შეხვედრა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებთან - საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
პატრიარქი შიო III დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდა. დღევანდელი შეხვედრის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს.
„დღეს, 2026 წლის 19 მაისს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი ვეფხვია ოდიშარია და სხვ.
უწმინდესმა და უნეტარესმა მოისმინა მშობლების მიერ გაზიარებული ის პრობლემები, რომელთა წინაშეც დგანან დიუშენის დაავადების მქონე ბავშვები და მათი ოჯახები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საკითხი საქართველოში ნაკლებად არის შესწავლილი და საჭიროებს როგორც სამედიცინო, ისე სოციალურ და ინსტიტუციურ დონეზე მეტ ყურადღებასა და კოორდინირებულ მუშაობას.
ამ მიზნით გადაწყდა, რომ პირველ ეტაპზე გაიმართება სამუშაო ფორმატის შეხვედრები სპეციალისტების მონაწილეობით. მუშაობაში ჩაერთვებიან საქართველოს საპატრიარქო, საპატრიარქოს საუნივერსიტეტო კლინიკა, შესაბამისი სფეროს ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები. ასევე აღინიშნა, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ეფექტიან კომუნიკაციასა და თანამშრომლობას. მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლასა და იმ შესაძლო გზების მოძიებას, რომლებიც მომავალში ხელს შეუწყობს მათ მხარდაჭერასა და საჭიროებების უზრუნველყოფას", - ნათქვამია განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი კომისიის სხდომა გაიმართა
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
შეხვედრა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებთან - საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
,,პატრიარქმა მოისმინა ჩვენი პოზიცია და დახმარებას დაგვპირდა''- დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობელი
26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისის გარკვეულ არეალებში საგზაო მოძრაობა შეიზღუდება
ზუგდიდში საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის ბიუსტი გაიხსნა
აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ თერთმეტი ადამიანის ნეშტი ოჯახებს გადაეცა
ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა
პატრიარქი შიო მესამე დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებს ხვდება
ირაკლი კობახიძე - საუბარია ყოველწლიურად 50 მილიონამდე თანხაზე, უნდა დაისვას კითხვა, თანხა შეიძლება დაიხარჯოს რაციონალურად და სათანადო შედეგი მოიტანოს თუ შეიძლება უბრალოდ გავამდიდროთ ფარმაცევტული მაფია?
ფერმაში ცოფის შემთხვევის დადასტურების გამო, გურჯაანის მუნიციპალიტეტში კარანტინი გამოცხადდა
19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
19 მაისის ამინდის პროგნოზი
საქართველოს პრეზიდენტი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებულთა პანაშვიდზე იმყოფებოდა
მიხეილ ყაველაშვილმა მისი უწმინდესობის აღსაყდრებასთან დაკავშირებით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა
მერაბ შარიქაძე: ჯაშუშობას და მათთან თანამშრომლობას თუ დავთანხმდებოდი, ბრალდება მომეხსნებოდა
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს
მამუკა მდინარაძე - უფრო სენსიტიური თემა, ვიდრე დიუშენის თემაა, ჩვენს ქვეყანაში დღეს არ არსებობს, ნებისმიერი მშობელი გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ერთი დღეც კი თავის შვილს პოზიტიური მიმართულებით რაღაც საკითხი გადაუწყვიტოს და ამით პიარის კეთება ძალიან ცუდი რამეა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო
18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი