პეკინში ვლადიმერ პუტინისა და სი ძინ პინის შეხვედრა მიმდინარეობს

პეკინში ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს. ლიდერები ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე აქტუალურ რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ.

შეხვედრის დაწყებამდე ვლადიმერ პუტინმა სი ძინ პინს განუცხადა, რომ მომდევნო წელს რუსეთში ელოდება და აღნიშნა, რომ პეკინსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები ხელს უწყობს გლობალურ სტაბილურობას.

„როგორც ვიცით, ჩინეთში ამბობენ: „ერთი დღით განშორება სამ შემოდგომას ჰგავს". ჩვენ ძალიან გვიხარია თქვენი ნახვა. ჩვენ მუდმივ კავშირში ვართ, როგორც პირადად, ისე ჩვენი თანაშემწეებისა და მთავრობების მეშვეობით. სიამოვნებით ვიხსენებ, თუ როგორ მივიღეთ შარშან ერთად მონაწილეობა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მე-80 წლისთავის აღნიშვნის ზეიმში. 25 წლის წინ ჩვენმა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს კეთილმეზობლობისა და მეგობრული თანამშრომლობის ხელშეკრულებას, ამ ფუნდამენტურ სახელმწიფოთაშორის დოკუმენტს, რომელიც ყველა სფეროში თანამშრომლობის საფუძვლად გვემსახურება და დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა", - განაცხადა პუტინმა შეხვედრის დაწყებამდე.

თავის მხრივ, ჩინეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ამ დონემდე მიღწევის მიზეზი ის არის, რომ მათ შეუძლიათ, გააღრმავონ საერთო პოლიტიკური ნდობა და სტრატეგიული თანამშრომლობა.

„ამჟამინდელი საერთაშორისო სიტუაცია რთული და არასტაბილურია, ცალმხრივი ჰეგემონიით. როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა და მნიშვნელოვანმა მსოფლიო ძალებმა, ჩინეთმა და რუსეთმა უნდა შეიმუშავონ გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვა და ითანამშრომლონ უფრო სამართლიანი და თანასწორი გლობალური მმართველობის სისტემის შესაქმნელად", - აღნიშნა სი ძინ პინმა.

 





მსგავსი სიახლეები
ირანთან დაკავშირებით ერთადერთი კითხვაა, მივალთ და დავასრულებთ მათ, თუ დოკუმენტს მოაწერენ ხელს - ტრამპი
„ევრონიუსი“ - სი ძინპინმა პუტინს უთხრა, რომ ომის შეჩერება „უკიდურესად მნიშვნელოვანია“ ახლო აღმოსავლეთში, თუმცა არა უკრაინაში
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სუპერმარკეტებს საკვების ფასების შეზღუდვისკენ მოუწოდა
ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი კირ სტარმერის პოლიტიკაზე: ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს საბჭოელებმა გაიმარჯვეს
დონალდ ტრამპი - ბენიამინ ნეთანიაჰუ გააკეთებს ყველაფერს, რაც მე მომინდება, ის ძალიან, ძალიან კარგი ადამიანია
მარკ რუტე - რუსეთის მტკიცება, რომ ბალტიის ქვეყნები უკრაინული დრონებისთვის თავიანთ საჰაერო სივრცეს ხსნიან, სასაცილოა
თურქულენოვანი ხალხების სახელმწიფოები თანამშრომლობას აძლიერებენ
ვლადიმერ პუტინი - ჩინეთი და რუსეთი უნდა შეეწინააღმდეგონ ყველა სახის დაშინებას
ლიეტუვის საზღვართან დრონის გამოჩენის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა
ევროკავშირმა აშშ-დან ექსპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ტარიფები გააუქმა
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ვაშინგტონს აფრთხილებს, რომ „თავდასხმის შემთხვევაში, ომს რეგიონს მიღმა გააგრძელებს“
პეკინში ვლადიმერ პუტინისა და სი ძინ პინის შეხვედრა მიმდინარეობს
ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა
რუმინეთის სენატის იურიდიულმა კომისიამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს დაფინანსების წყაროების გამჟღავნებას ავალდებულებს
Bloomberg: რუსული რუბლი მიმდინარე კვარტალში დოლართან მიმართებით მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ვალუტა გახდა
,,ევროპა ჯერ კიდევ შორს არის თავისი დიდი ხნის მიზნის მიღწევისგან, გახდეს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კონტინენტი''- ანგელა მერკელი
ევროპაში ნატოს მოკავშირეთა ძალების უმაღლესი მთავარსარდალი: აშშ ევროპიდან 5 000 ჯარისკაცს გაიყვანს
EURACTIV: ბრიუსელმა აშშ-ის გადაწყვეტილება რუსულ ნავთობზე სანქციების გამონაკლისის რეჟიმის გახანგრძლივების შესახებ გააკრიტიკა
„ევროპული დამსახურების ორდენის“ გადაცემის ცერემონიალზე ჟურნალისტმა მაია სანდუს სიტყვა შეაწყვეტინა და დიქტატორი უწოდა
კირ სტარმერი - წასვლას არ ვაპირებ, მკაფიოდ ვგრძნობ, რომ ვალდებული ვარ, ვემსახურო ხალხს, ვინც ამირჩია