თბილისის მასშტაბით დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა უახლოეს პერიოდში, ღამის საათებში მოწესრიგდება
დედაქალაქის მასშტაბით დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა უახლოეს პერიოდში, ძირითადად ღამის საათებში განხორციელდება, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, უკვე გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით განახორციელებს შესაბამის პროექტებს.
„ზამთრის სეზონიდან მოყოლებული უამინდობამ და ტემპერატურის მკვეთრმა ცვალებადობამ დედაქალაქში ძალიან დააზიანა საგზაო ინფრასტრუქტურა. არის კონკრეტული გზის მონაკვეთები, რომლებიც დაზიანებულია და აუცილებელ ჩარევას საჭიროებს. ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ტენდერი აღნიშნული მიმართულებით, უკვე გვყავს გამარჯვებული კომპანია, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით, განსაკუთრებით ღამის საათებში, არა მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებზე, არამედ შიდა საუბნო გზებზეც მოახდენს შესაბამის რეაგირებას, რათა საგზაო ინფრასტრუქტურა დედაქალაქის მასშტაბით იყოს მოწესრიგებული", - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მოსახლეობას ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„რაც შეეხება დაზიანებული მონაკვეთების აღდგენას, ძირითადად ღამის საათებში ჩატარდება სამუშაოები, რასაც ახლავს გარკვეული დისკომფორტი ხმაურის სახით, თუმცა ეს არ იქნება ხანგრძლივად. იქიდან გამომდინარე, რომ დღის განმავლობაში გზის გადაკეტვა ძალიან დიდ პრობლემებს იწვევს, თან სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე ქუჩაზე ჩატარდება, შესაბამისად, მუშაობა მხოლოდ ღამის საათებში მოგვიწევს", - განაცხადა კახა კალაძემ.
მსგავსი სიახლეები
თბილისის მასშტაბით დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა უახლოეს პერიოდში, ღამის საათებში მოწესრიგდება
კახა კალაძე: ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეებთან დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს, რის შემდეგაც გამარჯვებული კომპანია გვეყოლება
გივი მიქანაძე მე-12 კლასელებს ბოლო ზარს ულოცავს - სკოლის დამთავრება თქვენი წარმატების მხოლოდ დასაწყისია, მეამაყება, რომ ჩვენს სამშობლოს ასეთი ღირსეული ახალგაზრდობა ჰყავს
ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას! ბოლო ზარის შემდეგ, თქვენი ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპი იწყება -ირაკლი კობახიძე
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე მასშტაბური საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება
20 მაისს საქართველოში მონაზვნური ცხოვრების დაამარსებლების - იოანე ზედაზნელის და მისი 12 მოწაფის ხსენების დღეა
20 მაისს, ღირს ასურელ მამათა ხსენების დღეს პატრიარქი ზედაზნის მონასტერში პარაკლისს აღასრულებს
20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
20 მაისის ამინდის პროგნოზი
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი კომისიის სხდომა გაიმართა
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
შეხვედრა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებთან - საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
,,პატრიარქმა მოისმინა ჩვენი პოზიცია და დახმარებას დაგვპირდა''- დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობელი
26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისის გარკვეულ არეალებში საგზაო მოძრაობა შეიზღუდება
ზუგდიდში საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის ბიუსტი გაიხსნა
აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ თერთმეტი ადამიანის ნეშტი ოჯახებს გადაეცა
ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა
პატრიარქი შიო მესამე დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებს ხვდება
ირაკლი კობახიძე - საუბარია ყოველწლიურად 50 მილიონამდე თანხაზე, უნდა დაისვას კითხვა, თანხა შეიძლება დაიხარჯოს რაციონალურად და სათანადო შედეგი მოიტანოს თუ შეიძლება უბრალოდ გავამდიდროთ ფარმაცევტული მაფია?
ფერმაში ცოფის შემთხვევის დადასტურების გამო, გურჯაანის მუნიციპალიტეტში კარანტინი გამოცხადდა