ირაკლი კობახიძე - ქართველი ხალხის მიმართ დამოკიდებულება არის აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელება იმ დეგრადაციისა, რომელსაც განიცდის ევროკავშირი ევროპული ბიუროკრატიის „წყალობით"
პირდაპირ და ღიად რომ ვთქვათ, გვაწუხებს ერთადერთი რამ, რაც ხდება ევროპაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE"-ის ეთერში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც პრემიერ-მინისტრის ღია წერილზე ოპოზიციის შეფასებებს ეხებოდა.
„ოპოზიციას რაც შეეხება, ჯერ ტექსტების განმარტებაზე არ ჰყოფნით ინტელექტი, მერე ქვეტექსტების განმარტება რომ მოთხოვოთ. რა თქმა უნდა, საამისო არც ინტელექტი აქვთ და არც შეგნება. რაც შეეხება რეალობას, პირდაპირ და ღიად რომ ვთქვათ, გვაწუხებს ერთადერთი რამ, რაც ხდება ევროპაში და ქართველი ხალხის მიმართ დამოკიდებულებაც არის ამის გაგრძელება და ჩვეულებრივი გამოხატულება. რა დამოკიდებულებაც აქვთ ამ ადამიანებს ქართველი ხალხის მიმართ, არის აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელება იმ დეგრადაციისა, რომელსაც ზოგადად განიცდის ევროკავშირი ევროპული ბიუროკრატიის „წყალობით". ეს არის ერთადერთი ტექსტიც და ქვეტექსტიც, რაც ადამიანმა უნდა წაიკითხოს ჩვენს მიერ გამოქვეყნებული ღიას წერილიდან. ამის იქით არაფერი არ არის სინამდვილეში საძიებელი, უბედურებაა. რომელიმემ გასცა პასუხი იმ კითხვებზე, რომლებიც დასმული იყო ამ წერილში? თუნდაც ქართველმა ოპოზიციონერმა. შეფასება გაუკეთეს იმას, რაც მოხდა დანიაში? არ გაუკეთებიათ ეს შეფასება იმიტომ, რომ ისინი არიან ზუსტად იგივე დონეზე, რა დონეზეც არის პეტერ ფიშერი და პაველ ჰერჩინსკი. ერთი დონეა და ეს არის აბსოლუტურად მარგინალური მდგომარეობა, რა მდგომარეობამდეც მივიდა მთლიანად ეს კოლექტივი - აგენტურა ქვეყანაში და მათი ხელმძღვანელობა ქვეყნის გარეთ", - განაცხადა პრემიერმა.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე - ქართველი ხალხის მიმართ დამოკიდებულება არის აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელება იმ დეგრადაციისა, რომელსაც განიცდის ევროკავშირი ევროპული ბიუროკრატიის „წყალობით"
პრემიერი - დანიაში ბრუტალური მეთოდებით, ძაღლების გამოყენებით მოხდა მშვიდობიანი შეკრების დარბევა და საქართველოში მშვიდობიანი შეკრების დარბევა უწოდეს ხელისუფლების გადატრიალების ძალადობრივ მცდელობებს, ეს არის ორმაგი სტანდარტები, ძალიან სამარცხვინო სახეს აჩვენებს დღეს ევროპული ბიუროკრატია
ირაკლი კობახიძე - ვერავინ დაგვამადლის ისეთ ევროკავშირს, სადაც ძაღლებით უსწორდებიან მშვიდობიან მომიტინგეებს
ირაკლი კობახიძე - ჩვენ საზოგადოებას გვინდა, ვაჩვენოთ, რა ხდება სინამდვილეში ევროპაში, ევროპულ სტრუქტურებში, როგორია სინამდვილეში მათი ღირებულებები და დანიის მაგალითმა ეს ძალიან კარგად აჩვენა
მნიშვნელოვანია ზღვარი გავავლოთ, სად მთავრდება გამოხატვის თავისუფლება და სად იწყება სიძულვილის ენა - ალექსანდრე დარახველიძე
გურამ მაჭარაშვილი: ბრიტანეთს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რომ სჭირდებათ, მაშინ რუსული ნავთობი თურმე კარგია
რატი იონათამიშვილი - ერთი ხელით თითქოს ყველაფერს აკეთებენ რუსეთის წინააღმდეგ, მეორე ხელით სანქციებს უხსნიან, დიდ ბრიტანეთში საერთოდ არ აინტერესებთ უკრაინა და უკრაინელი ხალხის ბედი
გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებას“ ჩემგან გადაეცით, ნუ დარბიან ვაშინგტონსა და ბრიუსელში, გასაღები იქ არ არის, წამოგვყევით, დღე და ღამე ქუჩაში ვართ და ხალხს მოუსმინეთ
ბრიტანეთში რომ ისევ შევა რუსული ნავთობი, ეს აჩვენებს, რამდენად ფარისეველია ბრიტანეთის მთავრობა, რომელიც საქართველოსგან ითხოვდა, აქ არ შემოსულიყო რუსეთიდან ნავთობპროდუქტები - შალვა პაპუაშვილი
პარტია "გახარია საქართველოსთვის" განათლების მინისტრ გივი მიქანაძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს
თბილისის მერიამ "ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების" პროგრამის ფარგლებში, 1 134 მოქალაქისთვის 6 700-მდე შემთხვევა დააფინანსა
ბექა ძამაშვილი - სოციალურ ქსელებში გამოხატვის თავისუფლება სხვისი უფლებების დარღვევის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს, ეს ძალიან მკაფიოდ აღნიშნა ევროპულმა სასამართლომ
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი წმინდა საყდრის დესპანს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია არის საკუთარი უსამართლობის მძევალი, მათ უნდა დაძლიონ ის კომპლექსები, რომელიც შექმნეს საკუთარი უსამართლობის საფუძველზე
პრემიერი - სხვადასხვა მექანიზმი არსებობს იმისათვის, რომ შსს-მ მიიღოს ინფორმაცია სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებით, მთავარია, რომ სისტემურად იმუშაოს შესაბამისმა ქვედანაყოფმა იმისათვის, რომ რეაგირება სამართალდარღვევებზე იყოს მყისიერი და ეფექტური
ირაკლი კობახიძე - NGO-ების დაფინანსების ერთ-ერთი გამოკვეთილი მიზანი იყო სიძულვილის გაღვივება ჩვენი ქვეყნის შიგნით, საზოგადოებაში, სიძულვილის გაღვივება ინსტიტუტების მიმართ, ამას უნდა დავუპირისპიროთ სამართლებრივი მექანიზმები, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ გარედან არავინ მოგვახვიოს თავს სიძულვილი
ირაკლი კობახიძე - რაც ჩვენ ვიხილეთ კოპენჰაგენში, ეს არ იყო ცალკეული სამართალდამცავების გადაცდომა, ექსცესი, ეს იყო დაგეგმილი, ბრუტალური ქმედება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რასაც ვერ ექნება ვერავითარი ახსნა და ვერც გამართლება
ირაკლი კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს
გარემოსდაცვითი მოთხოვნების დარღვევისთვის ახალი ადმინისტრაციული სანქციები წესდება
ჯორჯ ბიბი: ამჟამად ძალიან მცირე საკითხებზე თუ ახერხებენ ევროკავშირში საერთო ენის გამონახვას