გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებას“ ჩემგან გადაეცით, ნუ დარბიან ვაშინგტონსა და ბრიუსელში, გასაღები იქ არ არის, წამოგვყევით, დღე და ღამე ქუჩაში ვართ და ხალხს მოუსმინეთ
„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების" წარმომადგენლები, ბრიტანეთის ელჩსა და ევროკავშირზე თავდამსხმელი განცხადებების ნაცვლად, ხალხში უნდა გავიდნენ და მათ პრობლემებს გაეცნონ.
ვაშაძეს კითხვა დაუსვეს ბრიტანეთის ელჩთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის კომენტარზე.
„იცით, ყველაზე მეტად რაზე მწყდება გული? ეს ხალხი სულ ცუდისკენ რატომ არის მოწოდებული. ამხელა თანამდებობა გიკავია, ყოველ შემთხვევაში შენ ასე ფიქრობ, ხომ შეიძლება, გამოხვიდე და ხალხისთვის სასიკეთო რამ თქვა? მგონი, საერთოდ სხვა სამყაროში არიან. რა ბრიტანეთის ელჩი? გავიდნენ, რა ხდება ქვეყანაში საწვავის ფასებზე, პროდუქტების ფასებზე, უმუშევრობაზე, მიგრაციაზე, დემოგრაფიაზე. ხან დანიას ეომებიან, მგონი, და ესხმიან თავს, ხან ბრიუსელს, ხან ევროკავშირს. საქართველოს მოქალაქეებს და „ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, მინდა, ვკითხო: ბრიტანეთის ელჩს რომ თავს დაესხა ეს პატივცემული ადამიანი, თქვენ ამით სამუშაოს იშოვით, ფასები გაგიიაფდებათ, საწვავის ფასი შემცირდება, ბავშვების წამალი დაფინანსდება თუ რა? რაღაც საქმე ხომ უნდა გააკეთოს ამ ხალხმა? მათაც ვეუბნები: ხალხნო, მგონი, ტვინი გაქვთ დაბინდული, გადით ქუჩაში, დაელაპარაკეთ ხალხს, წამოგვყევით, დღე და ღამე ქუჩაში ვართ და ხალხს მოუსმინეთ, საერთოდ სხვაგან ხართ, მოწყვეტილი ხართ საერთოდ რეალობას. მაგ განცხადებით, გგონიათ, რამე მოგემატათ? ან საქართველოს რამე შეემატა? ვინმე დასაქმდა, რამე კარგი საქმე გაკეთდა, ინვესტიცია მოვიზიდეთ ამ განცხადებით? უარესი და უარესი, ხომ ფაქტია, არა? ამიტომ უნდა მოხვიდეთ 26-ში და ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც ამ უბედურებას დაასრულებს ქვეყანაში", - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
ამასთან, ვაშაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების" მხრიდან პოლარიზაციის დასრულებაზე საუბარიც ილუზიაა.
„ესენი არიან კვალიფიციური მატყუარები. ამ სიტყვას იყენებენ, რათა ისევ შეატყუონ ხალხს, თითქოს რამის გამოსწორება უნდათ. პოლარიზაციის დასრულებას რა უნდა? პოლიტპატიმრების გათავისუფლება, აბსურდული კანონების გაუქმება, ხალხთან საუბარი, ხალხის მოსმენა უნდა, ჩემგან გადაეცით, თუ შეიძლება, ნუ დარბიან ვაშინგტონსა და ბრიუსელში. გასაღები იქ არ არის. გასაღები არის საქართველოში. აქ წყდება საქართველოს ბედი და ხალხს დაელაპარაკონ, გამოვიდნენ და მაშინ დასრულდება პოლარიზაცია, როცა სიძულვილის ენაზე, ბოროტებაზე, ამ ყოველდღიურ განცხადებებზე იტყვიან უარს. გამოდით გარეთ, დაელაპარაკეთ ხალხს. სხვაგან არის საზოგადოების პრობლემები და აბსოლუტურად სურეალიზმში ხართ გადასული", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მსგავსი სიახლეები
რატი იონათამიშვილი - ერთი ხელით თითქოს ყველაფერს აკეთებენ რუსეთის წინააღმდეგ, მეორე ხელით სანქციებს უხსნიან, დიდ ბრიტანეთში საერთოდ არ აინტერესებთ უკრაინა და უკრაინელი ხალხის ბედი
გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებას“ ჩემგან გადაეცით, ნუ დარბიან ვაშინგტონსა და ბრიუსელში, გასაღები იქ არ არის, წამოგვყევით, დღე და ღამე ქუჩაში ვართ და ხალხს მოუსმინეთ
ბრიტანეთში რომ ისევ შევა რუსული ნავთობი, ეს აჩვენებს, რამდენად ფარისეველია ბრიტანეთის მთავრობა, რომელიც საქართველოსგან ითხოვდა, აქ არ შემოსულიყო რუსეთიდან ნავთობპროდუქტები - შალვა პაპუაშვილი
პარტია "გახარია საქართველოსთვის" განათლების მინისტრ გივი მიქანაძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს
თბილისის მერიამ "ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების" პროგრამის ფარგლებში, 1 134 მოქალაქისთვის 6 700-მდე შემთხვევა დააფინანსა
ბექა ძამაშვილი - სოციალურ ქსელებში გამოხატვის თავისუფლება სხვისი უფლებების დარღვევის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს, ეს ძალიან მკაფიოდ აღნიშნა ევროპულმა სასამართლომ
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი წმინდა საყდრის დესპანს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია არის საკუთარი უსამართლობის მძევალი, მათ უნდა დაძლიონ ის კომპლექსები, რომელიც შექმნეს საკუთარი უსამართლობის საფუძველზე
პრემიერი - სხვადასხვა მექანიზმი არსებობს იმისათვის, რომ შსს-მ მიიღოს ინფორმაცია სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებით, მთავარია, რომ სისტემურად იმუშაოს შესაბამისმა ქვედანაყოფმა იმისათვის, რომ რეაგირება სამართალდარღვევებზე იყოს მყისიერი და ეფექტური
ირაკლი კობახიძე - NGO-ების დაფინანსების ერთ-ერთი გამოკვეთილი მიზანი იყო სიძულვილის გაღვივება ჩვენი ქვეყნის შიგნით, საზოგადოებაში, სიძულვილის გაღვივება ინსტიტუტების მიმართ, ამას უნდა დავუპირისპიროთ სამართლებრივი მექანიზმები, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ გარედან არავინ მოგვახვიოს თავს სიძულვილი
ირაკლი კობახიძე - რაც ჩვენ ვიხილეთ კოპენჰაგენში, ეს არ იყო ცალკეული სამართალდამცავების გადაცდომა, ექსცესი, ეს იყო დაგეგმილი, ბრუტალური ქმედება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რასაც ვერ ექნება ვერავითარი ახსნა და ვერც გამართლება
ირაკლი კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს
გარემოსდაცვითი მოთხოვნების დარღვევისთვის ახალი ადმინისტრაციული სანქციები წესდება
ჯორჯ ბიბი: ამჟამად ძალიან მცირე საკითხებზე თუ ახერხებენ ევროკავშირში საერთო ენის გამონახვას
ალექსანდრე რაქვიაშვილი ოპოზიციის მიერ გამართულ აქციებზე: არცერთ აქციაზე 100 000 კაცი არ გამოსულა
ალექსანდრე რაქვიაშვილი „ოპოზიციური ალიანსის“ დაანონსებულ აქციაზე: ვერ გავიგე რაზეა აქცია -
პოლიტიკა მაკა ბოჭორიშვილი: ბაქოში გაფორმებული შეთანხმებები ქვეყნის სატრანზიტო როლის გაძლიერებას ემსახურება
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს
მაკა ბოჭორიშვილი - როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი რეგიონის, როგორც შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სწორედ აზერბაიჯანთან ურთიერთობებს
ირაკლი კობახიძე - 26 მაისი უნდა იყოს ყველა ჯანსაღი პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ძალისთვის ეროვნული კონსოლიდაციის დღე, როდესაც ცდილობ, ასეთ დღეს შემოიტანო განხეთქილება საზოგადოებაში, ამას ვერ ექნება ვერავითარი წარმატება