ირაკლი კობახიძე - NGO-ების დაფინანსების ერთ-ერთი გამოკვეთილი მიზანი იყო სიძულვილის გაღვივება ჩვენი ქვეყნის შიგნით, საზოგადოებაში, სიძულვილის გაღვივება ინსტიტუტების მიმართ, ამას უნდა დავუპირისპიროთ სამართლებრივი მექანიზმები, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ გარედან არავინ მოგვახვიოს თავს სიძულვილი
თქვენ ხედავდით, თუ რა იყო უცხოური ჩარევის, მათ შორის, NGO-ების დაფინანსების ერთ-ერთი გამოკვეთილი მიზანი - ეს იყო სიძულვილის გაღვივება ჩვენი ქვეყნის შიგნით, საზოგადოებაში, სიძულვილის გაღვივება ინსტიტუტების მიმართ, ამას უნდა დავუპირისპიროთ, რა თქმა უნდა, სამართლებრივი მექანიზმები, ეს აუცილებელია იმისათვის, რომ გარედან არავინ მოგვახვიოს თავს სიძულვილი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, საუბარია არამხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტებზე, არამედ ეკლესიასა და სხვა ინსტიტუტებზე.
„ეს იყო მკაფიოდ გამოკვეთილი ხაზი, რომელსაც მიჰყვებოდა უცხოური ჩარევა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის, NGO-ების უცხოური დაფინანსება. პირდაპირ, მიზანმიმართულად აფინანსებდნენ NGO-ების გავლით საქართველოში სიძულვილის ენის დამკვიდრებას, სიძულვილის გაღვივებას. ამას უნდა დავუპირისპიროთ, რა თქმა უნდა, სამართლებრივი მექანიზმები და აბსოლუტურად მისასალმებელია ის ინიციატივა, რომელიც გუშინ გაახმოვანა ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში. ბუნებრივია, ჩვენ დიდ ყურადღებას მივაქცევთ ამ სამმართველოს, შესაბამისი დანაყოფის ეფექტიან მუშაობას. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ გარედან არავინ მოგვახვიოს თავს სიძულვილი. ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი მოვლენა, ყველა ქვეყანაში, სადაც იგივე ძალები ცდილობენ ჩაერიონ ადგილობრივ პროცესებში, ყველგან ვხედავთ სიძულვილის გაღვივების ერთი ხელწერით დანერგილ მცდელობებს, ამას სჭირდება რა თქმა უნდა ძალიან მკვეთრი დაპირისპირება და ზუსტად ამას უკავშირდება ის ინიციატივა, რომელიც გახმოვანდა,"- აღნიშნა პრემიერმა.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია არის საკუთარი უსამართლობის მძევალი, მათ უნდა დაძლიონ ის კომპლექსები, რომელიც შექმნეს საკუთარი უსამართლობის საფუძველზე
პრემიერი - სხვადასხვა მექანიზმი არსებობს იმისათვის, რომ შსს-მ მიიღოს ინფორმაცია სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებით, მთავარია, რომ სისტემურად იმუშაოს შესაბამისმა ქვედანაყოფმა იმისათვის, რომ რეაგირება სამართალდარღვევებზე იყოს მყისიერი და ეფექტური
ირაკლი კობახიძე - NGO-ების დაფინანსების ერთ-ერთი გამოკვეთილი მიზანი იყო სიძულვილის გაღვივება ჩვენი ქვეყნის შიგნით, საზოგადოებაში, სიძულვილის გაღვივება ინსტიტუტების მიმართ, ამას უნდა დავუპირისპიროთ სამართლებრივი მექანიზმები, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ გარედან არავინ მოგვახვიოს თავს სიძულვილი
ირაკლი კობახიძე - რაც ჩვენ ვიხილეთ კოპენჰაგენში, ეს არ იყო ცალკეული სამართალდამცავების გადაცდომა, ექსცესი, ეს იყო დაგეგმილი, ბრუტალური ქმედება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რასაც ვერ ექნება ვერავითარი ახსნა და ვერც გამართლება
ირაკლი კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს
გარემოსდაცვითი მოთხოვნების დარღვევისთვის ახალი ადმინისტრაციული სანქციები წესდება
ჯორჯ ბიბი: ამჟამად ძალიან მცირე საკითხებზე თუ ახერხებენ ევროკავშირში საერთო ენის გამონახვას
ალექსანდრე რაქვიაშვილი ოპოზიციის მიერ გამართულ აქციებზე: არცერთ აქციაზე 100 000 კაცი არ გამოსულა
ალექსანდრე რაქვიაშვილი „ოპოზიციური ალიანსის“ დაანონსებულ აქციაზე: ვერ გავიგე რაზეა აქცია -
პოლიტიკა მაკა ბოჭორიშვილი: ბაქოში გაფორმებული შეთანხმებები ქვეყნის სატრანზიტო როლის გაძლიერებას ემსახურება
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს
მაკა ბოჭორიშვილი - როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი რეგიონის, როგორც შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სწორედ აზერბაიჯანთან ურთიერთობებს
ირაკლი კობახიძე - 26 მაისი უნდა იყოს ყველა ჯანსაღი პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ძალისთვის ეროვნული კონსოლიდაციის დღე, როდესაც ცდილობ, ასეთ დღეს შემოიტანო განხეთქილება საზოგადოებაში, ამას ვერ ექნება ვერავითარი წარმატება
ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა
პრემიერი - ჩვენი ურბანული და საბინაო პოლიტიკის ცენტრში რჩება ჩვენი ხალხის კეთილდღეობა, ვაგრძელებთ ახალი დასახლებების განვითარებას და საცხოვრებელი ფართის გადაცემას დაზარალებული ოჯახებისთვის, როგორც ჩვენი გრძელვადიანი ვალდებულების ნაწილი ღირსეული ცხოვრების პირობებისა და სოციალური ინკლუზიის მიმართ
ზურაბ აბაშიძე: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად შიო მესამის არჩევა იმ გზის და საქმის გაგრძელებაა, რომელიც უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დატოვა
ირაკლი კობახიძე - საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველო წინ მიიწევს ეროვნული სივრცითი დაგეგმარებისა და განვითარების კონცეფციის განხორციელების პროცესში
პრემიერი - ძლიერ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, დაბალანსებული ტერიტორიული განვითარება და თანამედროვე ურბანული დაგეგმარება ჩვენი ეროვნული პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებად იქცა
შალვა პაპუაშვილი ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, ჭაო ლეძის შეხვდა
კახა კალაძე: ნუ გექნებათ იმის მოლოდინი, რომ ევროკავშირის რომელიმე ელჩი გამოვა, დაგმობს ან რაიმე ტიპის განცხადებას გააკეთებს აქციის დაშლაზე