პრემიერ-მინისტრმა სამშენებლო კომპანიებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულაციების ცვლილებათა პაკეტი განიხილა

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულაციების ცვლილებათა პაკეტთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა.

 

საქართველოს მთავრობა სახელმწიფო სამშენებლო პროექტების მარეგულირებელ საკანონმდებლო ნორმებში ცვლილებების ახალ პაკეტს ამზადებს, რომლის მიზანი სამშენებლო სექტორის გაძლიერება, სახელმწიფო პროექტების ფინანსური მდგრადობის ზრდა და სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში პასუხისმგებლობისა და გამჭვირვალობის უფრო მაღალი სტანდარტების დამკვიდრებაა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, მთავარი ამოცანაა, რომ ქვეყანამ მიიღოს მაქსიმალურად მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა და აღნიშნულში სახელმწიფომ გადაიხადოს საბაზრო ფასები.

 

„დღეს, ჩვენ სექტორის წარმომადგენლებს გავუზიარეთ ცვლილებების პროექტი, რომლებიც გააჯანსაღებს არსებულ ვითარებას. არის საკითხები ფასებთან და ინდექსაციასთან დაკავშირებით. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მივიღოთ მაქსიმალურად მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა და ამაში სახელმწიფომ გადაიხადოს საბაზრო ფასები. ამასთან ერთად, გვინდა, რომ მაქსიმალურად  გავაძლიეროთ კომპანიები, კონკრეტულად ქართული კომპანიები. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და სწორედ ამას ემსახურება ის ცვლილებები, რომლებიც წარვუდგინეთ დღეს სექტორში ჩართულ კომპანიებს. მათი მხრიდან არსებითად დაიმსახურა ამ ცვლილებებმა მოწონება,"- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

ირაკლი კობახიძემ ინფრასტრუქტურის მინისტრსა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს ცვლილებების პაკეტის შემუშავებაზე გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება, ამ მიმართულებით, სექტორში ჩართულ კომპანიებთან მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებს.

 

ცვლილებების ფარგლებში, იზრდება ზედნადები და გაუთვალისწინებელი ხარჯების ლიმიტი, განახლდება სამშენებლო მასალებისა და მანქანა-მექანიზმების ფასები, ასევე დაინერგება ინდექსაციის მექანიზმი, რომელიც პროექტების მიმდინარეობისას ფასების ცვლილების შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულების ნაწილობრივ კორექტირებას უზრუნველყოფს.

რეფორმა ასევე ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას - შესაძლებელი გახდება სახელმწიფო ტენდერებში პრეტენდენტისა და მისი ქვეკონტრაქტორის გამოცდილების გაერთიანება, რაც კომპანიებს მსხვილ პროექტებში უფრო აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.

პარალელურად, მკაცრდება პასუხისმგებლობისა და კონტროლის მექანიზმები, იზღუდება არარეალისტურად დაბალი ფასებით ტენდერებში მონაწილეობა, ხოლო შავი სიის მექანიზმი ფართოვდება, რის შედეგადაც ფინანსურ ან კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებული პირების კომპანიები შესაძლოა, სახელმწიფო ტენდერებიდან დისკვალიფიცირდნენ.

 

შეხვედრას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გურამ დუმბაძე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები.

 

 





მსგავსი სიახლეები
თენგო თევზაძე - არ ვფიქრობ, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს პოლიტიკურმა პარტიებმა მსვლელობაში უნდა მიიღონ მონაწილეობა
გია ვოლსკი - ნიკა გვარამია საკმაოდ ნიჭიერი პროპაგანდისტია, როცა დასჭირდა, ორთოდოქსი ქრისტიანიც გახდა, ახლა უნდა, რომ პოლიტიკური ლიდერის როლი ითამაშოს
პრემიერ-მინისტრმა სამშენებლო კომპანიებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულაციების ცვლილებათა პაკეტი განიხილა
ჩვენი შეხვედრის გაშუქების მსურველ ჟურნალისტებს საქართველოს სამი ტელევიზიიდან უარი ეთქვათ, შემაშფოთებელია, როდესაც სიტყვის და მედიის თავისუფლება შერჩევითი პრინციპით განიმარტება - მაკა ბოჭორიშვილი
სახელმწიფო ტყეში ახალი სუბიექტი - ტყის მცველი ჩნდება, რომელიც მასზე მიმაგრებული ფართობის ფიზიკურ დაცვაზე იქნება პასუხისმგებელი
მაკა ბოჭორიშვილი - თვალთმაქცობაა „დემოკრატიის უკუსვლაზე“ წუხილი და იმავდროულად რადიკალური ძალების წახალისება
„ოპოზიციის ალიანსი“ აცხადებს, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად ექვსი მოთხოვნა უნდა შესრულდეს
,,არავის უხარია არცერთი პატიმრის ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში''-
,,ჩვენთვის მთავარია, მშვიდობა აღდგეს უკრაინაში - უკრაინა არის მეგობარი ქვეყანა, უკრაინელი ხალხი მეგობარი ხალხია''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მხრიდან არის გამოხატული ძალიან მკაფიო პოზიცია, მზად ვართ, განვიხილოთ ყველა დეტალი და კონკრეტული გზამკვლევით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან
,,მინდა მადლობა გადავუხადო კონკრეტულ ქსელებს, იმისათვის, რომ გადადგეს კონკრეტული ნაბიჯები ფასების გაიაფების მიმართულებით''- ირაკლი კობახიძე
,,როცა ადამიანს ეძახი თვალთხარიას და მერე მასთან გაერთიანებაზე საუბრობ, ეს უპრინციპობის გამოხატულებაა''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - 2028 წლის არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამის პირობას ვაძლევთ ყველას
,,რაც დაიწყო ბრიტანეთმა, ის გააგრძელა ევროპარლამენტმა''- ირაკლი კობახიძე
,,ჩვენ შევხვდით სახელმწიფო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩართულ კომპანიებს''- პრემიერი
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებზე წითელი ჯვრის ეგიდით, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის შეხვედრა გაიმართა
შეკვეთილი სანქციების ანატომია
მაკა ბოჭორიშვილი კიშინეუში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას
ნიკოლოზ სამხარაძე - იტალიურმა მხარემ განაცხადა, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, საქართველო მათთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის მიერ ათასობით ევრო დაიხარჯა საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესის დისკრედიტაციის კამპანიაში, აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტს გაცილებით მკაცრი წესები ჰქონია