17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება- საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

 

17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში. ამის შესახებ განცხადებას საპატრიარქო ავრცელებს.

„წირვას დაესწრებიან საგანგებოდ მისი უწმინდესობის აღსაყდრებასთან დაკავშირებით ჩამოსული სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის დელეგაციები და სხვა სტუმრები, ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელო და სამონაზვნო დასი.

პარალელურად, დილის 11:00 საათზე ქაშუეთის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე გაიმართება ტრადიციული მსვლელობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სამრევლოები და მათი წინამძღვრები, აგრეთვე საკვირაო სკოლები, როგორც მცხეთა-თბილისის, ისე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ეპარქიებიდანაც. სამების ტაძარში ლოცვითი მსვლელობიდან მისულ მრევლს დალოცავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

იქიდან გამომდინარე, რომ 17 მაისი არის კვირა, სამრევლოების წინამძღვრებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, წირვა დაიწყონ ჩვეულებრივზე ადრე, რათა მრევლმა შეძლოს მსვლელობაში მონაწილეობის მიღება", - ნათქვამია განცხადებაში.

 

 





მსგავსი სიახლეები
რევაზ სოხაძე - უპასუხისმგებლო კომპანიებს ტენდერებში მონაწილეობის უფლება შეეზღუდებათ
17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება- საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
17 მაისს დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
„17 მაისი უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაფუძნებული დღეა, რასაც მთელი ერისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს''-პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე
რამდენ ლარად იყიდით უქმეებზე დოლარს და ევროს
„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ - თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
თამარ ბაგრატიონი - ჩემი მეუღლის საქმეში არასოდეს ვერევი, ვისაც კანონით შეწყალება ეკუთვნის, ყველა შეწყალებული იქნება
საპატრიარქო, პატრიარქის სამადლობელ წერილს ავრცელებს
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის - ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
,,ჰანიველ ცემენტი", კასპის ცემენტის ქარხანა გადადის განვითარების ახალ ეტაპზე''-პრემიერი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ლიბრე" დარღვევბის გამო დააჯარიმა
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
15 მაისს თბილისში წვიმიანი დღე იქნება - ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
ევროვიზია 2026-ის მეორე ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია დღეიდან იწყება
15 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
განათლების სამინისტრო სასკოლო ფორმების შესყიდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თბილისის საკრებულოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აფხაზეთის მეომართა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება
2026 წლის გამოცდებზე რეგისტრაციისთვის გადახდილი საფასურის დაბრუნების შესახებ განცხადებების მიღება 14 ივნისის 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი