ირაკლი კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია არის საკუთარი უსამართლობის მძევალი, მათ უნდა დაძლიონ ის კომპლექსები, რომელიც შექმნეს საკუთარი უსამართლობის საფუძველზე

ევროპული ბიუროკრატია არის საკუთარი უსამართლობის მძევალი, მათ უნდა დაძლიონ ის კომპლექსები, რომელიც შექმნეს საკუთარი უსამართლობის საფუძველზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, თუ ევროპული ბიუროკრატია დაძლევს საკუთარ კომპლექსებს, მარტივად გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის.

 

 

„მთავარი ურთიერთობებში არის სამართლიანი პრინციპები. თუ სამართლიან პრინციპებს არ ეფუძნება ურთიერთობები, ამ ურთიერთობებს პერსპექტივა არ აქვს. მთავარი პრობლემა რამ შექმნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის - უსამართლობამ, უსამართლო დამოკიდებულებამ ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ. აქაც იყო ორმაგი სტანდარტები, სრულიად უსამართლო შეფასებები, საქართველო არის აბსოლუტური ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის, ყველა თვალსაზრისით, ეს ეხება როგორც დემოკრატიულ პროგრესს, ისე ეკონომიკურ წინსვლას, ინსტიტუტების გამართულ მუშაობას, კორუფციის სიმცირეს. ყველა პარამეტრით საქართველო არის აბსოლუტური ლიდერი, თუმცა, ამ ფონზე, ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა საქართველოში შეეცვალა ხელისუფლება, მას შემდეგ რაც ჩვენ გავძალიანდით და არ ჩავერთეთ ომში, მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას სჭირდებოდა აღსრულება და მათთვის უსამართლობა იყო ამ გადაწყვეტილების აღსრულების ერთადერთი ინსტრუმენტი. ევროკავშირის ელჩმა გადაწყვიტა, პირდაპირ ჩაგვრეოდა ადგილობრივ დემოკრატიულ არჩევნებში, 2024 წელს. ევროკავშირის ელჩი პირდაპირ მოუწოდებდა ქართველ ამომრჩეველს მობილიზებისკენ, ხელისუფლების წინააღმდეგ. პირდაპირ სცენაზე გამოდიოდნენ ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, ამ დონეზე გათამამდნენ საკუთარ უსამართლობაში. ამან რა თქმა უნდა, შექმნა პრობლემები და გააჩინა ბზარი ურთიერთობებში, რაც აბსოლუტურად ლოგიკური იყო. სადაც არის უსამართლობა, იქ ვერ შედგება ჯანსაღი ურთიერთობები. შესაბამისად, ახლა ევროპული ბიუროკრატია არის საკუთარი უსამართლობის მძევალი. ვერ გამოდიან ამ წრიდან.

 

თვითონვე შექმნეს ეს უსამართლობის წრე, თვითონვე ჩაიკეტეს თავი ამ წრეში და აქედან ახლა ვეღარ გამოდიან. მათ უნდა დაძლიონ ის კომპლექსები, რომელიც შექმნეს საკუთარი უსამართლობის საფუძველზე. თუ ევროპული ბიუროკრატია დაძლევს საკუთარ კომპლექსებს, ძალიან მარტივად გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ამ კუთხით, ჩვენი ხელი არის გაწვდილი, დაველოდებით მათი კომპლექსებისგან გათავისუფლებას", - განაცხადა პრემიერმა.

 





მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია არის საკუთარი უსამართლობის მძევალი, მათ უნდა დაძლიონ ის კომპლექსები, რომელიც შექმნეს საკუთარი უსამართლობის საფუძველზე
პრემიერი - სხვადასხვა მექანიზმი არსებობს იმისათვის, რომ შსს-მ მიიღოს ინფორმაცია სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებით, მთავარია, რომ სისტემურად იმუშაოს შესაბამისმა ქვედანაყოფმა იმისათვის, რომ რეაგირება სამართალდარღვევებზე იყოს მყისიერი და ეფექტური
ირაკლი კობახიძე - NGO-ების დაფინანსების ერთ-ერთი გამოკვეთილი მიზანი იყო სიძულვილის გაღვივება ჩვენი ქვეყნის შიგნით, საზოგადოებაში, სიძულვილის გაღვივება ინსტიტუტების მიმართ, ამას უნდა დავუპირისპიროთ სამართლებრივი მექანიზმები, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ გარედან არავინ მოგვახვიოს თავს სიძულვილი
ირაკლი კობახიძე - რაც ჩვენ ვიხილეთ კოპენჰაგენში, ეს არ იყო ცალკეული სამართალდამცავების გადაცდომა, ექსცესი, ეს იყო დაგეგმილი, ბრუტალური ქმედება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რასაც ვერ ექნება ვერავითარი ახსნა და ვერც გამართლება
ირაკლი კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს
გარემოსდაცვითი მოთხოვნების დარღვევისთვის ახალი ადმინისტრაციული სანქციები წესდება
ჯორჯ ბიბი: ამჟამად ძალიან მცირე საკითხებზე თუ ახერხებენ ევროკავშირში საერთო ენის გამონახვას
ალექსანდრე რაქვიაშვილი ოპოზიციის მიერ გამართულ აქციებზე: არცერთ აქციაზე 100 000 კაცი არ გამოსულა
ალექსანდრე რაქვიაშვილი „ოპოზიციური ალიანსის“ დაანონსებულ აქციაზე: ვერ გავიგე რაზეა აქცია -
პოლიტიკა მაკა ბოჭორიშვილი: ბაქოში გაფორმებული შეთანხმებები ქვეყნის სატრანზიტო როლის გაძლიერებას ემსახურება
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს
მაკა ბოჭორიშვილი - როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი რეგიონის, როგორც შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სწორედ აზერბაიჯანთან ურთიერთობებს
ირაკლი კობახიძე - 26 მაისი უნდა იყოს ყველა ჯანსაღი პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ძალისთვის ეროვნული კონსოლიდაციის დღე, როდესაც ცდილობ, ასეთ დღეს შემოიტანო განხეთქილება საზოგადოებაში, ამას ვერ ექნება ვერავითარი წარმატება
ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა
პრემიერი - ჩვენი ურბანული და საბინაო პოლიტიკის ცენტრში რჩება ჩვენი ხალხის კეთილდღეობა, ვაგრძელებთ ახალი დასახლებების განვითარებას და საცხოვრებელი ფართის გადაცემას დაზარალებული ოჯახებისთვის, როგორც ჩვენი გრძელვადიანი ვალდებულების ნაწილი ღირსეული ცხოვრების პირობებისა და სოციალური ინკლუზიის მიმართ
ზურაბ აბაშიძე: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად შიო მესამის არჩევა იმ გზის და საქმის გაგრძელებაა, რომელიც უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დატოვა
ირაკლი კობახიძე - საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველო წინ მიიწევს ეროვნული სივრცითი დაგეგმარებისა და განვითარების კონცეფციის განხორციელების პროცესში
პრემიერი - ძლიერ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, დაბალანსებული ტერიტორიული განვითარება და თანამედროვე ურბანული დაგეგმარება ჩვენი ეროვნული პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებად იქცა
შალვა პაპუაშვილი ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, ჭაო ლეძის შეხვდა
კახა კალაძე: ნუ გექნებათ იმის მოლოდინი, რომ ევროკავშირის რომელიმე ელჩი გამოვა, დაგმობს ან რაიმე ტიპის განცხადებას გააკეთებს აქციის დაშლაზე