სახელმწიფო ტყეში ახალი სუბიექტი - ტყის მცველი ჩნდება, რომელიც მასზე მიმაგრებული ფართობის ფიზიკურ დაცვაზე იქნება პასუხისმგებელი
სახელმწიფო ტყეში ახალი სუბიექტი - ტყის მცველი ჩნდება, რომელიც მასზე მიმაგრებული ფართობის ფიზიკურ დაცვაზე იქნება პასუხისმგებელი.ამ სიახლეს "ტყის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს. კოდექსში ახალი ტერმინი "ტყის ფიზიკური დაცვა" შემოდის. ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქცია ეროვნულ სატყეო სააგენტოს ემატება. აღნიშნული თავის მხრივ მოიცავს ტყის ფიზიკურ დაცვას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციას, გამოვლენას და აღკვეთას.საკითხი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა. ინიციატივა განსახილველად პარლამენტს უკვე წარედგინა.როგორც უწყება განმარტავს, დღეისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად უკანონო ჭრები რჩება. მისივე განცხადებით, ამ მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს უკანონო ჭრის პრევენციას უშუალოდ ტყეში, რაც მოითხოვს ეფექტური ფიზიკური დაცვის ორგანიზებას, შესაბამის ადამიანურ და ტექნიკურ რესურსებს, კონკრეტულ ტერიტორიებზე პასუხისმგებელი პირების განსაზღვრასა და გეგმიურ თუ არაგეგმიურ მონიტორინგს."ამჟამად, ეროვნულ სატყეო სააგენტოს ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქცია არ გააჩნია. "ტყის მცველის" პოზიცია ფორმალურად არ არსებობს. სპეციალისტებს არა აქვთ განსაზღვრული პასუხისმგებლობა კონკრეტულ ტერიტორიაზე ტყის დაცვის თვალსაზრისით, რაც კონტროლის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ამცირებს", - აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტებით ბარათში, რომელიც პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს ერთვის თან.უწყების ცნობით, კანონის პროექტის მიღების შემდეგ, საჭირო გახდება ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ 499 თანამშრომლის დამატება: კერძოდ, 4 უბნის უფროსი - თანამდებობრივი სარგო თვეში 3 200 ლარი; 94 მეტყევე - თანამდებობრივი სარგო თვეში - 2 880 ლარი და 401 ტყის მცველი - თანამდებობრივი სარგო თვეში 2 080 ლარი."ეროვნულ სატყეო სააგენტოს ემატება ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქცია და იზრდება თანამშრომელთა რაოდენობა 499 ერთეულით. ჯამში, 2026 წელს საჭირო იქნება დაახლოებით 28 800 000 ლარი, მათ შორის: 499 თანამშრომლის 6 თვის ხელფასი - 6 705 000 ლარი, ტექნიკა/აღჭურვილობა (950 სამხრე კამერა, 150 ფოტოხაფანგი, 1 200 პლანშეტი, 9 რეგიონის პორტატული რადიოგადამცემი სადგური, 1 200 რაცია, SMART პატრულირების პროგრამული უზრუნველყოფა, 54 ავტომანქანა პიკაპი, 2 ექსკავატორი) - 16,490,000 ლარი, სატყეო გზების მოწყობა-რეაბილიტაცია - 4 795 000 ლარი, ჯანმრთელობის დაზღვევა - 110 000 ლარი, უნიფორმა და ფეხსაცმელი - 500 000 ლარი, ავტომანქანების საწვავი - 200 000 ლარი და დაზღვევის ხარჯები, რომელიც დამოკიდებული იქნება შესყიდვის (ტენდერის) შედეგებზე", - ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
მსგავსი სიახლეები
თენგო თევზაძე - არ ვფიქრობ, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს პოლიტიკურმა პარტიებმა მსვლელობაში უნდა მიიღონ მონაწილეობა
გია ვოლსკი - ნიკა გვარამია საკმაოდ ნიჭიერი პროპაგანდისტია, როცა დასჭირდა, ორთოდოქსი ქრისტიანიც გახდა, ახლა უნდა, რომ პოლიტიკური ლიდერის როლი ითამაშოს
პრემიერ-მინისტრმა სამშენებლო კომპანიებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულაციების ცვლილებათა პაკეტი განიხილა
ჩვენი შეხვედრის გაშუქების მსურველ ჟურნალისტებს საქართველოს სამი ტელევიზიიდან უარი ეთქვათ, შემაშფოთებელია, როდესაც სიტყვის და მედიის თავისუფლება შერჩევითი პრინციპით განიმარტება - მაკა ბოჭორიშვილი
სახელმწიფო ტყეში ახალი სუბიექტი - ტყის მცველი ჩნდება, რომელიც მასზე მიმაგრებული ფართობის ფიზიკურ დაცვაზე იქნება პასუხისმგებელი
მაკა ბოჭორიშვილი - თვალთმაქცობაა „დემოკრატიის უკუსვლაზე“ წუხილი და იმავდროულად რადიკალური ძალების წახალისება
„ოპოზიციის ალიანსი“ აცხადებს, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად ექვსი მოთხოვნა უნდა შესრულდეს
,,არავის უხარია არცერთი პატიმრის ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში''-
,,ჩვენთვის მთავარია, მშვიდობა აღდგეს უკრაინაში - უკრაინა არის მეგობარი ქვეყანა, უკრაინელი ხალხი მეგობარი ხალხია''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მხრიდან არის გამოხატული ძალიან მკაფიო პოზიცია, მზად ვართ, განვიხილოთ ყველა დეტალი და კონკრეტული გზამკვლევით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან
,,მინდა მადლობა გადავუხადო კონკრეტულ ქსელებს, იმისათვის, რომ გადადგეს კონკრეტული ნაბიჯები ფასების გაიაფების მიმართულებით''- ირაკლი კობახიძე
,,როცა ადამიანს ეძახი თვალთხარიას და მერე მასთან გაერთიანებაზე საუბრობ, ეს უპრინციპობის გამოხატულებაა''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - 2028 წლის არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამის პირობას ვაძლევთ ყველას
,,რაც დაიწყო ბრიტანეთმა, ის გააგრძელა ევროპარლამენტმა''- ირაკლი კობახიძე
,,ჩვენ შევხვდით სახელმწიფო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩართულ კომპანიებს''- პრემიერი
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებზე წითელი ჯვრის ეგიდით, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის შეხვედრა გაიმართა
შეკვეთილი სანქციების ანატომია
მაკა ბოჭორიშვილი კიშინეუში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას
ნიკოლოზ სამხარაძე - იტალიურმა მხარემ განაცხადა, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, საქართველო მათთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის მიერ ათასობით ევრო დაიხარჯა საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესის დისკრედიტაციის კამპანიაში, აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტს გაცილებით მკაცრი წესები ჰქონია