პატრიარქი შიო III - ვწირავ მადლობას ყოვლადმოწყალე უფალს კათოლიკოს-პატრიარქობის დიდი პატივისთვის - თქვენი ლოცვითი თანადგომა კიდევ უფრო მეტ სულიერ სიმტკიცეს და მხარდაჭერას მმატებს ამ მეტად საპასუხისმგებლო ჟამს
დღეს, თქვენს წინაშე მდგარი, სიმდაბლითა და კრძალვით კიდევ ერთხელ ვწირავ მადლობას ყოვლადმოწყალე უფალს კათოლიკოს პატრიარქობის დიდი პატივისთვის, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესი შიო III-მ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
როგორც კათოლიკოს პატრიარქმა აღნიშნა, „გაცნობიერებული აქვს, ამ მოწოდების სიდიადე და ლოცვითი თანადგომა კიდევ უფრო მეტ სულიერ სიმტკიცეს და მხარდაჭერას მატებს ამ მეტად საპასუხისმგებლო ჟამს".
„ძმური ერთობითა და სიყვარულით შევიკრიბეთ დღეს ჩვენ ყოვლადწმინდა სამების ტაძარში, რათა მშვიდობითა და მადლიერებით ვადიდოთ ყოვლადმოწყალე უფალი. განსაკუთრებული სიყვარულით მივესალმები ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებს. გულითადად გიხდით მადლობას ამ მნიშვნელოვან დღეს ჩამობრძანებისთვის. თქვენი აქ ყოფნა, ლოცვა და თანადგომა არის დასტური ჩვენი ეკლესიების სულიერი ერთობის და ქრისტესმიერი სიყვარულის. გვწამს, რომ სწორედ ამ ერთობით და სისავსით განმტკიცდება ჩვენი რწმენა და ჩვენი ეკლესიების ერთობა.
დღეს, თქვენს წინაშე მდგარი, სიმდაბლითა და კრძალვით კიდევ ერთხელ ვწირავ მადლობას ყოვლადმოწყალე უფალს კათოლიკოს პატრიარქობის დიდი პატივისთვის. რა თქმა უქნა, ერთი მხრივ, გაცნობიერებული მაქვს, ამ მოწოდების სიდიადე და ჯვრის სიმძიმე, მეორე მხრივ კი, ვგრძნობ ჩემს ადამიანურ სიმწირესა და უძლურებას. ამიტომ, თქვენი ლოცვითი თანადგომა კიდევ უფრო მეტ სულიერ სიმტკიცეს და მხარდაჭერას მმატებს ამ მეტად საპასუხისმგებლო ჟამს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ხალხს, ჩვენს სულიერ შვილებს, ჩვენს სამღვდელოებას და ბევრ-მონაზვნებს ლოცვისთვის, თანადგომისა და სიყვარულისთვის ამ დღეებში რომ ასე შეგვეწეოდა და გვამხნევებდა, გვმატებდა ძალასა და სიმტკიცეს",-აღნიშნა კათოლიკოს პატრიარქმა.
მსგავსი სიახლეები
,,დღეს, როდესაც მსოფლიო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფასეულობების დაცვა''- შალვა პაპუაშვილი
შიო მესამე - მადლობა ეკლესიების წარმომადგენლებს უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის მათი ტაძრების კედლებში აღმოჩენილი ნუგეშისა და იმ ტკივილის შემსუბუქებისთვის, რასაც სამშობლოდან შორს ყოფნა ჰქვია
ირაკლი კობახიძე - უფლის მფარველობით და პატრიარქის სულიერი წინამძღოლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ, ქრისტიანობას, მართლმადიდებლობას და ყველა იმ ფასეულობას, რომელიც ქართველი ერის არსსა და შინაარსს ქმნის
პატრიარქი შიო III - ვწირავ მადლობას ყოვლადმოწყალე უფალს კათოლიკოს-პატრიარქობის დიდი პატივისთვის - თქვენი ლოცვითი თანადგომა კიდევ უფრო მეტ სულიერ სიმტკიცეს და მხარდაჭერას მმატებს ამ მეტად საპასუხისმგებლო ჟამს
,, განსაკუთრებით მინდა, ეს დღე მივულოცო ჩვენი ქვეყნის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენ მოქალაქეებს''- კობა კობალაძე
მამუკა მდინარაძე - როდესაც იდენტობაზე, ეროვნულობაზე და ტრადიციებზეა საუბარი, პოზიცია შეუვალია
სამების საკათედრო ტაძარში ირაკლი კობახიძე, მიხეილ ყაველაშვილი და შალვა პაპუაშვილი მივიდნენ
გამოწვევაა თანამედროვე მსოფლიოში, აქვს თუა რა დღეს თანამედროვე ადამიანს უმთავრეს ღირებულებად დადგენილი ოჯახის არსებობა - მამა ალექსანდრე გალდავა
სამების საკათედრო ტაძარში წირვა დაიწყო - მსახურებას კათოლიკოს-პატრიარქი შიო III აღასრულებს
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დღეს დაგეგმილი მსვლელობის გამო, თბილისში გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა იზღუდება
საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა
მსოფლიო საპატრიარქოს ოფიციალური დელეგაცია საქართველოშია
17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
17 მაისის ამინდის პროგნოზი
ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, ყველას მოვუწოდებ, ყველა ქართველი ერთად დავდგეთ ამ დღეს - მამა შალვა კეკელია
საპატრიარქო: 17 მაისს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღის აღსანიშნავად საყოველთაო შეკრება საქართველოს 10 ქალაქში 10:00 საათზე, მსვლელობა კი 11:00 საათზე დაიწყება
ჯანდაცვის სამინისტრო - დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 500-ზე მეტ ოჯახს - მთელი ქვეყნის მასშტაბით, საცხოვრებელ სახლებს შეუსყიდის
ცესკოს საინფორმაციო შეხვედრები ახალგაზრდებთან იმერეთში
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა