ცესკოს საინფორმაციო შეხვედრები ახალგაზრდებთან იმერეთში
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად შეხვედრები ქუთაისსა და ზესტაფონში გაიმართა და მასში მონაწილეობა 100-მდე ახალგაზრდამ მიიღო.
შეხვედრების ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე ახალგაზრდებს საარჩევნო პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე, ასევე ამ პროცესის შესახებ სწორი ინფორმაციის ფლობის აუცილებლობაზე და ზოგადად ამომრჩევლის როლსა და უფლებებზე ესაუბრა. ყურადღება გაამახვილა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებზე და ისაუბრა იმ გამოცდილებასა და გზაზე, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვამდე გაიარა.
ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანი მონაწილეებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე ესაუბრა როგორიცაა დეზინფორმაცია და მისი გავლენა საარჩევნო პროცესზე. მან დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მონაწილეებს იმ აქტივობებზე, რასაც საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების მიზნით ახორციელებს. მათ შორის ყურადღება გაამახვილა ახალ ვებგვერდზე disinfo.cec.gov.ge. ზესტაფონის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კახნიაშვილმა და ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლარინა ლალიაშვილმა ახალგაზრდებს ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური მოწყობის, არჩევნების ორგანიზებისა და ტექნოლოგიების დანერგვის ისტორიის შესახებ მიაწოდეს.
ქუთაისსა და ზესტაფონში საინფორმაციო შეხვედრები 14-15 მაისს გაიმართა. ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდებთან შეხვედრები ცესკოს, ახალგაზრდობის სააგენტოსა და სხვა პარტნიორ უწყებებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა.
მემორანდუმი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით ერთობლივი საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიების განხორციელებას, კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრები ეტაპობრივად სხვადასხვა რეგიონში იმართება.
(R)
მსგავსი სიახლეები
ჯანდაცვის სამინისტრო - დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 500-ზე მეტ ოჯახს - მთელი ქვეყნის მასშტაბით, საცხოვრებელ სახლებს შეუსყიდის
ცესკოს საინფორმაციო შეხვედრები ახალგაზრდებთან იმერეთში
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
საყდარში და ტვიბში მეწყრული პროცესი განვითარდა, ადიდებულმა მდინარემ სოფლებამდე მისაასვლელი საავტომობილო გზა დროებით ჩაკეტა - ლენტეხის მერია
16 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე შტორმი - სინოპტიკოსების გაფრთხილება
რევაზ სოხაძე - უპასუხისმგებლო კომპანიებს ტენდერებში მონაწილეობის უფლება შეეზღუდებათ
17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება- საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
17 მაისს დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
„17 მაისი უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაფუძნებული დღეა, რასაც მთელი ერისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს''-პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე
რამდენ ლარად იყიდით უქმეებზე დოლარს და ევროს
„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ - თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
თამარ ბაგრატიონი - ჩემი მეუღლის საქმეში არასოდეს ვერევი, ვისაც კანონით შეწყალება ეკუთვნის, ყველა შეწყალებული იქნება
საპატრიარქო, პატრიარქის სამადლობელ წერილს ავრცელებს
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის - ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
,,ჰანიველ ცემენტი", კასპის ცემენტის ქარხანა გადადის განვითარების ახალ ეტაპზე''-პრემიერი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ლიბრე" დარღვევბის გამო დააჯარიმა
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
15 მაისს თბილისში წვიმიანი დღე იქნება - ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
ევროვიზია 2026-ის მეორე ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა