრმა სამშენებლო კომპანიებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულაციების ცვლილებათა პაკეტი განიხილა
ჩვენი შეხვედრის გაშუქების მსურველ ჟურნალისტებს საქართველოს სამი ტელევიზიიდან უარი ეთქვათ, შემაშფოთებელია, როდესაც სიტყვის და მედიის თავისუფლება შერჩევითი პრინციპით განიმარტება - მაკა ბოჭორიშვილი
სახელმწიფო ტყეში ახალი სუბიექტი - ტყის მცველი ჩნდება, რომელიც მასზე მიმაგრებული ფართობის ფიზიკურ დაცვაზე იქნება პასუხისმგებელი
მაკა ბოჭორიშვილი - თვალთმაქცობაა „დემოკრატიის უკუსვლაზე“ წუხილი და იმავდროულად რადიკალური ძალების წახალისება
„ოპოზიციის ალიანსი“ აცხადებს, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად ექვსი მოთხოვნა უნდა შესრულდეს
,,არავის უხარია არცერთი პატიმრის ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში''-
,,ჩვენთვის მთავარია, მშვიდობა აღდგეს უკრაინაში - უკრაინა არის მეგობარი ქვეყანა, უკრაინელი ხალხი მეგობარი ხალხია''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მხრიდან არის გამოხატული ძალიან მკაფიო პოზიცია, მზად ვართ, განვიხილოთ ყველა დეტალი და კონკრეტული გზამკვლევით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან
,,მინდა მადლობა გადავუხადო კონკრეტულ ქსელებს, იმისათვის, რომ გადადგეს კონკრეტული ნაბიჯები ფასების გაიაფების მიმართულებით''- ირაკლი კობახიძე
,,როცა ადამიანს ეძახი თვალთხარიას და მერე მასთან გაერთიანებაზე საუბრობ, ეს უპრინციპობის გამოხატულებაა''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - 2028 წლის არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამის პირობას ვაძლევთ ყველას
,,რაც დაიწყო ბრიტანეთმა, ის გააგრძელა ევროპარლამენტმა''- ირაკლი კობახიძე
,,ჩვენ შევხვდით სახელმწიფო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩართულ კომპანიებს''- პრემიერი
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებზე წითელი ჯვრის ეგიდით, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის შეხვედრა გაიმართა
შეკვეთილი სანქციების ანატომია
მაკა ბოჭორიშვილი კიშინეუში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას
ნიკოლოზ სამხარაძე - იტალიურმა მხარემ განაცხადა, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, საქართველო მათთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის მიერ ათასობით ევრო დაიხარჯა საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესის დისკრედიტაციის კამპანიაში, აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტს გაცილებით მკაცრი წესები ჰქონია