შიო მესამე - მადლობა ეკლესიების წარმომადგენლებს უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის მათი ტაძრების კედლებში აღმოჩენილი ნუგეშისა და იმ ტკივილის შემსუბუქებისთვის, რასაც სამშობლოდან შორს ყოფნა ჰქვია
ოჯახზე საუბრისას აუცილებლად უნდა გავიხსენოთ საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ჩვენი სულიერი შვილები და მადლობა გადავუხადოთ ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვისთვის, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სამებაში ქადაგებისას განაცხადა.
კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებისას ემიგრანტებზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა სამების ტაძარში მყოფ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებს ქართველებისთვის მათი ტაძრების კედლებში აღმოჩენილი სულიერი ნუგეშისთვის.
„დღეს თანამედროვე გამოწვევებით სავსე სამყაროში მართლმადიდებელ ეკლესიას უმნიშვნელოვანესი მისია ეკისრება, ის, როგორც ზნეობრივი ფასეულობების ორიენტირი და საფუძველი, ერის გამაერთიანებელი, ხალხში ქრისტიანული ღირებულებების განმამტკიცებელია. აუცილებელია ეკლესიაც და სახელმწიფოც ერთად ზრუნავდეს მომავალი თაობის ღირსეული აღზრდისთვის, ოჯახური სიწმინდისა და სიყვარულის დაცვისთვის. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ოჯახი არა მარტო პირადი სივრცე, არამედ ეროვნული იდენტობის საძირკველია. სწორედ ოჯახის სიმყარე განაპირობებს ძლიერ და ერთიან სახელმწიფოს. ოჯახზე საუბრისას აუცილებლად უნდა გავიხსენოთ საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ჩვენი სულიერი შვილები და მადლობა გადაგიხადოთ ძვირფასო სტუმრებო, ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებო ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვისთვის, უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის თქვენი ტაძრების კედლებში აღმოჩენილი სულიერი ნუგეშისა და იმ დიდი სულიერი ტკივილის შემსუბუქებისთვის, რასაც სამშობლოდან შორს ყოფნა ჰქვია", - განაცხადა შიო მესამემ.
მსგავსი სიახლეები
მადლი მოგვცეს უფალმა, რომ ვიღვაწოთ ოჯახური ღირებულებების დაცვისთვის. უარი კი არ უნდა ვთქვათ ამ კანონმდებლობაზე, როგორც ზოგიერთები მოგვიწოდებენ, არამედ პირიქით, უნდა გავაძლიეროთ - შიო მესამე
"ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი სწავლობს მთავარ თვისებას, რომელიც საჭიროა სულის ცხონებისთვის"- კათოლიკოს-პატრიარქი შიო III
შიო III - თუ ოჯახში მძიმე ცოდვა ტრიალებს, როგორიც არის აბორტი, ასეთ საფუძველზე ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს ოჯახი, ასეთი ოჯახი განწირულია და პირიქით, სადაც 2-3 წელიწადში ერთხელ ბავშვი იბადება, იქ არის ბედნიერება
,, ჩვენი დელეგაციის აქ ყოფნა არის თვალსაჩინო ნიშანი იმ საკვრელისა, რომელიც აერთიანებს კონსტანტინოპოლის დედაეკლესიასა და საქართველოს ეკლესიას''- მსოფლიოს საპატრიარქოს წარმომადგენელი
,,დღეს, როდესაც მსოფლიო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფასეულობების დაცვა''- შალვა პაპუაშვილი
შიო მესამე - მადლობა ეკლესიების წარმომადგენლებს უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის მათი ტაძრების კედლებში აღმოჩენილი ნუგეშისა და იმ ტკივილის შემსუბუქებისთვის, რასაც სამშობლოდან შორს ყოფნა ჰქვია
ირაკლი კობახიძე - უფლის მფარველობით და პატრიარქის სულიერი წინამძღოლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ, ქრისტიანობას, მართლმადიდებლობას და ყველა იმ ფასეულობას, რომელიც ქართველი ერის არსსა და შინაარსს ქმნის
პატრიარქი შიო III - ვწირავ მადლობას ყოვლადმოწყალე უფალს კათოლიკოს-პატრიარქობის დიდი პატივისთვის - თქვენი ლოცვითი თანადგომა კიდევ უფრო მეტ სულიერ სიმტკიცეს და მხარდაჭერას მმატებს ამ მეტად საპასუხისმგებლო ჟამს
,, განსაკუთრებით მინდა, ეს დღე მივულოცო ჩვენი ქვეყნის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენ მოქალაქეებს''- კობა კობალაძე
მამუკა მდინარაძე - როდესაც იდენტობაზე, ეროვნულობაზე და ტრადიციებზეა საუბარი, პოზიცია შეუვალია
სამების საკათედრო ტაძარში ირაკლი კობახიძე, მიხეილ ყაველაშვილი და შალვა პაპუაშვილი მივიდნენ
გამოწვევაა თანამედროვე მსოფლიოში, აქვს თუა რა დღეს თანამედროვე ადამიანს უმთავრეს ღირებულებად დადგენილი ოჯახის არსებობა - მამა ალექსანდრე გალდავა
სამების საკათედრო ტაძარში წირვა დაიწყო - მსახურებას კათოლიკოს-პატრიარქი შიო III აღასრულებს
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დღეს დაგეგმილი მსვლელობის გამო, თბილისში გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა იზღუდება
საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა
მსოფლიო საპატრიარქოს ოფიციალური დელეგაცია საქართველოშია
17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
17 მაისის ამინდის პროგნოზი
ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, ყველას მოვუწოდებ, ყველა ქართველი ერთად დავდგეთ ამ დღეს - მამა შალვა კეკელია