აბას არაღჩი - ირანი მზად არის როგორც ომისთვის, ისე მოლაპარაკებებისთვის
ირანი მზად არის როგორც ომისთვის, ისე მოლაპარაკებებისთვის, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.
არაღჩიმ დაადასტურა, რომ ირანი ცეცხლის შეწყვეტის მდგომარეობაშია, რომელიც, მისი თქმით, არასტაბილურია.
„ჩვენ ვეწინააღმდეგებით აგრესიულ თავდასხმებს, ვეწინააღმდეგებით სანქციებს. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ნდობაა. არანაირად არ შეგვიძლია, ვენდოთ ამერიკელებს. ამერიკული მხრიდან მიღებული შეტყობინებები წინააღმდეგობრივია - ყოველი დღე განსხვავდება წინა დღისგან. დღევანდელი „ტვიტი" განსხვავდება გუშინდელისგან. ზოგჯერ ერთ დღეში რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავ შეტყობინებას აგზავნიან", - განაცხადა აბას არაღჩიმ.
როგორც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ომის წამქეზებელი ელემენტები ცდილობენ დიპლომატიის ჩაშლას და აშშ-ის ახალ ომში ჩათრევას.
„ვიმედოვნებ, ამერიკა შეცდომას არ დაუშვებს და დიპლომატია საბოლოოდ გაიმარჯვებს", - აღნიშნა აბას არაღჩიმ.
ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ირანის პოზიცია გამოხატა ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ირანს არასდროს უცდია და არც სურს ბირთვული იარაღის მოპოვება.
„ეს ჩვენი პოლიტიკაა. ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი ბირთვული პროგრამა და ყოველთვის მზად ვართ, უზრუნველვყოთ გარანტიები, რომ ის მშვიდობიანი დარჩება", - განაცხადა აბას არაღჩიმ.
ჰორმუზის სრუტეში არსებულ ვითარებაზე საუბრისას, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტე მეგობრებისთვის ღიაა, მტრებისთვის კი - შეზღუდული.
მსგავსი სიახლეები
სი ძინპინი შემოდგომაზე ვიზიტით აშშ-ში ჩავა - ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
აბას არაღჩი - ირანი მზად არის როგორც ომისთვის, ისე მოლაპარაკებებისთვის
,,რუსები უკრაინის პრეზიდენტის ოფისსა და რეზიდენციაზე დარტყმას გეგმავენ''- ზელენსკი
POLITICO: პოლონეთისთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა ჰეგსეტის გადაწყვეტილება ქვეყანაში 4 000 ამერიკელი სამხედროს დაგეგმილი განლაგების გაუქმების შესახებ
რთულია გაგება, რა სურს აშშ-ს ჩინეთისგან ირანის კონფლიქტისა და ჰორმუზის სრუტეში არსებულ ვითარებასთან მიმართებით - სერგეი ლავროვი
„ბლუმბერგი“ - არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა წარუმატებლად სცადა სპარსეთის ყურის ქვეყნების დარწმუნება, რომ ირანზე კოორდინირებულ თავდასხმას შეერთებოდნენ
ჰორმუზის სრუტის კრიზისმა აჩვენა, რომ „შუა დერეფანი“, მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი პრიორიტეტი იქნება - ერდოღანი
დონალდ ტრამპი - კირ სტარმერმა უნდა შეწყვიტოს ქარის ტურბინების მონტაჟი, ისინი ფრინველებს კლავენ და ლანდშაფტს აზიანებენ
ვლადიმერ პუტინი ჩინეთში, სავარაუდოდ, 20 მაისს ჩავა
დონალდ ტრამპი - სი ძინპინი არის ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, ჩვენ ძალიან დავმეგობრდით
დონალდ ტრამპი - ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანია გაგრძელდება
სკოტ ბესენტი - ჰორმუზის სრუტის გახსნა ჩინეთის ინტერესებში შედის, ვფიქრობ, პეკინი ამაზე კულისებს მიღმა იმუშავებს
მარკო რუბიო - უკრაინის შეიარაღებული ძალები ახლა ყველაზე ძლიერი არმიაა ევროპაში, ნაწილობრივ იმ დახმარების გამო, რაც მათ მიიღეს, მაგრამ ასევე იმ საბრძოლო გამოცდილების გამო, რაც შეიძინეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედროებს დაავალა, მოემზადონ რუსეთის არმიის მიერ უკრაინულ ქალაქებზე მასშტაბური თავდასხმების საპასუხო მოქმედებებისთვის
რომის პაპი - არ ვუწოდოთ თავდაცვა ისეთ გადაიარაღებას, რომელიც აძლიერებს დაძაბულობას, ანგრევს დიპლომატიისადმი ნდობას და ამდიდრებს ელიტებს
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა
მსოფლიო განსაკუთრებულია, როდესაც ჩვენ ორნი ერთიანები ვართ და ერთად ვართ -დონალდ ტრამპის სადღეგრძელო აშშ-ჩინეთის ურთიერთობაზე
სი ძინპინი - ჩინური ერის დიდი გაახალგაზრდავება და „გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი“ შეიძლება, ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში იყოს
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - დონალდ ტრამპი და სი ძინპინი შეთანხმდნენ, რომ ჰორმუზის სრუტე ღია უნდა დარჩეს ენერგომატარებლების თავისუფალი ნაკადის მხარდასაჭერად
ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინიამ თანამდებობა დატოვა