17 მაისს დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

 

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისს რუსთაველის გამზირიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა გაიმართება, რის გამოც დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

 

მსვლელობა 11:00 საათზე ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება. 08:00-დან 14:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება გია ჭანტურიას ქუჩაზე, რუსთაველის გამზირის კვეთიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, ასევე, ბარათაშვილის ხიდზე და ბარათაშვილის აღმართიდან ავლაბრის მოედნამდე.

 

რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენ ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება თარხნიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ, ბარნოვის, გოგებაშვილის, მაყაშვილისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის" ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვის, ზანდუკელისა და შანიძის ქუჩების გავლით.

 

მეტროსადგურ „რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე, საიდანაც მარცხნივ მოხვევით ჭანტურიასა და სოლიკო ვირსალაძის ქუჩების გავლით მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდებიან.

 

თავისუფლების მოედანზე საგზაო მოძრაობის შეზღუდვის პერიოდში ავტომობილებისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან ჭანტურიას ქუჩამდე. გადაადგილება შეზღუდული იქნება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით.

 

რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დაშვებული იქნება ჭანტურიას ქუჩამდე. გადაადგილება შეიზღუდება ლ. უკრაინკას, ა. ჯორჯაძის, ზ. ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ა. ფურცელაძისა და ლ. გუდიაშვილის ქუჩებზეც.

 

თავისუფლების მოედნიდან მსვლელობა გაგრძელდება სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით, რა დროსაც საავტომობილო მოძრაობა მიმდევრობით შეიზღუდება ბარათაშვილის ხიდზე და ბარათაშვილის აღმართიდან ავლაბრის მოედნამდე.

 

ბარათაშვილის ქუჩაზე მოძრაობის შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები თავისუფლების მოედნის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და კოტე აფხაზის ქუჩის გამოყენებით, ხოლო ავლაბრის მიმართულებით მოძრავი სატრასპორტო საშუალებები გადაადგილდებიან მშრალი ხიდის გავლით, კოსტა ხეთაგუროვისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით.

 

ავლაბრის მოედანზე საავტომობილო გზის გადაკეტვის დროს ქეთევან დედოფლის გამზირიდან მოძრავი ავტომანქანები ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების გამოყენებით დაუკავშირდებიან მტკვრის მარცხენა სანაპიროს, ხოლო ქეთევან დედოფლის გამზირისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები ბარათაშვილის ქუჩაზე მოტრიალების შემდეგ, ბარათაშვილის ხიდის გამოყენებით იმოძრავებენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, შემდგომ იალბუზის, ბოჭორმის ქუჩებზე და ქეთევან დედოფლის გამზირზე ავლაბრის მოედნის მიმართულებით.

 

საგზაო მოძრაობა მსვლელობის დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად აღდგება.

 

 

 

 





მსგავსი სიახლეები
რევაზ სოხაძე - უპასუხისმგებლო კომპანიებს ტენდერებში მონაწილეობის უფლება შეეზღუდებათ
17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება- საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
17 მაისს დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
„17 მაისი უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაფუძნებული დღეა, რასაც მთელი ერისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს''-პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე
რამდენ ლარად იყიდით უქმეებზე დოლარს და ევროს
„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ - თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
თამარ ბაგრატიონი - ჩემი მეუღლის საქმეში არასოდეს ვერევი, ვისაც კანონით შეწყალება ეკუთვნის, ყველა შეწყალებული იქნება
საპატრიარქო, პატრიარქის სამადლობელ წერილს ავრცელებს
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის - ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
,,ჰანიველ ცემენტი", კასპის ცემენტის ქარხანა გადადის განვითარების ახალ ეტაპზე''-პრემიერი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ლიბრე" დარღვევბის გამო დააჯარიმა
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
15 მაისს თბილისში წვიმიანი დღე იქნება - ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
ევროვიზია 2026-ის მეორე ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია დღეიდან იწყება
15 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
განათლების სამინისტრო სასკოლო ფორმების შესყიდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თბილისის საკრებულოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აფხაზეთის მეომართა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება
2026 წლის გამოცდებზე რეგისტრაციისთვის გადახდილი საფასურის დაბრუნების შესახებ განცხადებების მიღება 14 ივნისის 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი