უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით, პანკისის ხეობაში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს
კონტრტერორისტული ცენტრისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გასულ ღამეს პანკისის ხეობის სოფლებში – ომალოში, ბირკიანსა და ჯოყოლოში ჩატარებული მასშტაბური ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, – ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
როგორც სუს-ში აცხადებენ, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები გაერთიანდნენ ტერორისტული ორგანიზაციის, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში და ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მიზნით უცხო ქვეყნიდან იღებდნენ გარკვეულ მითითებებს.
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩვენი ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის მიზნით განაგრძობს ბრძოლას საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ. კონტრტერორისტული ცენტრისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გასულ ღამეს პანკისის ხეობის სოფლებში – ომალოში, ბირკიანსა და ჯოყოლოში ჩატარებული მასშტაბური ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები გაერთიანდნენ ტერორისტული ორგანიზაციის, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში და ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მიზნით უცხო ქვეყნიდან იღებდნენ გარკვეულ მითითებებს. ისინი პანკისის ხეობაში ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი ე.წ. ჯამაათის ჩამოყალიბებას და ტერორისტულ საქმიანობაში სხვა პირების ჩართვას ცდილობდნენ, რისთვისაც სხვადასხვა ლოკაციაზე აწყობდნენ ფარულ, კონსპირაციულ შეხვედრებს და ეწეოდნენ ტერორისტული იდეოლოგიის პროპაგანდას.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინებების საფუძველზე, დაკავებულებისა და მათთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების მიმართ მიმდინარეობდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები და ტარდებოდა შესაბამისი სამართლებრივი, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია რამდენიმე ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერება, საბრძოლო მასალა, მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა და სხვა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, ასევე, ტერორისტული ორგანიზაციის, „ისლამური სახელმწიფოს“ დროშა, მათი სიმბოლიკის ამსახველი ნივთები და პირადი დოკუმენტები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახით 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულ საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით“, – განაცხადეს სუს-ში.
მსგავსი სიახლეები
უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით, პანკისის ხეობაში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს
პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
"საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ესპანეთში ჩატარებული საერთაშორისო სპეცოპერაციის CACHABA-ს ფარგლებში 13 პირი დააკავეს
,,სოციალურ ქსელებში გავრცელდა ყალბი ბმულები'' - საქართველოს ბანკი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ბათუმის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილე კრისტიან ბჟანია დაჭრეს
შალვა პაპუაშვილი - შევხედოთ სახელებსა და სახეებს, დღეს ევროკავშირი არის რასა იუკნევიჩიენე და მისნაირები
პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სახალხო დამცველს შეხვდა
სამართალდამცველებმა "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 44 პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში კორუფციულ ფაქტებზე სამი პირი დააკავეს
გიორგი გვარაკიძე საქართველოში თურქეთის ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა
დააკავეს პირი, რომელიც ფოთის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე მატარებლის ვაგონის ავზიდან, ფარულად ჩამონტაჟებული მილის მეშვეობით, 3 000-მდე ლიტრ საწვავს უკანონოდ დაეუფლა
ქვემო ქართლში პოლიციამ 13 128 აბი „მეთადონი“ ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
იტალიაში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი აცხადებს, რომ მას თავს დაესხნენ
სხდომის დახურვის მიზეზი პროცესის მონაწილეთა პირადი უსაფრთხოება გახდა - პროკურორი ლაშა გამყრელიძე
ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ სამართალდამცველებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
მამუკა მდინარაძე გიორგი უძილაურზე - ერთ ადამიანსაც რომ არ მიეცეს სპეკულირების საშუალება, ვთხოვ უსაფრთხოების სამსახურს და მის ხელმძღვანელს, უახლოეს საათებში გამოაქვეყნოს მოკლე ვიდეო