კახა კალაძე: ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეებთან დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს, რის შემდეგაც გამარჯვებული კომპანია გვეყოლება

ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში მიღებული წინადადებების შეფასების პირველი ეტაპი დასრულებულია.

 

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამ ეტაპზე პრეტენდენტებთან დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს, რის შემდეგაც გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება.

 

„დიდი დიღმისა და მეტროსადგურ „დიდუბის" დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით გამოცხადებული ტენდერი მიმდინარე წლის 31 მარტს გაიხსნა. ტენდერი მიმდინარეობს აზიის განვითარების ბანკის შესყიდვის წესებით. მოცემულ ტენდერში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და შესაბამისი სატენდერო წინადადებები წარმოადგინა ოთხმა მსხვილმა კომპანიამ და ერთობლივმა საწარმომ. დღეის მდგომარეობით, წარმოდგენილი წინადადებების შეფასების პირველი ეტაპი დასრულებულია და პრეტენდენტებთან მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება. დაზუსტებული ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია, რომელთანაც ივნისის ბოლომდე გაფორმდება ხელშეკრულება და დაუყოვნებლივ დაიწყება პროექტის განხორციელება", - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

რაც შეეხება მშენებლობის ძირითად პარამეტრებს, თბილისის მერის თქმით, ტრამვაის ხაზი დაიწყება დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების გადაკვეთის მიმდებარე ტერიტორიიდან და დავით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით დაუკავშირდება მეტროსადგურ „დიდუბის" მიმდებარე ტერიტორიას.

 

„ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძე შეადგენს 7.5 კმ-ს, სადაც განთავსებული იქნება 11 გაჩერება. პროექტი ასევე მოიცავს შესაბამისი დეპოს მოწყობას, რომელიც გათვლილი იქნება ტრამვაის 11 შემადგენლობის მომსახურება-ექსპლუატაციაზე. პროექტი, რომლის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 417 მლნ ლარს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სრულად დაფინანსდება. მოგეხსენებათ, პროექტი ისტორიული მნიშვნელობისაა, რადგან ტრანსპორტის აღნიშნული სახეობა წლების შემდეგ უბრუნდება დედაქალაქს. ამასთან, მისი ამოქმედება და ერთიან სატრანსპორტო ქსელში ინტეგრირება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დიდი დიღმის მოსახლეობის წვდომას საზოგადოებრივი ტრანსპორტის სხვა სახეობებთან და მნიშვნელოვნად შეამცირებს როგორც მოლოდინის, ისე გადაადგილების დროს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება ტრამვაის პირველი და ბოლო პროექტი", - განაცხადა კახა კალაძემ.

 





მსგავსი სიახლეები
თბილისის მასშტაბით დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა უახლოეს პერიოდში, ღამის საათებში მოწესრიგდება
კახა კალაძე: ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეებთან დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს, რის შემდეგაც გამარჯვებული კომპანია გვეყოლება
გივი მიქანაძე მე-12 კლასელებს ბოლო ზარს ულოცავს - სკოლის დამთავრება თქვენი წარმატების მხოლოდ დასაწყისია, მეამაყება, რომ ჩვენს სამშობლოს ასეთი ღირსეული ახალგაზრდობა ჰყავს
ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას! ბოლო ზარის შემდეგ, თქვენი ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპი იწყება -ირაკლი კობახიძე
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე მასშტაბური საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება
20 მაისს საქართველოში მონაზვნური ცხოვრების დაამარსებლების - იოანე ზედაზნელის და მისი 12 მოწაფის ხსენების დღეა
20 მაისს, ღირს ასურელ მამათა ხსენების დღეს პატრიარქი ზედაზნის მონასტერში პარაკლისს აღასრულებს
20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
20 მაისის ამინდის პროგნოზი
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი კომისიის სხდომა გაიმართა
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
შეხვედრა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებთან - საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
,,პატრიარქმა მოისმინა ჩვენი პოზიცია და დახმარებას დაგვპირდა''- დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობელი
26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისის გარკვეულ არეალებში საგზაო მოძრაობა შეიზღუდება
ზუგდიდში საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის ბიუსტი გაიხსნა
აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ თერთმეტი ადამიანის ნეშტი ოჯახებს გადაეცა
ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა
პატრიარქი შიო მესამე დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებს ხვდება
ირაკლი კობახიძე - საუბარია ყოველწლიურად 50 მილიონამდე თანხაზე, უნდა დაისვას კითხვა, თანხა შეიძლება დაიხარჯოს რაციონალურად და სათანადო შედეგი მოიტანოს თუ შეიძლება უბრალოდ გავამდიდროთ ფარმაცევტული მაფია?
ფერმაში ცოფის შემთხვევის დადასტურების გამო, გურჯაანის მუნიციპალიტეტში კარანტინი გამოცხადდა