ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც, იმედია, ხელს შეუწყობს საკითხის დეპოლიტიზებასაც

კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც, იმედია, ხელს შეუწყობს საკითხის დეპოლიტიზებასაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE"-ში დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე დასმუlი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება და სჭარბობს ემოციები.

 

„ძალიან კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც, იმედია, ხელს შეუწყობს ამ საკითხის დეპოლიტიზებასაც, იმიტომ, რომ სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, იქ უფრო რთულდება ხოლმე რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება, უფრო სჭარბობს ხოლმე ემოციები. ეს ისეთი საკითხია, სადაც ემოციებისთვის ვერ გაამტყუნებ იმ ადამიანებს, რომლებიც მოთხოვნებს აყენებენ. შეუძლებელია, ბავშვის მშობელი გაამტყუნო თუნდაც ჭარბი ემოციებისთვის, როდესაც საუბრობენ ასეთ საკითხებზე. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევძლოთ რაციონალური მსჯელობის გაგრძელება ამ საკითხზე. ყველაფერი არის კომპლექსურად განსახილველი. იყო საკითხი, რომელიც მთავრობამ კონკრეტული ფორმით გადაწყვიტა, მაგრამ მას შემდეგ დაახლოებით 30 მილიონი აქვს სახელმწიფოს დახარჯული ისეთ რამეში, რაც ხელშესახებ შედეგს არ იძლევა. გამომდინარე იქიდან, რომ იოლი გამოსავალი ენახა მთავრობას, არ მიეღო ზედმეტი პიარული ტვირთი საკუთარ თავზე, ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ეს გადასახადის გადამხდელს დაუჯდა 30 მილიონი ლარი. ამას რომ ჰქონდეს ხელშესახები შედეგი, რა თქმა უნდა, არათუ 30 მილიონი, შეიძლება 300 მლნ და მეტიც დაეხარჯა სახელმწიფოს. მთავარია, რაციონალური გადაწყვეტილება იქნეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით მიღებული. იმედი მაქვს, რომ გაგრძელდება ჯანსაღი დისკუსია ამ თემაზე.

 

ჩვენ მზად ვართ საპატრიარქოსთანაც მსჯელობისთვის. ჯანდაცვის სამინისტრო იქნება სრულად ჩართული დისკუსიებში. ეს არის ერთ-ერთი გზა, რომ მიღებული იქნეს რაციონალური გადაწყვეტილება. მე ასევე საზოგადოებას ვთხოვდი, რომ მაქსიმალურად ჩაუღრმავდეს ამ საკითხს. მარტივი მესიჯია, რომ ბავშვს უნდა წამალი და მივცეთ წამალი. როგორც კი კითხვა დავუსვი კონკრეტულ ადამიანს, იცით თუ არა, რომ ეს კონკრეტული მედიკამენტი იწვევს განკურნებას, სიცოცხლის გახანგრძლივებას, ეტლში ჩაჯდომის გადავადებას და ა.შ., არცერთ კითხვაზე არ ჰქონდა პასუხი. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, ჩავუღრმავდეთ ამ საკითხს, იქნებ მართლა ვცდებით, იქნებ არ ვცდებით, მაგრამ როდესაც მოქალაქე გამოხატავს საკუთარ პოზიციას, ჩემი თხოვნა იქნებოდა, რომ მანამდე ჩაუღრმავდნენ თითოეულ დეტალს, რომელიც ამ გადაწყვეტილების მიღებასთან არის დაკავშირებული. მხოლოდ ასეთი სიღრმისეული დისკუსიის საფუძველზე შეიძლება მივიღოთ ყველამ ერთად რაციონალური გადაწყვეტილებები.

ეს ისეთი საკითხია, სადაც ემოციებისგან ვერავინ იქნება ბოლომდე დაცლილი და სადაც ჭარბი ემოციებიც კი შეიძლება იყოს გამართლებული, მაგრამ, მთლიანობაში, ყველამ უნდა შევძლოთ რაციონალურ საბოლოო გადაწყვეტილებამდე მისვლა", - განაცხადა პრემიერმა.

 





მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც, იმედია, ხელს შეუწყობს საკითხის დეპოლიტიზებასაც
თავისუფლების მოედანზე 26 მაისის მთავარი ღონისძიებისთვის მზადება დაიწყო
21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
21 მაისის ამინდის პროგნოზი
21 მაისს მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულია
კობა კობალაძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკაში იმყოფება
გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა
ბაქო-თბილისის მატარებელზე მგზავრობის ღირებულება საშუალოდ 128 ლარი იქნება
ნინო ფოჩხუა: ესაა შედეგი იმ ანტიქრისტიანული და ანტიეკლესიური პროპაგანდის, რომელსაც უცხოელი პატრონების დავალებით აწარმოებს დესტრუქციული ოპოზიცია და მათი მართული მედია, მაგრამ ჩვენს რელიგიას, ეკლესიას და პატრიარქს ვერ მოერევიან
ზაალ ანჯაფარიძე: მაქვს უფლება, მქონდეს ეჭვი, რომ ეს იყო გაფრთხილება იმაზე, რომ შემდგომში მანქანა, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდება, შეიძლება აფეთქდეს
დავით ქართველიშვილი: დედაეკლესიის მიმართ გინებით და პატრიარქის შეურაცხყოფით, საპატრიარქოს ეზოში მანქანით შემოვარდა ადგილობრივი ლიბერალ-ფაშისტი - ლიბერალურ ფაშისტურ ჯგუფებსა და ეკლესიას შორის დაპირისპირება ყველაზე მწვავე ფაზაში გადავიდა
21 მაისს, პატრიარქი წირვას საბურთალოს ამაღლების სახელობის ტაძარში აღავლენს
ავტომობილის მძღოლი აგრესიული იყო, ბოთლებს ისროდა და ილანძღებოდა-საპატრიარქოს თანამშრომელი
21-22 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, სეტყვა, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები-გარემოს ეროვნული სააგენტო
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისის მასშტაბით დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა უახლოეს პერიოდში, ღამის საათებში მოწესრიგდება
კახა კალაძე: ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეებთან დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს, რის შემდეგაც გამარჯვებული კომპანია გვეყოლება
გივი მიქანაძე მე-12 კლასელებს ბოლო ზარს ულოცავს - სკოლის დამთავრება თქვენი წარმატების მხოლოდ დასაწყისია, მეამაყება, რომ ჩვენს სამშობლოს ასეთი ღირსეული ახალგაზრდობა ჰყავს
ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას! ბოლო ზარის შემდეგ, თქვენი ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპი იწყება -ირაკლი კობახიძე
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე მასშტაბური საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება