ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პეკინში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა.
რუსეთის პრეზიდენტს აეროპორტში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი დახვდა.
რუსეთის ლიდერის ჩინეთში ვიზიტი 19-20 მაისს შედგება. პუტინი ჩინეთში სი ძინპინის მიწვევით იმყოფება.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორი პრეზიდენტი დისკუსიას გამართავს ორმხრივ ურთიერთობებზე, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობაზე, ასევე, ორმხრივი ინტერესის საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ორივე მხარე შეეცდება, გამოიყენებს ეს შესაძლებლობა ურთიერთობების გასაძლიერებლად, რათა მსოფლიოში მეტი სტაბილურობა დამყარდეს. ამასთან, როგორც ცნობილია, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პუტინი ჩინეთის პრემიერ-მინისტრს, ლი ციანსაც შეხვდება და მასთან სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებს განიხილავს.
„როიტერის" ინფორმაციით, ეს პუტინის რიგით 25-ე ვიზიტია ჩინეთში. მათივე ცნობით, წელს ჩინეთ-რუსეთის სტრატეგიული კოორდინაციის პარტნიორობის დამყარების 30 წლისთავი და ჩინეთ-რუსეთის კეთილმეზობლობისა და მეგობრული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის 25 წლისთავი აღინიშნება.
ამასთან, რუსული მედიის ცნობით, მხარეები ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების შესახებ დაახლოებით, 40 დოკუმენტს მოაწერენ ხელს.
მსგავსი სიახლეები
ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა
რუმინეთის სენატის იურიდიულმა კომისიამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს დაფინანსების წყაროების გამჟღავნებას ავალდებულებს
Bloomberg: რუსული რუბლი მიმდინარე კვარტალში დოლართან მიმართებით მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ვალუტა გახდა
,,ევროპა ჯერ კიდევ შორს არის თავისი დიდი ხნის მიზნის მიღწევისგან, გახდეს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კონტინენტი''- ანგელა მერკელი
ევროპაში ნატოს მოკავშირეთა ძალების უმაღლესი მთავარსარდალი: აშშ ევროპიდან 5 000 ჯარისკაცს გაიყვანს
EURACTIV: ბრიუსელმა აშშ-ის გადაწყვეტილება რუსულ ნავთობზე სანქციების გამონაკლისის რეჟიმის გახანგრძლივების შესახებ გააკრიტიკა
„ევროპული დამსახურების ორდენის“ გადაცემის ცერემონიალზე ჟურნალისტმა მაია სანდუს სიტყვა შეაწყვეტინა და დიქტატორი უწოდა
კირ სტარმერი - წასვლას არ ვაპირებ, მკაფიოდ ვგრძნობ, რომ ვალდებული ვარ, ვემსახურო ხალხს, ვინც ამირჩია
თურქეთში შეიარაღებულმა პირმა ერთ-ერთ რესტორანში და მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა, დაიღუპა ოთხი ადამიანი, რვა კი დაშავდა
დონალდ ტრამპი ირანის საკითხის გაშუქების გამო ამერიკულ მედიასაშუალებებს აკრიტიკებს
გრენლანდია არ იყიდება - იენს-ფრედერიკ ნილსენი
სერგეი ლავროვი - შეერთებული შტატები უკვე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს აწესებს რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს
ირანული მედია - ახალ წინადადებაში აშშ დაეთანხმა ირანულ ნავთობზე სანქციების მოხსნას მოლაპარაკებების განმავლობაში
ლიეტუვის სეიმი დეზინფორმაციის გავრცელებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს განიხილავს
„აქსიოსი“ საიდუმლო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ კუბიდან დრონებით თავდასხმის საფრთხეს ელოდება
„აქსიოსი“ საიდუმლო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ კუბიდან დრონებით თავდასხმის საფრთხეს ელოდება
აბუ დაბიში ბირთვულ ელექტროსადგურთან დრონით თავდასხმა განხორციელდა
მარია ზახაროვა - ევროვიზიის სიმღერების ჰანგებზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა კიევის რეჟიმმა კიდევ ერთი მასობრივი ტერორისტული თავდასხმა განახორციელა
ჯანმომ კონგოსა და უგანდაში ებოლას ცხელების აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა
მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტის ადმინისტრაციის ცნობით, აეროპორტის ტერიტორიაზე დრონის ნამსხვრევები ჩამოვარდა