რუმინეთის სენატის იურიდიულმა კომისიამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს დაფინანსების წყაროების გამჟღავნებას ავალდებულებს

 

რუმინეთის სენატის იურიდიულმა კომისიამ დადებითი დასკვნა გასცა Alliance for the Union of Romanians (AUR)-ის მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც, ასოციაციებსა და ფონდებს ევალებათ გამოაქვეყნონ ყველა იმ ფიზიკური და იურიდიული პირის ვინაობა, რომლებიც მათი დონორები არიან. RFI România-ს ცნობით, კანონპროექტს მხარი 76-მა კანონმდებელმა  დაუჭირა, ხოლო, წინააღმდეგი 32 მათგანი იყო. ამის შემდეგ, კანონპროექტი განსახილველად გადაეცემა დეპუტატთა პალატას, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა.

კანონპროექტის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციები ვალდებულები არიან რუმინეთის საგადასახადო ადმინისტრაციას (ANAF) ყოველწლიურად წარუდგინონ დეკლარაციები „წინა წლის ყველა შემოსავლისა და დაფინანსების წყაროს შესახებ, მათი წარმომავლობის მიუხედავად, მათ შორის, ყველა ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებით - 5 000 ლეიზე მეტი რაიოდენობის თანხის შემთხვევაში".

ამ დეკლარაციების წარუდგენლობა გამოიწვევს ორგანიზაციის საქმიანობის ავტომატურ შეჩერებას, ხოლო თუ შეუსაბამობა ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდება, ეს ავტომატურად გამოიწვევს ასოციაციის ან ფონდის საქმიანობის გაუქმებას.

"პლენარულ სხდომაზე AUR-ის, SOS-ისა და PACE პარტიების წარმომადგენლებმა, სენატორებს მოუწოდეს, პროექტისთვის ხმა მიეცათ, არგუმენტად კი გამჭვირვალობის პრინციპი მოიყვანეს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასაც უნდა ახასიათებდეს. ამ ჯგუფების წარმომადგენელმა ევროპული ანგარიშიც კი მოიყვანა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში გამჭვირვალობას მოითხოვს, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, რომელ დოკუმენტს გულისხმობს," - წერს რუმინული გამოცემა G4Media.

ადგილობრივი მედიის ცნობითვე, 400-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია აპროტესტებს კანონპროექტს, რომელიც ასოციაციებს დონორების ვინაობის საჯაროდ გამჟღავნებას ავალდებულებს და ამტკიცებს, რომ ეს ზომა ზღუდავს თავისუფალი გაერთიანების უფლებას. არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ სახელმწიფოს უკვე აქვს წვდომა ფინანსურ ინფორმაციაზე და რომ გამოქვეყნების ვალდებულება ორგანიზაციებს საზოგადოების ეჭვის ობიექტებად აქცევს.

 

 





მსგავსი სიახლეები
ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა
რუმინეთის სენატის იურიდიულმა კომისიამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს დაფინანსების წყაროების გამჟღავნებას ავალდებულებს
Bloomberg: რუსული რუბლი მიმდინარე კვარტალში დოლართან მიმართებით მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ვალუტა გახდა
,,ევროპა ჯერ კიდევ შორს არის თავისი დიდი ხნის მიზნის მიღწევისგან, გახდეს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კონტინენტი''- ანგელა მერკელი
ევროპაში ნატოს მოკავშირეთა ძალების უმაღლესი მთავარსარდალი: აშშ ევროპიდან 5 000 ჯარისკაცს გაიყვანს
EURACTIV: ბრიუსელმა აშშ-ის გადაწყვეტილება რუსულ ნავთობზე სანქციების გამონაკლისის რეჟიმის გახანგრძლივების შესახებ გააკრიტიკა
„ევროპული დამსახურების ორდენის“ გადაცემის ცერემონიალზე ჟურნალისტმა მაია სანდუს სიტყვა შეაწყვეტინა და დიქტატორი უწოდა
კირ სტარმერი - წასვლას არ ვაპირებ, მკაფიოდ ვგრძნობ, რომ ვალდებული ვარ, ვემსახურო ხალხს, ვინც ამირჩია
თურქეთში შეიარაღებულმა პირმა ერთ-ერთ რესტორანში და მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა, დაიღუპა ოთხი ადამიანი, რვა კი დაშავდა
დონალდ ტრამპი ირანის საკითხის გაშუქების გამო ამერიკულ მედიასაშუალებებს აკრიტიკებს
გრენლანდია არ იყიდება - იენს-ფრედერიკ ნილსენი
სერგეი ლავროვი - შეერთებული შტატები უკვე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს აწესებს რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს
ირანული მედია - ახალ წინადადებაში აშშ დაეთანხმა ირანულ ნავთობზე სანქციების მოხსნას მოლაპარაკებების განმავლობაში
ლიეტუვის სეიმი დეზინფორმაციის გავრცელებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს განიხილავს
„აქსიოსი“ საიდუმლო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ კუბიდან დრონებით თავდასხმის საფრთხეს ელოდება
„აქსიოსი“ საიდუმლო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ კუბიდან დრონებით თავდასხმის საფრთხეს ელოდება
აბუ დაბიში ბირთვულ ელექტროსადგურთან დრონით თავდასხმა განხორციელდა
მარია ზახაროვა - ევროვიზიის სიმღერების ჰანგებზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა კიევის რეჟიმმა კიდევ ერთი მასობრივი ტერორისტული თავდასხმა განახორციელა
ჯანმომ კონგოსა და უგანდაში ებოლას ცხელების აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა
მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტის ადმინისტრაციის ცნობით, აეროპორტის ტერიტორიაზე დრონის ნამსხვრევები ჩამოვარდა