ლიეტუვის საზღვართან დრონის გამოჩენის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა

ლიეტუვის საზღვართან დრონის გამოჩენის გამო ქვეყნის რამდენიმე რაიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ამის შესახებ ნათქვამია ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ლიეტუვის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, დრონი, სავარაუდოდ, ბელარუსის მხრიდან მოფრინავდა.

 

„დაიწყო ნატო-ს ოპერაცია ბალტიის რეგიონის საჰაერო სივრცის პატრულირების მიზნით", - აცხადებენ ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროში.

 

საჰაერო განგაშის გამო თავშესაფარში გადაიყვანეს ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები.

 

გამოცემა „დელფის" ცნობით, თავშესაფარში იმყოფებოდნენ ლიტუვის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და სეიმის თავმჯდომარე. ვილნიუსში ასევე შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.

 

საფრთხის წითელი დონე გამოცხადებული იყო დედაქალაქისა და ლიეტუვის კიდევ რამდენიმე რაიონში.

 

მანამდე ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, რობერტას კაუნასმა განაცხადა, რომ დრონების საფრთხის შემთხვევაში ლიეტუვამ ისინი ისე უნდა ჩამოაგდოს, როგორც ესტონეთში მოხდა.

 

ცნობისთვის, ნატო-ს ერთ-ერთმა ავიაგამანადგურებელმა, რომელიც ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცეში პატრულირებდა, 19 მაისს ესტონეთის საჯარო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.

 

„ზუსტად ასეთი მოდელი უნდა მოქმედებდეს ლიეტუვაში. უპილოტო აპარატი, რომელიც ესტონეთის ცაში დაფრინავდა, ნატო-ს საჰაერო პოლიციის გამანადგურებლებმა ჩამოაგდეს. ისინი ლიეტუვაში მდებარე შიაულიაის ავიაბაზიდან აფრინდნენ", - განაცხადა კაუნასმა.

 





მსგავსი სიახლეები
ირანთან დაკავშირებით ერთადერთი კითხვაა, მივალთ და დავასრულებთ მათ, თუ დოკუმენტს მოაწერენ ხელს - ტრამპი
„ევრონიუსი“ - სი ძინპინმა პუტინს უთხრა, რომ ომის შეჩერება „უკიდურესად მნიშვნელოვანია“ ახლო აღმოსავლეთში, თუმცა არა უკრაინაში
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სუპერმარკეტებს საკვების ფასების შეზღუდვისკენ მოუწოდა
ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი კირ სტარმერის პოლიტიკაზე: ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს საბჭოელებმა გაიმარჯვეს
დონალდ ტრამპი - ბენიამინ ნეთანიაჰუ გააკეთებს ყველაფერს, რაც მე მომინდება, ის ძალიან, ძალიან კარგი ადამიანია
მარკ რუტე - რუსეთის მტკიცება, რომ ბალტიის ქვეყნები უკრაინული დრონებისთვის თავიანთ საჰაერო სივრცეს ხსნიან, სასაცილოა
თურქულენოვანი ხალხების სახელმწიფოები თანამშრომლობას აძლიერებენ
ვლადიმერ პუტინი - ჩინეთი და რუსეთი უნდა შეეწინააღმდეგონ ყველა სახის დაშინებას
ლიეტუვის საზღვართან დრონის გამოჩენის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა
ევროკავშირმა აშშ-დან ექსპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ტარიფები გააუქმა
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ვაშინგტონს აფრთხილებს, რომ „თავდასხმის შემთხვევაში, ომს რეგიონს მიღმა გააგრძელებს“
პეკინში ვლადიმერ პუტინისა და სი ძინ პინის შეხვედრა მიმდინარეობს
ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა
რუმინეთის სენატის იურიდიულმა კომისიამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს დაფინანსების წყაროების გამჟღავნებას ავალდებულებს
Bloomberg: რუსული რუბლი მიმდინარე კვარტალში დოლართან მიმართებით მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ვალუტა გახდა
,,ევროპა ჯერ კიდევ შორს არის თავისი დიდი ხნის მიზნის მიღწევისგან, გახდეს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კონტინენტი''- ანგელა მერკელი
ევროპაში ნატოს მოკავშირეთა ძალების უმაღლესი მთავარსარდალი: აშშ ევროპიდან 5 000 ჯარისკაცს გაიყვანს
EURACTIV: ბრიუსელმა აშშ-ის გადაწყვეტილება რუსულ ნავთობზე სანქციების გამონაკლისის რეჟიმის გახანგრძლივების შესახებ გააკრიტიკა
„ევროპული დამსახურების ორდენის“ გადაცემის ცერემონიალზე ჟურნალისტმა მაია სანდუს სიტყვა შეაწყვეტინა და დიქტატორი უწოდა
კირ სტარმერი - წასვლას არ ვაპირებ, მკაფიოდ ვგრძნობ, რომ ვალდებული ვარ, ვემსახურო ხალხს, ვინც ამირჩია