საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა

 

საქართველოს საპატრიარქოს მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წარმომადგენლები ეწვივნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

სტუმრებს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ უმასპინძლა.

საპატრიარქოში იმყოფებოდნენ თიატირიისა და დიდი ბრიტანეთის მთავარეპისკოპოსი ნიკიტა, სელებრიის მიტროპოლიტი მაქსიმე და პროტოსინგელოსი იერონიმე.

დელეგაციის წევრებმა შიო მესამეს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცეს.

როგორც შეხვედრის შემდეგ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) განაცხადა, ამ დღეებში საქართველოში ჩამოსვლით მართლმადიდებელმა ეკლესიებმა თანადგომა გამოიჩინეს.

„დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიომ მიიღო მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები. მოგეხსენებათ, საქართველოსა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებს შორის არის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა. ეს ურთიერთობა გრძელდება. ჩვენ დიდი მადლიერებით ვიხსენებთ მსოფლიო პატრიარქის, უწმინდესის, ბართლომეოსის ჩამობრძანებას ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ეს იყო დიდი თანადგომა და გამხნევება. ამ დღეებშიც მართლმადიდებელმა ეკლესიებმა ასეთივე თანადგომა გამოიჩინეს ჩვენი საპატრიარქოსა და კათოლიკოს-პატრიარქ შიოსთან მიმართებით თავიანთ ჩამობრძანებით და ხვალინდელ დღეს, პირველ საზეიმო საპატრიარქო წირვაზე თანამწირველობით კათოლიკოს-პატრიარქ შიოსთან ერთად", - აღნიშნა მიტროპოლიტმა ანდრიამ.

შეხვედრას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია და  საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

 

 





მსგავსი სიახლეები
სამების საკათედრო ტაძარში ირაკლი კობახიძე, მიხეილ ყაველაშვილი და შალვა პაპუაშვილი მივიდნენ
გამოწვევაა თანამედროვე მსოფლიოში, აქვს თუა რა დღეს თანამედროვე ადამიანს უმთავრეს ღირებულებად დადგენილი ოჯახის არსებობა - მამა ალექსანდრე გალდავა
სამების საკათედრო ტაძარში წირვა დაიწყო - მსახურებას კათოლიკოს-პატრიარქი შიო III აღასრულებს
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დღეს დაგეგმილი მსვლელობის გამო, თბილისში გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა იზღუდება
საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა
მსოფლიო საპატრიარქოს ოფიციალური დელეგაცია საქართველოშია
17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
17 მაისის ამინდის პროგნოზი
ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, ყველას მოვუწოდებ, ყველა ქართველი ერთად დავდგეთ ამ დღეს - მამა შალვა კეკელია
საპატრიარქო: 17 მაისს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღის აღსანიშნავად საყოველთაო შეკრება საქართველოს 10 ქალაქში 10:00 საათზე, მსვლელობა კი 11:00 საათზე დაიწყება
ჯანდაცვის სამინისტრო - დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 500-ზე მეტ ოჯახს - მთელი ქვეყნის მასშტაბით, საცხოვრებელ სახლებს შეუსყიდის
ცესკოს საინფორმაციო შეხვედრები ახალგაზრდებთან იმერეთში
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
საყდარში და ტვიბში მეწყრული პროცესი განვითარდა, ადიდებულმა მდინარემ სოფლებამდე მისაასვლელი საავტომობილო გზა დროებით ჩაკეტა - ლენტეხის მერია
16 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე შტორმი - სინოპტიკოსების გაფრთხილება
რევაზ სოხაძე - უპასუხისმგებლო კომპანიებს ტენდერებში მონაწილეობის უფლება შეეზღუდებათ
17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება- საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
17 მაისს დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება