პარტია "გახარია საქართველოსთვის" განათლების მინისტრ გივი მიქანაძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს

პარტია „გახარია საქართველოსთვის" საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს.

 

როგორც პარტიის წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა, დღემდე უპასუხოდაა დარჩენილი კითხვები, რომლებიც აბიტურიენტებს აქვთ და მინისტრი ვალდებულია, საკანონმდებლო ორგანოდან მათ ამომწურავი პასუხები გასცეს.

„პირველ რიგში, ვულოცავ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ბოლო ზარის დღეს. ეს არის განსაკუთრებული და უმნიშვნელოვანესი ეტაპი თქვენს ცხოვრებაში - პერიოდი, როდესაც ახალგაზრდებმა უნდა გააკეთოთ არჩევანი, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს არა მხოლოდ თქვენს მომავალსა და ცხოვრების გზას, არამედ სახელმწიფოს მომავალსაც. დღეს ჩვენს აბიტურიენტებს სჭირდებათ გამხნევება და მხარდაჭერა, რათა გადაწყვიტონ, სად სურთ სწავლის გაგრძელება, თან დაძაბული საგამოცდო პერიოდიც წინ აქვთ. ისედაც სტრესული გარემოს ფონზე, „ოცნების" ხელისუფლება, შემსუბუქების ნაცვლად, კიდევ უფრო დიდ გაურკვევლობაში და ქაოსში ამყოფებს ჩვენს ახალგაზრდებს.

 

მათ არ აქვთ პასუხები ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე: შეძლებენ თუ არა სწავლას მათ მიერ არჩეულ უნივერსიტეტში, რამდენწლიანი იქნება სასწავლო პროგრამები, რა დაუჯდება სახელმწიფოს მათი განათლება, მოუწევთ თუ არა ქალაქის შეცვლა და თუ მოუწევთ, როგორ შეძლებენ სხვა ქალაქში ცხოვრებასა და სწავლის გაგრძელებას?

 

ეს კითხვები დღემდე უპასუხოდ რჩება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პოლიტიკური ძალა „გახარია საქართველოსთვის" ინტერპელაციის წესით ვიბარებთ განათლების მინისტრს, გივი მიქანაძეს, რომელიც ვალდებულია, მოვიდეს საკანონმდებლო ორგანოში და საზოგადოებას ამომწურავი პასუხები გასცეს. ჩვენ უკვე გავაგზავნეთ კითხვები, რომლებიც ეხება: განათლების დაფინანსებას, საკადრო პოლიტიკას, ინფრასტრუქტურას, პროგრამების გადანაწილებას, აკადემიურ თავისუფლებას, ზოგად განათლებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება ჩვენი მოქალაქეების მომავალს", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

 

ამასთან, ტატა ხვედელიანის განცხადებით, თითქმის ყოველდღიურად, „ოცნების" დავალებით, უნივერსიტეტებში განათლების მისაღებად მისულ ახალგაზრდებს პოლიცია აკავებს ტროტუარზე დგომის გამო.

 

„ეს არის ის ძალადობრივი და რეპრესიული მიდგომა, რომელიც „ოცნებამ" დაამკვიდრა ქვეყანაში. ახლა კი, „ნაცების" ციხეების უფროსის ხელით, რეპრესიებს ახორციელებს საგანმანათლებლო სივრცეებში, ვინაიდან რეპრესიების მოწყობა ვის გამოუვა გამოცდილ მიქანაძეზე უკეთ?" - აღნიშნა ტატა ხვედელიანმა.

 





მსგავსი სიახლეები
გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებას“ ჩემგან გადაეცით, ნუ დარბიან ვაშინგტონსა და ბრიუსელში, გასაღები იქ არ არის, წამოგვყევით, დღე და ღამე ქუჩაში ვართ და ხალხს მოუსმინეთ
ბრიტანეთში რომ ისევ შევა რუსული ნავთობი, ეს აჩვენებს, რამდენად ფარისეველია ბრიტანეთის მთავრობა, რომელიც საქართველოსგან ითხოვდა, აქ არ შემოსულიყო რუსეთიდან ნავთობპროდუქტები - შალვა პაპუაშვილი
პარტია "გახარია საქართველოსთვის" განათლების მინისტრ გივი მიქანაძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს
თბილისის მერიამ "ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების" პროგრამის ფარგლებში, 1 134 მოქალაქისთვის 6 700-მდე შემთხვევა დააფინანსა
ბექა ძამაშვილი - სოციალურ ქსელებში გამოხატვის თავისუფლება სხვისი უფლებების დარღვევის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს, ეს ძალიან მკაფიოდ აღნიშნა ევროპულმა სასამართლომ
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი წმინდა საყდრის დესპანს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია არის საკუთარი უსამართლობის მძევალი, მათ უნდა დაძლიონ ის კომპლექსები, რომელიც შექმნეს საკუთარი უსამართლობის საფუძველზე
პრემიერი - სხვადასხვა მექანიზმი არსებობს იმისათვის, რომ შსს-მ მიიღოს ინფორმაცია სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებით, მთავარია, რომ სისტემურად იმუშაოს შესაბამისმა ქვედანაყოფმა იმისათვის, რომ რეაგირება სამართალდარღვევებზე იყოს მყისიერი და ეფექტური
ირაკლი კობახიძე - NGO-ების დაფინანსების ერთ-ერთი გამოკვეთილი მიზანი იყო სიძულვილის გაღვივება ჩვენი ქვეყნის შიგნით, საზოგადოებაში, სიძულვილის გაღვივება ინსტიტუტების მიმართ, ამას უნდა დავუპირისპიროთ სამართლებრივი მექანიზმები, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ გარედან არავინ მოგვახვიოს თავს სიძულვილი
ირაკლი კობახიძე - რაც ჩვენ ვიხილეთ კოპენჰაგენში, ეს არ იყო ცალკეული სამართალდამცავების გადაცდომა, ექსცესი, ეს იყო დაგეგმილი, ბრუტალური ქმედება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რასაც ვერ ექნება ვერავითარი ახსნა და ვერც გამართლება
ირაკლი კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს
გარემოსდაცვითი მოთხოვნების დარღვევისთვის ახალი ადმინისტრაციული სანქციები წესდება
ჯორჯ ბიბი: ამჟამად ძალიან მცირე საკითხებზე თუ ახერხებენ ევროკავშირში საერთო ენის გამონახვას
ალექსანდრე რაქვიაშვილი ოპოზიციის მიერ გამართულ აქციებზე: არცერთ აქციაზე 100 000 კაცი არ გამოსულა
ალექსანდრე რაქვიაშვილი „ოპოზიციური ალიანსის“ დაანონსებულ აქციაზე: ვერ გავიგე რაზეა აქცია -
პოლიტიკა მაკა ბოჭორიშვილი: ბაქოში გაფორმებული შეთანხმებები ქვეყნის სატრანზიტო როლის გაძლიერებას ემსახურება
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს
მაკა ბოჭორიშვილი - როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი რეგიონის, როგორც შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სწორედ აზერბაიჯანთან ურთიერთობებს
ირაკლი კობახიძე - 26 მაისი უნდა იყოს ყველა ჯანსაღი პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ძალისთვის ეროვნული კონსოლიდაციის დღე, როდესაც ცდილობ, ასეთ დღეს შემოიტანო განხეთქილება საზოგადოებაში, ამას ვერ ექნება ვერავითარი წარმატება
ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა