ირაკლი კობახიძე - საუბარია ყოველწლიურად 50 მილიონამდე თანხაზე, უნდა დაისვას კითხვა, თანხა შეიძლება დაიხარჯოს რაციონალურად და სათანადო შედეგი მოიტანოს თუ შეიძლება უბრალოდ გავამდიდროთ ფარმაცევტული მაფია?

 

ჩვენთვის ყველაზე მარტივი იქნებოდა, რომ აგვეღო 50 მილიონი და დაგვეხარჯა, ეს იქნებოდა მარტივი და პოლიტიკურად ყველაზე მომგებიანი გამოსავალი ჩვენთვის, მაგრამ მეორე მხარეს დგას პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, აქ უნდა დაისვას მარტივი შეკითხვა ეს თანხა შეიძლება დაიხარჯოს რაციონალურად და მოიტანოს სათანადო შედეგი, თუ ამ თანხით შეიძლება გამდიდრდეს ფარმაცევტული მაფია.


„ჩვენ მზად ვართ, ვისაუბროთ ყველასთან, მათ შორის, ბუნებრივია, მზად ვართ ვისაუბროთ პატრიარქთან, ყველა თემასთან და კონკრეტულად, ამ თემასთან დაკავშირებით, ჩვენ დღეს გვაქვს კონკრეტული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ ვინმე სხვა რამეში დაგვარწმუნებს, ბუნებრივია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენთვის საგულისხმოა ნებისმიერი პოზიცია, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ეკლესიას, პატრიარქს, ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით, მათ შორის, მზად ვართ, კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ ამ კონკრეტულ თემაზე. ის თანხა, რომელზეც არის საუბარი, იქნება ეს 50 თუ 60 მილიონი, ეს არ არის ის თანხა, რომელსაც ჩვენ საკუთარი პერსონალური ჯიბიდან ვიღებთ და გავცემთ. ეს არის ხალხის ფული, გადასახადის გადამხდელთა თანხების ერთობლიობა, აქედან გამომდინარე, ერთადერთი, რამაც ჩვენ შეიძლება შეგვაკავოს, როდესაც საუბარია თანხების პრაგმატულ ხარჯვაზე, ეს არის პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის და გადასახადის გადამხდელების მიმართ. ჩვენთვის ყველაზე მარტივი იქნებოდა, რომ აგვეღო ეს 50 მილიონი და დაგვეხარჯა. ეს იქნებოდა მარტივი და პოლიტიკურად ყველაზე მომგებიანი გამოსავალი ჩვენთვის, მაგრამ მეორე მხარეს დგას პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ იმაზე, რომ მთავრობამ რაციონალურად უნდა დახარჯოს ის თანხები, რომელიც მობილიზებულია ბიუჯეტში ხალხის შენატანების საფუძველზე. ეს ხალხის ფულია, ჩვენ ჯიბიდან არც მე და არც მთავრობის წევრები პერსონალურ ფულს არსად არ ვიხდით. ეს არის ხალხის შენატანების საფუძველზე შეგროვებული ფული. საუბარია საკმაოდ დიდ თანხაზე. დაახლოებით 50 მილიონზე, რომელიც ყოველწლიურად უნდა გაიხარჯოს. აქ უნდა დაისვას მარტივი შეკითხვა - ეს თანხა შეიძლება დაიხარჯოს რაციონალურად და ამ თანხის დახარჯვამ მოიტანოს სათანადო შედეგი, თუ ამ თანხით შეიძლება ჩვენ გავამდიდროთ ფარმაცევტული მაფია. ამ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, სად არის აქ ჭეშმარიტება. ანუ, შესაძლებელია თუ არა ამ დიდი თანხით ხელშესახები შედეგის მიღწევა. თუ ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ამ საკმაოდ დიდი თანხით შესაძლებელია ხელშესახები შედეგის მიღწევა, ამ შემთხვევაში რაზეა საუბარი, მაგრამ თუ ჩვენ გვექნება იმის განცდა, რომ ეს თანხა შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ და მხოლოდ ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებას, ამ შემთხვევაში გაგვიჭირდება გადაწყვეტილების მიღება", - განაცხადა პრემიერმა.

 





მსგავსი სიახლეები
აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ თერთმეტი ადამიანის ნეშტი ოჯახებს გადაეცა
ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა
პატრიარქი შიო მესამე დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებს ხვდება
ირაკლი კობახიძე - საუბარია ყოველწლიურად 50 მილიონამდე თანხაზე, უნდა დაისვას კითხვა, თანხა შეიძლება დაიხარჯოს რაციონალურად და სათანადო შედეგი მოიტანოს თუ შეიძლება უბრალოდ გავამდიდროთ ფარმაცევტული მაფია?
ფერმაში ცოფის შემთხვევის დადასტურების გამო, გურჯაანის მუნიციპალიტეტში კარანტინი გამოცხადდა
19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
19 მაისის ამინდის პროგნოზი
საქართველოს პრეზიდენტი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებულთა პანაშვიდზე იმყოფებოდა
მიხეილ ყაველაშვილმა მისი უწმინდესობის აღსაყდრებასთან დაკავშირებით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა
მერაბ შარიქაძე: ჯაშუშობას და მათთან თანამშრომლობას თუ დავთანხმდებოდი, ბრალდება მომეხსნებოდა
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს
მამუკა მდინარაძე - უფრო სენსიტიური თემა, ვიდრე დიუშენის თემაა, ჩვენს ქვეყანაში დღეს არ არსებობს, ნებისმიერი მშობელი გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ერთი დღეც კი თავის შვილს პოზიტიური მიმართულებით რაღაც საკითხი გადაუწყვიტოს და ამით პიარის კეთება ძალიან ცუდი რამეა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო
18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
18 მაისის ამინდის პროგნოზი
ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად, მასშტაბურმა საზეიმო მსვლელობებმა ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონი მოიცვა
მეუფე ანტონი - როგორც კი შედგება პირველი სინოდი, ყველა საკითხს დავაყენებთ - ბავშვების წამლის საკითხები, შეწყალებები, პატიმრობები - ყველანი მობილიზებულები ვართ, რომ ეს საკითხები განვიხილოთ
მადლი მოგვცეს უფალმა, რომ ვიღვაწოთ ოჯახური ღირებულებების დაცვისთვის. უარი კი არ უნდა ვთქვათ ამ კანონმდებლობაზე, როგორც ზოგიერთები მოგვიწოდებენ, არამედ პირიქით, უნდა გავაძლიეროთ - შიო მესამე
"ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი სწავლობს მთავარ თვისებას, რომელიც საჭიროა სულის ცხონებისთვის"- კათოლიკოს-პატრიარქი შიო III
შიო III - თუ ოჯახში მძიმე ცოდვა ტრიალებს, როგორიც არის აბორტი, ასეთ საფუძველზე ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს ოჯახი, ასეთი ოჯახი განწირულია და პირიქით, სადაც 2-3 წელიწადში ერთხელ ბავშვი იბადება, იქ არის ბედნიერება