ევროპაში ნატოს მოკავშირეთა ძალების უმაღლესი მთავარსარდალი: აშშ ევროპიდან 5 000 ჯარისკაცს გაიყვანს

 

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ ევროპიდან 5 000 სამხედროს გაიყვანს. ამის შესახებ ევროპაში ნატოს მოკავშირეთა ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, გენერალმა ალექსუს გრინკევიჩმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გენერლის განმარტებით, აღნიშნული სამხედროების დიდი ნაწილი „ჯავშანტექნიკის ბრიგადის საბრძოლო ჯგუფის" წევრები არიან, რომლებიც აშშ-ში ბრუნდებიან. გარდა ამისა, ვაშინგტონმა უკვე გააუქმა საარტილერიო ბატალიონის მანამდე დაგეგმილი როტაცია ევროპაში.

„პრეზიდენტ ტრამპის განცხადების შესაბამისად, ევროპას საერთო ჯამში 5 000 სამხედრო დატოვებს. დამატებით იგეგმება კიდევ რამდენიმე ასეული ჯარისკაცის გადაადგილება, რაზეც დეტალური დაგეგმვა ამჟამადაც მიმდინარეობს", - აღნიშნა გრინკევიჩმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა გავლენას მოახდენს ამერიკული კონტინგენტის შემცირება რეგიონის უსაფრთხოებაზე, გენერალმა ხაზი გაუსვა, რომ 2022 წლის შემდეგ, როდესაც აღნიშნული ბრიგადა ევროპაში ჩამოვიდა, ალიანსში ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა და მოკავშირეებმა საკუთარი თავდაცვისუნარიანობა გააძლიერეს.

„2022 წლის შემდეგ ალიანსში ბევრი რამ შეიცვალა. უპირველეს ყოვლისა, ბალტიისპირელმა მოკავშირეებმა, პოლონელებმა და ბევრმა სხვა ქვეყანამ მნიშვნელოვნად გაზარდეს და გააძლიერეს საკუთარი სახმელეთო საბრძოლო სიმძლავრეები", - განაცხადა ნატოს უმაღლესმა სარდალმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა
რუმინეთის სენატის იურიდიულმა კომისიამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს დაფინანსების წყაროების გამჟღავნებას ავალდებულებს
Bloomberg: რუსული რუბლი მიმდინარე კვარტალში დოლართან მიმართებით მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ვალუტა გახდა
,,ევროპა ჯერ კიდევ შორს არის თავისი დიდი ხნის მიზნის მიღწევისგან, გახდეს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კონტინენტი''- ანგელა მერკელი
ევროპაში ნატოს მოკავშირეთა ძალების უმაღლესი მთავარსარდალი: აშშ ევროპიდან 5 000 ჯარისკაცს გაიყვანს
EURACTIV: ბრიუსელმა აშშ-ის გადაწყვეტილება რუსულ ნავთობზე სანქციების გამონაკლისის რეჟიმის გახანგრძლივების შესახებ გააკრიტიკა
„ევროპული დამსახურების ორდენის“ გადაცემის ცერემონიალზე ჟურნალისტმა მაია სანდუს სიტყვა შეაწყვეტინა და დიქტატორი უწოდა
კირ სტარმერი - წასვლას არ ვაპირებ, მკაფიოდ ვგრძნობ, რომ ვალდებული ვარ, ვემსახურო ხალხს, ვინც ამირჩია
თურქეთში შეიარაღებულმა პირმა ერთ-ერთ რესტორანში და მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა, დაიღუპა ოთხი ადამიანი, რვა კი დაშავდა
დონალდ ტრამპი ირანის საკითხის გაშუქების გამო ამერიკულ მედიასაშუალებებს აკრიტიკებს
გრენლანდია არ იყიდება - იენს-ფრედერიკ ნილსენი
სერგეი ლავროვი - შეერთებული შტატები უკვე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს აწესებს რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს
ირანული მედია - ახალ წინადადებაში აშშ დაეთანხმა ირანულ ნავთობზე სანქციების მოხსნას მოლაპარაკებების განმავლობაში
ლიეტუვის სეიმი დეზინფორმაციის გავრცელებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს განიხილავს
„აქსიოსი“ საიდუმლო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ კუბიდან დრონებით თავდასხმის საფრთხეს ელოდება
„აქსიოსი“ საიდუმლო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ კუბიდან დრონებით თავდასხმის საფრთხეს ელოდება
აბუ დაბიში ბირთვულ ელექტროსადგურთან დრონით თავდასხმა განხორციელდა
მარია ზახაროვა - ევროვიზიის სიმღერების ჰანგებზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა კიევის რეჟიმმა კიდევ ერთი მასობრივი ტერორისტული თავდასხმა განახორციელა
ჯანმომ კონგოსა და უგანდაში ებოლას ცხელების აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა
მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტის ადმინისტრაციის ცნობით, აეროპორტის ტერიტორიაზე დრონის ნამსხვრევები ჩამოვარდა