დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სუპერმარკეტებს საკვების ფასების შეზღუდვისკენ მოუწოდა
გამოცემა „ინდეფენდენტის" ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტრომ სუპერმარკეტებს, გარკვეული რეგულაციების შემსუბუქების სანაცვლოდ, საკვების ფასების შეზღუდვა სთხოვა.
„ფაინენშელ თაიმსის" ცნობით, მთავრობა სთავაზობს სუპერმარკეტებს, ნებაყოფლობით დააწესონ ფასების ზედა ზღვარი ისეთ პროდუქტებზე, როგორებიცაა კვერცხი, პური და რძე.
გამოცემის ცნობით, დიდი ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტრომ სუპერმარკეტებს, შესაძლოა, შესთავაზოს პროდუქციის შეფუთვასთან დაკავშირებული რეგულაციების შემსუბუქება და ჯანსაღ საკვებთან დაკავშირებული ძვირადღირებული ცვლილებების გადავადება.
საპასუხოდ ბრიტანეთის საცალო ვაჭრობის კონსორციუმის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰელენ დიკინსონმა განაცხადა, რომ მთავრობამ უნდა გაამახვილოს ყურადღება იმ ხარჯების შემცირებაზე, რომლებიც საკვების ფასების ზრდას იწვევს.
„1970-იანი წლების სტილის ფასების კონტროლის შემოღებისა და საცალო მოვაჭრეების იძულების ნაცვლად, რომ პროდუქცია ზარალით გაყიდონ, მთავრობამ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმ საჯარო პოლიტიკის ხარჯების შემცირებაზე, რომლებიც, პირველ რიგში, საკვების ფასების ზრდას იწვევს", - განაცხადა დიკინსონმა
მისივე თქმით, მთავარი გამოწვევა ენერგიისა და ნედლეულის გაზრდილი ფასებია.
„საცალო მოვაჭრეებისთვის მთავარი გამოწვევაა ენერგიისა და ნედლეულის გაზრდილი ხარჯები, რაც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტით არის გამოწვეული, ასევე მთავრობის შიდა პოლიტიკის შედეგად მკვეთრად გაზრდილი ხარჯები", - აღნიშნა დიკინსონმა.
დიდი ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროში ამტკიცებენ, რომ მათი სურვილია, მეტი გაკეთდეს ოჯახებისთვის ხარჯების შესამცირებლად, თუმცა დეტალების გამჟღავნებისგან თავი შეიკავეს.
„ფაინენშელ თაიმსის" ცნობით, ფინანსთა სამინისტრომ სუპერმარკეტებს ასევე მოსთხოვა გარანტია, რომ ფასების შეზღუდვის შედეგად ბრიტანელი ფერმერები შემოსავალს არ დაკარგავენ.
გამოცემის ინფორმაციით, ზოგიერთი რეგულაცია, მათ შორის შეფუთვასთან დაკავშირებული წესები, ხაზინისთვის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. მთავრობამ ასევე ურჩია სუპერმარკეტებს, რომ რეგულაციების შემსუბუქებით მიღებული დანაზოგი სასურსათო ფასების გაყინვაში ჩადონ.
ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც აპრილში ბრიტანეთში საკვების ინფლაცია 3.7%-მდე გაიზარდა.
დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი მოსახლეობისთვის ცხოვრების გაძვირების საწინააღმდეგო ზომებს უახლოეს დღეებში წარადგენს.
მანამდე „თაიმსში" გამოქვეყნებულ წერილში ფინანსთა მინისტრმა, რეიჩელ რივზმა აღნიშნა, რომ მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებიც „ეროვნული ინტერესებისთვის პასუხისმგებლიანია".
„არ დავუშვებ, რომ ვინმემ კრიზისი სწრაფი მოგების მისაღებად გამოიყენოს და ამით მშრომელი ადამიანების ხარჯზე გამდიდრდეს. ვაძლიერებ ბრძოლას ფასების ხელოვნური ზრდის წინააღმდეგ და მარეგულირებლებს ვაძლევ ახალ, მიზანმიმართულ საგამოძიებო უფლებამოსილებებს. თუ მარეგულირებლები საეჭვო პრაქტიკას გამოავლენენ, მათ წახალისება ექნებათ, საჯაროდ დაასახელონ დამრღვევები", - აღნიშნა რივზმა.
მსგავსი სიახლეები
ირანთან დაკავშირებით ერთადერთი კითხვაა, მივალთ და დავასრულებთ მათ, თუ დოკუმენტს მოაწერენ ხელს - ტრამპი
„ევრონიუსი“ - სი ძინპინმა პუტინს უთხრა, რომ ომის შეჩერება „უკიდურესად მნიშვნელოვანია“ ახლო აღმოსავლეთში, თუმცა არა უკრაინაში
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სუპერმარკეტებს საკვების ფასების შეზღუდვისკენ მოუწოდა
ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი კირ სტარმერის პოლიტიკაზე: ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს საბჭოელებმა გაიმარჯვეს
დონალდ ტრამპი - ბენიამინ ნეთანიაჰუ გააკეთებს ყველაფერს, რაც მე მომინდება, ის ძალიან, ძალიან კარგი ადამიანია
მარკ რუტე - რუსეთის მტკიცება, რომ ბალტიის ქვეყნები უკრაინული დრონებისთვის თავიანთ საჰაერო სივრცეს ხსნიან, სასაცილოა
თურქულენოვანი ხალხების სახელმწიფოები თანამშრომლობას აძლიერებენ
ვლადიმერ პუტინი - ჩინეთი და რუსეთი უნდა შეეწინააღმდეგონ ყველა სახის დაშინებას
ლიეტუვის საზღვართან დრონის გამოჩენის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა
ევროკავშირმა აშშ-დან ექსპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ტარიფები გააუქმა
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ვაშინგტონს აფრთხილებს, რომ „თავდასხმის შემთხვევაში, ომს რეგიონს მიღმა გააგრძელებს“
პეკინში ვლადიმერ პუტინისა და სი ძინ პინის შეხვედრა მიმდინარეობს
ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა
რუმინეთის სენატის იურიდიულმა კომისიამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს დაფინანსების წყაროების გამჟღავნებას ავალდებულებს
Bloomberg: რუსული რუბლი მიმდინარე კვარტალში დოლართან მიმართებით მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ვალუტა გახდა
,,ევროპა ჯერ კიდევ შორს არის თავისი დიდი ხნის მიზნის მიღწევისგან, გახდეს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კონტინენტი''- ანგელა მერკელი
ევროპაში ნატოს მოკავშირეთა ძალების უმაღლესი მთავარსარდალი: აშშ ევროპიდან 5 000 ჯარისკაცს გაიყვანს
EURACTIV: ბრიუსელმა აშშ-ის გადაწყვეტილება რუსულ ნავთობზე სანქციების გამონაკლისის რეჟიმის გახანგრძლივების შესახებ გააკრიტიკა
„ევროპული დამსახურების ორდენის“ გადაცემის ცერემონიალზე ჟურნალისტმა მაია სანდუს სიტყვა შეაწყვეტინა და დიქტატორი უწოდა
კირ სტარმერი - წასვლას არ ვაპირებ, მკაფიოდ ვგრძნობ, რომ ვალდებული ვარ, ვემსახურო ხალხს, ვინც ამირჩია