დონალდ ტრამპი - კირ სტარმერმა უნდა შეწყვიტოს ქარის ტურბინების მონტაჟი, ისინი ფრინველებს კლავენ და ლანდშაფტს აზიანებენ

 

მიგრაციისა და ენერგეტიკის სფეროში უმოქმედობის შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერი კირ სტარმერი სერიოზული რისკების წინაშე დგას, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Air Force One-ზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ის დიდ პრობლემებშია ორი მიზეზის გამო: მიგრაცია და ენერგეტიკა. ენერგეტიკაში ის ძალიან ცუდად ერკვევა. მან უნდა გახსნას ჩრდილოეთის ზღვა. აქვს ოქროს საბადო და უნდა გახსნას ნავთობი ჩრდილოეთის ზღვაში, თუმცა ამას არ აკეთებს", - განაცხადა ტრამპმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეძლებს თუ არა კირ სტარმერი კრიზისის გადალახვას და პრემიერ-მინისტრის პოსტზე დარჩენას, ტრამპმა უპასუხა, რომ ამის პროგნოზირება რთულია.

მისი თქმით, სტარმერმა უნდა მოაგვაროს მიგრაციის პრობლემა და შეწყვიტოს ქარის ტურბინების მონტაჟი.

„ისინი ქაოსს იწვევენ. ეს ენერგიის ყველაზე ძვირად ღირებული ფორმაა, ფრინველებს კლავენ და ლანდშაფტს აზიანებენ. ქვეყანამ ენერგია უნდა მოიპოვოს. ჩრდილოეთის ზღვა უნდა გახსნას. იცით, მას მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საბადო აქვს აღმოჩენილი და არ იყენებს. მე ვეუბნები, რომ ამას არ იყენებს", - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტს ასევე ჰკითხეს, უნდა დატოვოს თუ არა სტარმერმა თანამდებობა, რაზეც ტრამპმა აღნიშნა, რომ ამას არ ამბობს და მიაჩნია, რომ სტარმერი „ძალიან კარგი კაცია".

 

 





მსგავსი სიახლეები
სი ძინპინი შემოდგომაზე ვიზიტით აშშ-ში ჩავა - ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
აბას არაღჩი - ირანი მზად არის როგორც ომისთვის, ისე მოლაპარაკებებისთვის
,,რუსები უკრაინის პრეზიდენტის ოფისსა და რეზიდენციაზე დარტყმას გეგმავენ''- ზელენსკი
POLITICO: პოლონეთისთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა ჰეგსეტის გადაწყვეტილება ქვეყანაში 4 000 ამერიკელი სამხედროს დაგეგმილი განლაგების გაუქმების შესახებ
რთულია გაგება, რა სურს აშშ-ს ჩინეთისგან ირანის კონფლიქტისა და ჰორმუზის სრუტეში არსებულ ვითარებასთან მიმართებით - სერგეი ლავროვი
„ბლუმბერგი“ - არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა წარუმატებლად სცადა სპარსეთის ყურის ქვეყნების დარწმუნება, რომ ირანზე კოორდინირებულ თავდასხმას შეერთებოდნენ
ჰორმუზის სრუტის კრიზისმა აჩვენა, რომ „შუა დერეფანი“, მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი პრიორიტეტი იქნება - ერდოღანი
დონალდ ტრამპი - კირ სტარმერმა უნდა შეწყვიტოს ქარის ტურბინების მონტაჟი, ისინი ფრინველებს კლავენ და ლანდშაფტს აზიანებენ
ვლადიმერ პუტინი ჩინეთში, სავარაუდოდ, 20 მაისს ჩავა
დონალდ ტრამპი - სი ძინპინი არის ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, ჩვენ ძალიან დავმეგობრდით
დონალდ ტრამპი - ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანია გაგრძელდება
სკოტ ბესენტი - ჰორმუზის სრუტის გახსნა ჩინეთის ინტერესებში შედის, ვფიქრობ, პეკინი ამაზე კულისებს მიღმა იმუშავებს
მარკო რუბიო - უკრაინის შეიარაღებული ძალები ახლა ყველაზე ძლიერი არმიაა ევროპაში, ნაწილობრივ იმ დახმარების გამო, რაც მათ მიიღეს, მაგრამ ასევე იმ საბრძოლო გამოცდილების გამო, რაც შეიძინეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედროებს დაავალა, მოემზადონ რუსეთის არმიის მიერ უკრაინულ ქალაქებზე მასშტაბური თავდასხმების საპასუხო მოქმედებებისთვის
რომის პაპი - არ ვუწოდოთ თავდაცვა ისეთ გადაიარაღებას, რომელიც აძლიერებს დაძაბულობას, ანგრევს დიპლომატიისადმი ნდობას და ამდიდრებს ელიტებს
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა
მსოფლიო განსაკუთრებულია, როდესაც ჩვენ ორნი ერთიანები ვართ და ერთად ვართ -დონალდ ტრამპის სადღეგრძელო აშშ-ჩინეთის ურთიერთობაზე
სი ძინპინი - ჩინური ერის დიდი გაახალგაზრდავება და „გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი“ შეიძლება, ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში იყოს
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - დონალდ ტრამპი და სი ძინპინი შეთანხმდნენ, რომ ჰორმუზის სრუტე ღია უნდა დარჩეს ენერგომატარებლების თავისუფალი ნაკადის მხარდასაჭერად
ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინიამ თანამდებობა დატოვა