ირაკლი კობახიძე - უფლის მფარველობით და პატრიარქის სულიერი წინამძღოლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ, ქრისტიანობას, მართლმადიდებლობას და ყველა იმ ფასეულობას, რომელიც ქართველი ერის არსსა და შინაარსს ქმნის
უფლის მფარველობით და პატრიარქის სულიერი წინამძღოლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ, ქრისტიანობას, მართლმადიდებლობას და ყველა იმ ფასეულობას, რომელიც ქართველი ერის არსსა და შინაარსს ქმნის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წლევანდელი 17 მაისი განსაკუთრებულია იმითაც, რომ დღეს პირველად აღავლინა საზეიმო წირვა უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამოირჩა უფლის ნებით, ილია მეორის ანდერძით და წმინდა სინოდის თანადგომით.
„უფლის მფარველობით და პატრიარქის სულიერი წინამძღოლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ, ქრისტიანობას, მართლმადიდებლობას და ყველა იმ ფასეულობას, რომელიც ქართველი ერის არსსა და შინაარსს ქმნის. ღმერთმა დალოცოს ჩვენი დედა ეკლესია, ღმერთმა ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი, ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო, ღმერთმა დალოცოს ჩვენი ერი და ჩვენი ხალხი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
წელს პირველად აღვნიშნავთ ამ დღეს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარეშე. 17 მაისი ჩვენთვის განსაკუთრებულია იმის გამოც, რომ ეს დღესასწაული ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქის დაწესებულია. ჩვენს ცნობიერებაში ნახევარი საუკუნის მანძილზე ილია მეორეში იყო განსხეულებული ყველა ის ფასეულობა, რომელსაც ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა მოიაზრებს. ჩვენი სულიერი მამის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის გარდაცვალებამ თითოეულ ჩვენგანს განსაკუთრებული სიმძაფრით გაგვააზრებინა ქრისტიანობის, სიყვარულისა და ერთიანობის მნიშვნელობა. მადლობა უწმინდესსა და უნეტარესს უდიდესი ღვაწლისთვის, რომელიც კიდევ დიდხანს გაუნათებს გზას ჩვენს ქვეყანას ქრისტიანული ფასეულობებისა და ტრადიციების დაცვის გზაზე", - განაცხადა პრემიერმა.
მსგავსი სიახლეები
მადლი მოგვცეს უფალმა, რომ ვიღვაწოთ ოჯახური ღირებულებების დაცვისთვის. უარი კი არ უნდა ვთქვათ ამ კანონმდებლობაზე, როგორც ზოგიერთები მოგვიწოდებენ, არამედ პირიქით, უნდა გავაძლიეროთ - შიო მესამე
"ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი სწავლობს მთავარ თვისებას, რომელიც საჭიროა სულის ცხონებისთვის"- კათოლიკოს-პატრიარქი შიო III
შიო III - თუ ოჯახში მძიმე ცოდვა ტრიალებს, როგორიც არის აბორტი, ასეთ საფუძველზე ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს ოჯახი, ასეთი ოჯახი განწირულია და პირიქით, სადაც 2-3 წელიწადში ერთხელ ბავშვი იბადება, იქ არის ბედნიერება
,, ჩვენი დელეგაციის აქ ყოფნა არის თვალსაჩინო ნიშანი იმ საკვრელისა, რომელიც აერთიანებს კონსტანტინოპოლის დედაეკლესიასა და საქართველოს ეკლესიას''- მსოფლიოს საპატრიარქოს წარმომადგენელი
,,დღეს, როდესაც მსოფლიო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფასეულობების დაცვა''- შალვა პაპუაშვილი
შიო მესამე - მადლობა ეკლესიების წარმომადგენლებს უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის მათი ტაძრების კედლებში აღმოჩენილი ნუგეშისა და იმ ტკივილის შემსუბუქებისთვის, რასაც სამშობლოდან შორს ყოფნა ჰქვია
ირაკლი კობახიძე - უფლის მფარველობით და პატრიარქის სულიერი წინამძღოლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ, ქრისტიანობას, მართლმადიდებლობას და ყველა იმ ფასეულობას, რომელიც ქართველი ერის არსსა და შინაარსს ქმნის
პატრიარქი შიო III - ვწირავ მადლობას ყოვლადმოწყალე უფალს კათოლიკოს-პატრიარქობის დიდი პატივისთვის - თქვენი ლოცვითი თანადგომა კიდევ უფრო მეტ სულიერ სიმტკიცეს და მხარდაჭერას მმატებს ამ მეტად საპასუხისმგებლო ჟამს
,, განსაკუთრებით მინდა, ეს დღე მივულოცო ჩვენი ქვეყნის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენ მოქალაქეებს''- კობა კობალაძე
მამუკა მდინარაძე - როდესაც იდენტობაზე, ეროვნულობაზე და ტრადიციებზეა საუბარი, პოზიცია შეუვალია
სამების საკათედრო ტაძარში ირაკლი კობახიძე, მიხეილ ყაველაშვილი და შალვა პაპუაშვილი მივიდნენ
გამოწვევაა თანამედროვე მსოფლიოში, აქვს თუა რა დღეს თანამედროვე ადამიანს უმთავრეს ღირებულებად დადგენილი ოჯახის არსებობა - მამა ალექსანდრე გალდავა
სამების საკათედრო ტაძარში წირვა დაიწყო - მსახურებას კათოლიკოს-პატრიარქი შიო III აღასრულებს
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დღეს დაგეგმილი მსვლელობის გამო, თბილისში გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა იზღუდება
საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა
მსოფლიო საპატრიარქოს ოფიციალური დელეგაცია საქართველოშია
17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
17 მაისის ამინდის პროგნოზი
ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, ყველას მოვუწოდებ, ყველა ქართველი ერთად დავდგეთ ამ დღეს - მამა შალვა კეკელია