„ევრონიუსი“ - სი ძინპინმა პუტინს უთხრა, რომ ომის შეჩერება „უკიდურესად მნიშვნელოვანია“ ახლო აღმოსავლეთში, თუმცა არა უკრაინაში
სი ძინპინმა პუტინს უთხრა, რომ ომის შეჩერება „უკიდურესად მნიშვნელოვანია" ახლო აღმოსავლეთში, თუმცა არა უკრაინაში, - ამის შესახებ სტატიას „ევრონიუსი" აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, პეკინში გამართული ოფიციალური ვიზიტის დროს ჩინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამჟამინდელი საერთაშორისო სიტუაცია რთული და არასტაბილურია.
„ევრონიუსის" ინფორმაციით, პუტინთან შეხვედრისას სი ძინპინი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტს შეეხო და განაცხადა, რომ „კრიტიკულად მნიშვნელოვანია" საბრძოლო მოქმედებების შეჩერება. მისი თქმით, სიტუაცია „კრიტიკულ მომენტში" იმყოფება და ამჟამად ომიდან მშვიდობაზე გადადის.
„ჩემი ოთხპუნქტიანი გეგმა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად და განსამტკიცებლად მიზნად ისახავს საერთაშორისო კონსენსუსის შემდგომ ჩამოყალიბებას და დაძაბულობის შემსუბუქებას, კონფლიქტის დეესკალაციას და მშვიდობიანი მოგვარების წინსვლას", - ციტირებს გამოცემა „სინხუა" სი ძინპინს.
„ევრონიუსი" ასევე წერს, რომ ჩინეთი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მოსკოვის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პარტნიორი გახდა, რამაც დასავლეთში, მათ შორის ბრიუსელში, მზარდი შეშფოთება გამოიწვია.
დასავლელი დიპლომატები და ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პეკინის ეკონომიკურმა და დიპლომატიურმა მხარდაჭერამ რუსეთს უკრაინაში სამხედრო კამპანიის გაგრძელებაში დახმარება გაუწია. ამასთან, გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა ოფიციალურად არ დაუჭირა მხარი მოსკოვის ომს, მან არ გამოიყენა არსებული ბერკეტები, რათა აიძულოს მოსკოვი კონფლიქტი დაესრულოს.
მსგავსი სიახლეები
ირანთან დაკავშირებით ერთადერთი კითხვაა, მივალთ და დავასრულებთ მათ, თუ დოკუმენტს მოაწერენ ხელს - ტრამპი
„ევრონიუსი“ - სი ძინპინმა პუტინს უთხრა, რომ ომის შეჩერება „უკიდურესად მნიშვნელოვანია“ ახლო აღმოსავლეთში, თუმცა არა უკრაინაში
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სუპერმარკეტებს საკვების ფასების შეზღუდვისკენ მოუწოდა
ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი კირ სტარმერის პოლიტიკაზე: ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს საბჭოელებმა გაიმარჯვეს
დონალდ ტრამპი - ბენიამინ ნეთანიაჰუ გააკეთებს ყველაფერს, რაც მე მომინდება, ის ძალიან, ძალიან კარგი ადამიანია
მარკ რუტე - რუსეთის მტკიცება, რომ ბალტიის ქვეყნები უკრაინული დრონებისთვის თავიანთ საჰაერო სივრცეს ხსნიან, სასაცილოა
თურქულენოვანი ხალხების სახელმწიფოები თანამშრომლობას აძლიერებენ
ვლადიმერ პუტინი - ჩინეთი და რუსეთი უნდა შეეწინააღმდეგონ ყველა სახის დაშინებას
ლიეტუვის საზღვართან დრონის გამოჩენის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა
ევროკავშირმა აშშ-დან ექსპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ტარიფები გააუქმა
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ვაშინგტონს აფრთხილებს, რომ „თავდასხმის შემთხვევაში, ომს რეგიონს მიღმა გააგრძელებს“
პეკინში ვლადიმერ პუტინისა და სი ძინ პინის შეხვედრა მიმდინარეობს
ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა
რუმინეთის სენატის იურიდიულმა კომისიამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს დაფინანსების წყაროების გამჟღავნებას ავალდებულებს
Bloomberg: რუსული რუბლი მიმდინარე კვარტალში დოლართან მიმართებით მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ვალუტა გახდა
,,ევროპა ჯერ კიდევ შორს არის თავისი დიდი ხნის მიზნის მიღწევისგან, გახდეს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კონტინენტი''- ანგელა მერკელი
ევროპაში ნატოს მოკავშირეთა ძალების უმაღლესი მთავარსარდალი: აშშ ევროპიდან 5 000 ჯარისკაცს გაიყვანს
EURACTIV: ბრიუსელმა აშშ-ის გადაწყვეტილება რუსულ ნავთობზე სანქციების გამონაკლისის რეჟიმის გახანგრძლივების შესახებ გააკრიტიკა
„ევროპული დამსახურების ორდენის“ გადაცემის ცერემონიალზე ჟურნალისტმა მაია სანდუს სიტყვა შეაწყვეტინა და დიქტატორი უწოდა
კირ სტარმერი - წასვლას არ ვაპირებ, მკაფიოდ ვგრძნობ, რომ ვალდებული ვარ, ვემსახურო ხალხს, ვინც ამირჩია