,,ტაივანი სუვერენული და დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფოა და არ ექვემდებარება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას''- ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრო
ტაივანი სუვერენული და დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფოა და არ ექვემდებარება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, - ამის შესახებ ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რითაც დონალდ ტრამპის ჩინეთში გაკეთებულ განცხადებას უპასუხეს.
ტაივანის საგარეო უწყება გამოეხმაურა თეთრი სახლის ლიდერის პეკინში ვიზიტის დროს გაკეთებულ იმ განცხადებას, სადაც ჟურნალისტის შეკითხვაზე, დაეხმარებოდა თუ არა აშშ ტაივანს ჩინეთის შემოჭრის შემთხვევაში, ტრამპმა განაცხადა, რომ „არ სურს, ვინმე დამოუკიდებელი გახდეს".
ამასთან, ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-მა კუნძულს იარაღი უნდა მიჰყიდოს, რადგან ეს ტაივანის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია.
„ტაივანისთვის აშშ-ის მიერ იარაღის მიყიდვა არა მხოლოდ ვაშინგტონის უსაფრთხოების ვალდებულებაა, რომელიც ნათლად არის გათვალისწინებული ტაივანის ურთიერთობების შესახებ კანონში, არამედ რეგიონული საფრთხეების წინააღმდეგ ერთობლივი შეკავების ფორმასაც წარმოადგენს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
როგორც „პოლიტიკო" წერს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ ოფიციალურად არ ცნობს თვითმმართველ კუნძულს, პეკინი ვაშინგტონს ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის გამო კვლავ აკრიტიკებს.
მსგავსი სიახლეები
მალდივებზე იტალიელი ტურისტების ცხედრების ძებნისას მყვინთავი დაიღუპა
,,ტაივანი სუვერენული და დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფოა და არ ექვემდებარება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას''- ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრო
,,ჰორმუზის სრუტეში მხოლოდ ირანთან თანაშრომლობისა და გადასახადის გადახდის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი''- ებრაჰიმ აზიზი
ჟურნალისტი და მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პრესმდივანი დარინა ჩიჟი აცხადებს, რომ ანდრეი ერმაკისთვის გირაოს ნაწილის გადახდის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს
თეონა აქუბარდია ოპოზიციაზე: ყველა დიდ ქაქში ვართ
ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემების გადაადგილების ახალი მექანიზმი შეიმუშავა
ტაილანდში მატარებლისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად, რვა ადამიანი დაიღუპა
ვლადიმერ პუტინი 19-20 მაისს ჩინეთს ეწვევა - კრემლი
დონალდ ტრამპი - ამერიკულმა ძალებმა და ნიგერიის არმიამ გაანადგურეს მსოფლიოში ყველაზე აქტიური ტერორისტი, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი მეთაური
სტავროპოლში დრონებით თავდასხმის შემდეგ ქიმიურ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა
ისრაელი და ლიბანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 45 დღით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ
სი ძინპინი შემოდგომაზე ვიზიტით აშშ-ში ჩავა - ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
აბას არაღჩი - ირანი მზად არის როგორც ომისთვის, ისე მოლაპარაკებებისთვის
,,რუსები უკრაინის პრეზიდენტის ოფისსა და რეზიდენციაზე დარტყმას გეგმავენ''- ზელენსკი
POLITICO: პოლონეთისთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა ჰეგსეტის გადაწყვეტილება ქვეყანაში 4 000 ამერიკელი სამხედროს დაგეგმილი განლაგების გაუქმების შესახებ
რთულია გაგება, რა სურს აშშ-ს ჩინეთისგან ირანის კონფლიქტისა და ჰორმუზის სრუტეში არსებულ ვითარებასთან მიმართებით - სერგეი ლავროვი
„ბლუმბერგი“ - არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა წარუმატებლად სცადა სპარსეთის ყურის ქვეყნების დარწმუნება, რომ ირანზე კოორდინირებულ თავდასხმას შეერთებოდნენ
ჰორმუზის სრუტის კრიზისმა აჩვენა, რომ „შუა დერეფანი“, მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი პრიორიტეტი იქნება - ერდოღანი
დონალდ ტრამპი - კირ სტარმერმა უნდა შეწყვიტოს ქარის ტურბინების მონტაჟი, ისინი ფრინველებს კლავენ და ლანდშაფტს აზიანებენ
ვლადიმერ პუტინი ჩინეთში, სავარაუდოდ, 20 მაისს ჩავა