ზუგდიდში საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის ბიუსტი გაიხსნა
მიმდინარე წლის 18 მაისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, სამსახურის კოორდინატორი, ვლადიმერ იმნაძე, რეგიონალური მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, აფხაზეთის ა/რ და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოების წარმომადგენლები, ზუგდიდში, საქართველოს ეროვნული გმირის, ზურაბ იარაჯულის ბიუსტის გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ.
ზურაბ იარაჯულის ბიუსტი, ეროვნული გმირების პარკში, აფხაზეთის მეომართა კავშირის ინიციატივითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ეროვნული გმირების_ მერაბ კოსტავას, გენო ადამიას, ჟიული შარტავას, მამია ალასანიასა და გურამ გაბესკირიას ბიუსტების გვერდით დაიდგა.
ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ჯინჭარაძე მთავრობის წევრებთან ერთად, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე, ანზორ მარგიანი, ვეტერანები და ზურაბ იარაჯულის ოჯახის წევრები.
სიტყვით გამომსვლელთა შორის იყო ჯანდრი უბირია, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაცემული გმირებისთვის ღირსეული პატივის მიგებისა და მათი ღვაწლის აღიარების მნიშვნელობას მომავალი თაობების წინაშე; მან მადლობა გადაუხადა ხელისუფლებისა და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლებს გმირების სახელების უკვდავყოფისთვის გაწეული ძალისხმევისთვის და ახლო მომავალში, ჩვენს ქვეყანას, გამთლიანება უსურვა.
ინფორმაციისთვის, ზურაბ იარაჯული 1972 წლის 12 მარტს, თბილისში დაიბადა. მერვე კლასში სწავლისას აეროკლუბში გაწევრიანდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, 1988 წელს, სწავლა რუსეთში, კაჩას უმაღლეს სამხედრო-საფრენოსნო სასწავლებელში გააგრძელა.
აფხაზეთის ომის დაწყების შემდეგ, 1992 წელს, ზურაბ იარაჯული საქართველოში დაბრუნდა და გადამზადება სუ-25 მოიერიშე თვითმფინავზე გაიარა. იმავე წელს, ავიაციის ლეიტენანტის წოდება მიენიჭა. საომარი მოქმედებების დროს, ქვეყნის ერთიანობის დასაცავად, ზურაბ იარაჯულმა ოცზე მეტი საბრძოლო გაფრენა განახორციელა და მოწინააღმდეგის პოზიციებზე არაერთი წარმატებული იერიში მიიტანა.
ზურაბ იარაჯული, 1993 წლის 13 ივლისს, კოპიტნარის აეროდრომიდან სოფელ შრომის მიმართულებით გაფრინდა. ქართველმა მფრინავებმა, სოფელ შრომასთან, მთლიანად გაანადგურეს მტრის სამხედრო კოლონა. აეროდრომზე დაბრუნებულ ზურაბ იარაჯულს კვლავ მოუხდა საბრძოლო დავალების შესასრულებლად სოფელ შრომისკენ მიბრუნება, სადაც ქართულმა მოიერიშეებმა მტერზე მორიგი წარმატებული შეტევა განახორციელეს, თუმცა, მოწინააღმდეგემ ზურაბ იარაჯულის თვითმფრინავის ჩამოგდება შეძლო.
ქართველი პილოტი მოწინააღმდეგის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პარაშუტით დაეშვა და სამი დღე-ღამის განმავლობაში, ფრონტის ხაზის გადაკვეთას და სამშვიდობოზე გასვლას ცდილობდა. მტერს ეჭვი ჰქონდა, რომ პილოტი ცოცხალი გადარჩა და მას გამალებული ეძებდა. საბოლოოდ, გუმისთის ტყეში, მოწინააღმდეგემ ზურაბ იარაჯული ალყაში მოაქცია. მას დანებება შესთავაზეს და დაპირდნენ, რომ მოგვიანებით, ტყვეებში გაცვლიდნენ. უფროსი ლეიტენანტი იარაჯული მტერს ცოცხალი არ დანებდა - მდევართაგან ორი მოკლა და ერთი დაჭრა.
„მე მტერს ტყვედ არასდროს ჩავბარდები...სანამ მომკლავენ, რამდენიმეს ხომ მაინც გავიყოლებ''... ამბობდა ზურაბ იარაჯული და თავისი სიტყვა კიდეც შეასრულა!
ზურაბ იარაჯულს, რომელმაც ტყვეობას გმირული სიკვდილი არჩია, 2013 წლის 19 სექტემბერს, საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. იგი, ასევე, დაჯილდოებულია ( სიკვდილის შემდეგ), ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. დაკრძალულია თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ იარაჯულების სასაფლაოზე.
დიდება გმირებს!
მსგავსი სიახლეები
ზუგდიდში საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის ბიუსტი გაიხსნა
აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ თერთმეტი ადამიანის ნეშტი ოჯახებს გადაეცა
ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა
პატრიარქი შიო მესამე დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებს ხვდება
ირაკლი კობახიძე - საუბარია ყოველწლიურად 50 მილიონამდე თანხაზე, უნდა დაისვას კითხვა, თანხა შეიძლება დაიხარჯოს რაციონალურად და სათანადო შედეგი მოიტანოს თუ შეიძლება უბრალოდ გავამდიდროთ ფარმაცევტული მაფია?
ფერმაში ცოფის შემთხვევის დადასტურების გამო, გურჯაანის მუნიციპალიტეტში კარანტინი გამოცხადდა
19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
19 მაისის ამინდის პროგნოზი
საქართველოს პრეზიდენტი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებულთა პანაშვიდზე იმყოფებოდა
მიხეილ ყაველაშვილმა მისი უწმინდესობის აღსაყდრებასთან დაკავშირებით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა
მერაბ შარიქაძე: ჯაშუშობას და მათთან თანამშრომლობას თუ დავთანხმდებოდი, ბრალდება მომეხსნებოდა
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს
მამუკა მდინარაძე - უფრო სენსიტიური თემა, ვიდრე დიუშენის თემაა, ჩვენს ქვეყანაში დღეს არ არსებობს, ნებისმიერი მშობელი გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ერთი დღეც კი თავის შვილს პოზიტიური მიმართულებით რაღაც საკითხი გადაუწყვიტოს და ამით პიარის კეთება ძალიან ცუდი რამეა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო
18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
18 მაისის ამინდის პროგნოზი
ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად, მასშტაბურმა საზეიმო მსვლელობებმა ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონი მოიცვა
მეუფე ანტონი - როგორც კი შედგება პირველი სინოდი, ყველა საკითხს დავაყენებთ - ბავშვების წამლის საკითხები, შეწყალებები, პატიმრობები - ყველანი მობილიზებულები ვართ, რომ ეს საკითხები განვიხილოთ
მადლი მოგვცეს უფალმა, რომ ვიღვაწოთ ოჯახური ღირებულებების დაცვისთვის. უარი კი არ უნდა ვთქვათ ამ კანონმდებლობაზე, როგორც ზოგიერთები მოგვიწოდებენ, არამედ პირიქით, უნდა გავაძლიეროთ - შიო მესამე
"ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი სწავლობს მთავარ თვისებას, რომელიც საჭიროა სულის ცხონებისთვის"- კათოლიკოს-პატრიარქი შიო III