გია ვოლსკი - ნიკა გვარამია საკმაოდ ნიჭიერი პროპაგანდისტია, როცა დასჭირდა, ორთოდოქსი ქრისტიანიც გახდა, ახლა უნდა, რომ პოლიტიკური ლიდერის როლი ითამაშოს
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის რიგებში ნიკა გვარამია პოლიტიკური ლიდერის როლს თამაშობს.
გია ვოლსკი ჟურნალისტებთან საუბარში ნიკა გვარამიას მოწოდებას გამოეხმაურა, რომელმაც „ლელოსა" და გიორგი გახარიას გუნდს ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანება შესთავაზა.
ვოლსკის თქმით, ნიკა გვარამია საკმაოდ ნიჭიერი პროპაგანდისტია.
„მას როცა დასჭირდა, ორთოდოქსი ქრისტიანიც გახდა. ამ შემთხვევაში მას უნდა, რომ პოლიტიკური ლიდერის როლი ითამაშოს და „ლელოსა" და გახარიას პარტიას ალიანსთან მიერთებისკენ მოუწოდოს და თან იმ პედესტალზე დადგეს, საიდანაც შესაძლებლობა ექნება, ვინმეს რაიმე მოუწოდოს ან ჭკუა ასწავლოს. დიდი ხანია, გახარიას გუნდმა წითელი ხაზები გადალახა და ახლა რა პრობლემა აქვთ, არ მესმის. ყველა არჩეულ საკრებულოში ერთად მუშაობდნენ. მათსა და „ნაცმოძრაობას" შორის ალიანსი იყო, რუსთავში კი დიდი ხანი ბიუჯეტსაც კი არ ამტკიცებდნენ. ჩვენ ეს თანამშრომლობა უკვე ვიხილეთ. ახლა ერთმანეთთან ზეპირი შეხლა-შემოხლა შინაარსს არ ცვლის, რადგან ფაქტია, რომ გვარამია ერთადერთი „განუმეორებელი ლიდერი", „ჰუმანისტი", პროპაგანდისტი პოლიტიკოსია და ეს არის თემა. მეორე თემა სალომე ზურაბიშვილია, რომელსაც ფრანგულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა და ცდილობენ, მისი ქარტია დააბრუნონ, როგორც გამაერთიანებელი დოკუმენტი. პროცესი წინ ამ მიმართულებითაც არ მიდის და გადაწყვიტეს, მთავარი აქცენტი აგრესიაზე გადაიტანონ. მათ პოლიტიკურად მედიააკრძალვები და ბრიუსელის ბიუროკრატიის დამოკიდებულება ეხმარებათ. არ გამოვრიცხავ, რომ ფინანსების შემოტანის მექანიზმებიც ჰქონდეთ დაგეგმილი", - განაცხადა ვოლსკიმ.
მსგავსი სიახლეები
თენგო თევზაძე - არ ვფიქრობ, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს პოლიტიკურმა პარტიებმა მსვლელობაში უნდა მიიღონ მონაწილეობა
გია ვოლსკი - ნიკა გვარამია საკმაოდ ნიჭიერი პროპაგანდისტია, როცა დასჭირდა, ორთოდოქსი ქრისტიანიც გახდა, ახლა უნდა, რომ პოლიტიკური ლიდერის როლი ითამაშოს
პრემიერ-მინისტრმა სამშენებლო კომპანიებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულაციების ცვლილებათა პაკეტი განიხილა
ჩვენი შეხვედრის გაშუქების მსურველ ჟურნალისტებს საქართველოს სამი ტელევიზიიდან უარი ეთქვათ, შემაშფოთებელია, როდესაც სიტყვის და მედიის თავისუფლება შერჩევითი პრინციპით განიმარტება - მაკა ბოჭორიშვილი
სახელმწიფო ტყეში ახალი სუბიექტი - ტყის მცველი ჩნდება, რომელიც მასზე მიმაგრებული ფართობის ფიზიკურ დაცვაზე იქნება პასუხისმგებელი
მაკა ბოჭორიშვილი - თვალთმაქცობაა „დემოკრატიის უკუსვლაზე“ წუხილი და იმავდროულად რადიკალური ძალების წახალისება
„ოპოზიციის ალიანსი“ აცხადებს, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად ექვსი მოთხოვნა უნდა შესრულდეს
,,არავის უხარია არცერთი პატიმრის ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში''-
,,ჩვენთვის მთავარია, მშვიდობა აღდგეს უკრაინაში - უკრაინა არის მეგობარი ქვეყანა, უკრაინელი ხალხი მეგობარი ხალხია''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მხრიდან არის გამოხატული ძალიან მკაფიო პოზიცია, მზად ვართ, განვიხილოთ ყველა დეტალი და კონკრეტული გზამკვლევით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან
,,მინდა მადლობა გადავუხადო კონკრეტულ ქსელებს, იმისათვის, რომ გადადგეს კონკრეტული ნაბიჯები ფასების გაიაფების მიმართულებით''- ირაკლი კობახიძე
,,როცა ადამიანს ეძახი თვალთხარიას და მერე მასთან გაერთიანებაზე საუბრობ, ეს უპრინციპობის გამოხატულებაა''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - 2028 წლის არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამის პირობას ვაძლევთ ყველას
,,რაც დაიწყო ბრიტანეთმა, ის გააგრძელა ევროპარლამენტმა''- ირაკლი კობახიძე
,,ჩვენ შევხვდით სახელმწიფო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩართულ კომპანიებს''- პრემიერი
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებზე წითელი ჯვრის ეგიდით, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის შეხვედრა გაიმართა
შეკვეთილი სანქციების ანატომია
მაკა ბოჭორიშვილი კიშინეუში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას
ნიკოლოზ სამხარაძე - იტალიურმა მხარემ განაცხადა, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, საქართველო მათთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის მიერ ათასობით ევრო დაიხარჯა საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესის დისკრედიტაციის კამპანიაში, აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტს გაცილებით მკაცრი წესები ჰქონია