ირაკლი კობახიძე - ჩვენ საზოგადოებას გვინდა, ვაჩვენოთ, რა ხდება სინამდვილეში ევროპაში, ევროპულ სტრუქტურებში, როგორია სინამდვილეში მათი ღირებულებები და დანიის მაგალითმა ეს ძალიან კარგად აჩვენა

ჩვენ საზოგადოებას გვინდა, ვაჩვენოთ, რა ხდება სინამდვილეში ევროპაში, ევროპულ სტრუქტურებში, როგორია სინამდვილეში მათი ღირებულებები და დანიის მაგალითმა ეს ძალიან კარგად აჩვენა, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE"-ში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი შეკრების ბრუტალურ დარბევას და ამაზე ევროკავშირის ელჩი, გერმანიის ელჩი და დანიის ხელისუფლება ვერ ბედავენ სათანადო რეაქციის გამოვლენას.
„წერილს რა მიზანიც ჰქონდა, ეს შინაარსიდან მარტივად განიმარტება. ჩვენ საზოგადოებას გვინდა, ვაჩვენოთ, რა ხდება სინამდვილეში ევროპაში, ევროპულ სტრუქტურებში, როგორია სინამდვილეში მათი ღირებულებები და დანიის მაგალითმა ეს ძალიან კარგად აჩვენა. კიდევ უფრო კარგად აჩვენა ეს ყველაფერი შემდგომმა რეაქციებმა. ყველამ ვნახეთ, როგორ გაურბოდნენ კითხვებს ევროკავშირის ელჩები. მათ არაფერი ჰქონდათ საპასუხო. ეს არის ყველაზე მეტად შემაშფოთებელი. კითხვები დასვეს ჟურნალისტებმა 2024 წელთან დაკავშირებით, როდესაც იყო რამდენიმე უხეში გადაცდომა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. შედარება რომ გავაკეთოთ, ეს იყო ექსცესები და ხელისუფლებას ჰქონდა მყისიერი რეაგირება. მყისიერად დავგმეთ ის გადაცდომები, რომელიც საზოგადოებამ იხილა. არის ევროკავშირის, გერმანიის ელჩები, არის დანიის ხელისუფლება, რომლებიც ამის დაგმობასაც კი ვერ ბედავენ. ეს აჩვენებს სრულ ღირებულებით დეგრადაციას, რასაც განიცდის ევროპული ბიუროკრატია და რასაც ვხედავთ ევროპის მასშტაბით, რაც არის ტრაგიკული და სამწუხარო. ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად მშვიდობიანი შეკრების ბრუტალური დარბევა და ამაზე ევროკავშირის ელჩი, გერმანიის ელჩი და დანიის ხელისუფლება ვერ ბედავენ სათანადო რეაქციის გამოვლენასაც კი, რაც იქნებოდა ამ ყველაფრის დაგმობა და თავისი სახელის დარქმევა", - განაცხადა პრემიერმა.





მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე - ქართველი ხალხის მიმართ დამოკიდებულება არის აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელება იმ დეგრადაციისა, რომელსაც განიცდის ევროკავშირი ევროპული ბიუროკრატიის „წყალობით"
პრემიერი - დანიაში ბრუტალური მეთოდებით, ძაღლების გამოყენებით მოხდა მშვიდობიანი შეკრების დარბევა და საქართველოში მშვიდობიანი შეკრების დარბევა უწოდეს ხელისუფლების გადატრიალების ძალადობრივ მცდელობებს, ეს არის ორმაგი სტანდარტები, ძალიან სამარცხვინო სახეს აჩვენებს დღეს ევროპული ბიუროკრატია
ირაკლი კობახიძე - ვერავინ დაგვამადლის ისეთ ევროკავშირს, სადაც ძაღლებით უსწორდებიან მშვიდობიან მომიტინგეებს
ირაკლი კობახიძე - ჩვენ საზოგადოებას გვინდა, ვაჩვენოთ, რა ხდება სინამდვილეში ევროპაში, ევროპულ სტრუქტურებში, როგორია სინამდვილეში მათი ღირებულებები და დანიის მაგალითმა ეს ძალიან კარგად აჩვენა
მნიშვნელოვანია ზღვარი გავავლოთ, სად მთავრდება გამოხატვის თავისუფლება და სად იწყება სიძულვილის ენა - ალექსანდრე დარახველიძე
გურამ მაჭარაშვილი: ბრიტანეთს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რომ სჭირდებათ, მაშინ რუსული ნავთობი თურმე კარგია
რატი იონათამიშვილი - ერთი ხელით თითქოს ყველაფერს აკეთებენ რუსეთის წინააღმდეგ, მეორე ხელით სანქციებს უხსნიან, დიდ ბრიტანეთში საერთოდ არ აინტერესებთ უკრაინა და უკრაინელი ხალხის ბედი
გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებას“ ჩემგან გადაეცით, ნუ დარბიან ვაშინგტონსა და ბრიუსელში, გასაღები იქ არ არის, წამოგვყევით, დღე და ღამე ქუჩაში ვართ და ხალხს მოუსმინეთ
ბრიტანეთში რომ ისევ შევა რუსული ნავთობი, ეს აჩვენებს, რამდენად ფარისეველია ბრიტანეთის მთავრობა, რომელიც საქართველოსგან ითხოვდა, აქ არ შემოსულიყო რუსეთიდან ნავთობპროდუქტები - შალვა პაპუაშვილი
პარტია "გახარია საქართველოსთვის" განათლების მინისტრ გივი მიქანაძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს
თბილისის მერიამ "ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების" პროგრამის ფარგლებში, 1 134 მოქალაქისთვის 6 700-მდე შემთხვევა დააფინანსა
ბექა ძამაშვილი - სოციალურ ქსელებში გამოხატვის თავისუფლება სხვისი უფლებების დარღვევის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს, ეს ძალიან მკაფიოდ აღნიშნა ევროპულმა სასამართლომ
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი წმინდა საყდრის დესპანს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია არის საკუთარი უსამართლობის მძევალი, მათ უნდა დაძლიონ ის კომპლექსები, რომელიც შექმნეს საკუთარი უსამართლობის საფუძველზე
პრემიერი - სხვადასხვა მექანიზმი არსებობს იმისათვის, რომ შსს-მ მიიღოს ინფორმაცია სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებით, მთავარია, რომ სისტემურად იმუშაოს შესაბამისმა ქვედანაყოფმა იმისათვის, რომ რეაგირება სამართალდარღვევებზე იყოს მყისიერი და ეფექტური
ირაკლი კობახიძე - NGO-ების დაფინანსების ერთ-ერთი გამოკვეთილი მიზანი იყო სიძულვილის გაღვივება ჩვენი ქვეყნის შიგნით, საზოგადოებაში, სიძულვილის გაღვივება ინსტიტუტების მიმართ, ამას უნდა დავუპირისპიროთ სამართლებრივი მექანიზმები, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ გარედან არავინ მოგვახვიოს თავს სიძულვილი
ირაკლი კობახიძე - რაც ჩვენ ვიხილეთ კოპენჰაგენში, ეს არ იყო ცალკეული სამართალდამცავების გადაცდომა, ექსცესი, ეს იყო დაგეგმილი, ბრუტალური ქმედება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რასაც ვერ ექნება ვერავითარი ახსნა და ვერც გამართლება
ირაკლი კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს
გარემოსდაცვითი მოთხოვნების დარღვევისთვის ახალი ადმინისტრაციული სანქციები წესდება
ჯორჯ ბიბი: ამჟამად ძალიან მცირე საკითხებზე თუ ახერხებენ ევროკავშირში საერთო ენის გამონახვას