22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
გეჩვენებათ, რომ თქვენ შორის ურთიერთობა ცივდება? მოვლენებს ნუ დააჩქარებთ, შეეცადეთ ყურადღება სხვა მიმართულებით გადაიტანოთ და დრო ყველაფერს თავის ადგილზე დააბრუნებს. დღე მშვიდად ჩაივლის და საყვარელი საქმისთვისაც დრო დაგრჩებათ. მიანიჭეთ საკუთარ თავს ეს პატარა სიამოვნება და, უბრალოდ, დაისვენეთ. ახლა ორგანიზატორული ნიჭის გამოსავლენად არახელსაყრელი დროა. ეცადეთ ზედმეტი ყურადღება არ მიიქციოთ, რადგან შეიძლება გარშემომყოფთა მოლოდინები ვერ გაამართლოთ! ასტროლოგები ბიზნესის სფეროში დასაქმებულებს ურჩევენ, ინვესტიციები მხოლოდ მსხვილ პროექტებში დააბანდონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგების მიღებას არ უნდა ელოდონ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას - გადამეტებულმა ძალისხმევამ შეიძლება გამოფიტვა გამოიწვიოს.
კურო
დღეს შესაძლოა მოულოდნელად გაწყდეს ის ურთიერთობები, რომლებიც წლებს ითვლის, თუმცა უეცარი მოვლენები საბოლოო განხეთქილებას მაინც ხელს შეუშლის. ამ დღეებში შეხვდებით ადამიანს, რომელსაც ბავშვობიდან იცნობთ, მაგრამ ძალიან დიდხანს არ გინახავთ. ზოგიერთ კუროს შესაძლოა, სამსახურში უსიამოვნო გაუგებრობები გადახდეს. მიზეზი შეიძლება თქვენივე შეცდომა ან არაკეთილმოსურნეთა მიერ დახლართული ინტრიგები იყოს. ვარსკვლავები თქვენ მიმართ კეთილგანწყობილნი არიან, თუმცა იღბალს ზედმეტად ნუ მიენდობით და თავი დაიზღვიეთ - საქმიან ქაღალდებთან მუშაობა თუ გიწევთ, ყურადღება გააორმაგეთ. კარგი ძილი და ჯანსაღი კვება თქვენი მხნეობისა და კარგი განწყობის საფუძველია.
ტყუპები
შესაძლოა, ამ დღეს გარშემომყოფებთან დაძაბული ურთიერთობების მოგვარება შეძლოთ. მოთმინება საყვარელ ადამიანთან საერთო ენის პოვნაში დაგეხმარებათ. თქვენს ოცნებებსა და სურვილებს ნუ დაივიწყებთ და პარტნიორს გაუზიარეთ. გულწრფელმა საუბრებმა შესაძლოა ოჯახი უფრო მეტად გააერთიანოს. სამსახურში კარიერული წინსვლის შანსი გაჩნდება, თუმცა ამისათვის რომელიმე ნაკლებად მოხერხებულ კოლეგას უნდა აჯობოთ. თუ პასუხისმგებლობით მოეკიდებით, კომერციული ოპერაციები წარმატებას მოგიტანთ, დროა, დიდი ხნის იდეა და ჩანაფიქრი რეალობად აქციოთ - ამაში მერკურის სწორი განლაგება დაგეხმარებათ. შეეცადეთ, არ გადაიღალოთ და გული არ გაიტეხოთ, თუ ყველაფერი ისე არ აეწყობა, როგორც გსურთ.
კირჩხიბი
შესაძლოა, ამ დღეს საკუთარ თავში აქამდე მიძინებული ნიჭი აღმოაჩინოთ. წარმატებას თქვენი მომხიბვლელობისა და მჭევრმეტყველების წყალობით მიაღწევთ. ნაცნობების ფართო წრე უფრო შემოსავლიანი და პერსპექტიული სამსახურის პოვნაში დაგეხმარებათ. გამორიცხული არ არის, რომ თქვენი გადაბირება ამჟამინდელმა კონკურენტებმაც კი სცადონ. ხელსაყრელი დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად, რაც ახალ შესაძლებლობებს გზას გაუხსნის. ფულზე ნერვიულობის ნაცვლად, სჯობს, დრო ფინანსურ დაგეგმვასა და მართვის სტრატეგიას დაუთმოთ. საუკეთესო დროა სპორტისა და ფიზიკური აქტიურობისთვის. მთავარია, არ დაიზაროთ.
ლომი
ამ დღეს საყვარელი ადამიანი თქვენ მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებასა და მზრუნველობას გამოიჩენს. შეეცადეთ, გარშემომყოფთა გაღიზიანებას ნაკლები ყურადღება მიაქციოთ - შინაგანი ჰარმონია თქვენი მომავალი წარმატების საფუძველია. თქვენ უკვე ბევრჯერ დაამტკიცეთ საკუთარი პროფესიონალიზმი და სტრესგამძლეობა, ამიტომ დამსაქმებელი საკმაოდ რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს განდობთ. ეცადეთ, ხელმძღვანელობის კეთილგანწყობა საკუთარი იდეების წამოსაწევად გამოიყენოთ. წინ მშვიდი პერიოდი გელით, თუმცა ამ ნიშნის ბევრ წარმომადგენელს გული მუდმივად თავგადასავლებისკენ მიუწევს. ცნობისმოყვარეობას შეუძლია შემოსავლების ზრდა მოგიტანოთ, თუმცა ამავდროულად კონფლიქტებიც გამოიწვიოს. თუ ბოლო დროს საჭმლის მომნელებელი სისტემა გაწუხებთ, გირჩევთ ცხიმიან, შებოლილ და შემწვარ საკვებზე უარი თქვათ.
ქალწული
საყვარელ ადამიანთან კინკლაობამ და ორმხრივმა წყენამ შეიძლება ძველი და კარგად გამოცდილი ურთიერთობა გააფუჭოს. ხელსაყრელი დროა საყოფაცხოვრებო საკითხების მოსაგვარებლად. სამსახურში უარი თქვით გატკეპნილ ბილიკებზე, ახალი გზები ეძებეთ და წინსვლის კარგი შანსი მოგეცემათ. საკუთარ ვალდებულებებს სხვას ნუ გადააბარებთ, ამას არასასურველი შედეგები მოჰყვება. თუ ვალების გასტუმრების საშუალება არ გაქვთ, სჯობს კრედიტი აიღოთ, ვიდრე ფული ნათესავებს სთხოვოთ. სატურნის გავლენით, შესაძლოა ართრიტის, რევმატიზმის ან სხვა ქრონიკული დაავადების სიმპტომები გაგიმწვავდეთ. თუ ასე მოხდა, მკურნალობის შეწყვეტილი კურსი აუცილებლად უნდა განაახლოთ.
სასწორი
შესაძლოა, მეორე ნახევართან ურთიერთობა მოულოდნელად დაიძაბოს. პრობლემას ის ქმნის, რომ მასთან ურთიერთობისთვის ძალიან ცოტა დრო გრჩებათ. თქვენი შრომის ნაყოფიერება დიდწილად გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული. დიდ ინტერესს გამოიჩენთ სხვადასხვა ჭორისა და მითქმა-მოთქმის მიმართ, განსაკუთრებით, თუ ეს საუბრები ფინანსურ თემებს ეხება. დილის საათებში შესაძლოა მსუბუქი თავის ტკივილი იგრძნოთ, რომელიც შუადღისთვის თავისით გაივლის - შეეცადეთ, მედიკამენტების მიღებისგან თავი შეიკავოთ.
მორიელი
დროა, ერთმანეთის მოსმენა ისწავლოთ. თუ მეორე ნახევარზე უფრო გონიერი ხართ, ურთიერთობის სწორად წარმართვა სწორედ თქვენ მოგიწევთ. ეცადეთ, გარშემო მყოფების მიმართ მეტი შემწყნარებლობა და გულისხმიერება გამოიჩინოთ. გახსოვდეთ, რომ პატიების შანსს ყველა ადამიანი იმსახურებს. პლანეტების კეთილგანწყობა ყველა საქმეში გეხმარებათ, ამიტომ შეეცადეთ ეს დრო მნიშვნელოვანი საქმეების მოსაგვარებლად გამოიყენოთ და მომავლისთვის არაფერი გადადოთ. შეგიძლიათ იღბალი გამოცადოთ და სანუკვარი ოცნებები ხმამაღლა გააჟღეროთ - ზოგი მათგანი აუცილებლად რეალობად იქცევა. ემოციური და მორალური წონასწორობის აღსადგენად ეცადეთ დასვენებისთვის დრო გამონახოთ და საღამო სიმშვიდეში, გაჯეტებისა და ალკოჰოლის გარეშე გაატაროთ.
მშვილდოსანი
მარტოხელა მშვილდოსნებს წარსულის ნოსტალგიური მოგონებები მოეძალებათ. შეგიძლიათ თავს წუთიერი სისუსტის უფლება მისცეთ! ახლობელი ადამიანი თქვენ მიმართ დიდ მზრუნველობას გამოიჩენს და ეცადეთ, იმავეთი უპასუხოთ. თუ დღეს მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობას გეგმავთ, გაითვალისწინეთ, რომ სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ - მარსი იუპიტერის შემოქმედებით ენერგიას კეტავს, ამიტომ ჯობს, ეს დღე პასიურად გაატაროთ. ასტროლოგები გირჩევენ, ბანკიდან კრედიტის აღებას ან მეგობრებისგან ფულის სესხებას მოერიდოთ. თუ სურვილი და სახსრები გაქვთ, სჯობს საკუთარი საქმე წამოიწყოთ. ეს დღე წარმატებული იქნება სპორტული ვარჯიშის, განტვირთვისა და იოგასთვის.
თხის რქა
ყურადღება მიაქციეთ ბედისწერის ნიშნებს - ისინი გიკარნახებენ, სიყვარულში როგორ იმოქმედოთ. მოსალოდნელია უთანხმოება ყველაზე ახლობელ ადამიანებთან. მშვიდობის აღდგენას სწრაფად შეძლებთ, თუმცა უსიამოვნო მოგონება დიდხანს გაგყვებათ. დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე რა დაბრკოლებაც არ უნდა შეგხვდეთ, ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. თქვენი პროფესიული გეგმების განხორციელება შესაძლოა ერთ-ერთი შურიანი კოლეგის გამო შეფერხდეს, მაგრამ ნუ ინერვიულებთ - ასეთ წვრილმან პრობ;~ლემას ადვილად გაუმკლავდებით.
მერწყული
მომდევნო 24 საათის განმავლობაში მოსალოდნელია საინტერესო შეხვედრები და ნაცნობობა. თუ გაიგებთ, რომ არაკეთილმოსურნეები ზურგს უკან გჭორავენ, ნუ ინერვიულებთ - ცხოვრება ყველაფერს თავის ადგილზე დაალაგებს. არჩევანი, რომელიც ფინანსურ საკითხებში გააკეთეთ, აბსოლუტურად სწორია და მალე მოგეცემათ შანსი, რომ ფუფუნებითა და კომფორტით დატკბეთ! გირჩევთ, ჯანმრთელობაზე იზრუნოთ და კუჭ-ნაწლავის მუშაობის გაუმჯობესებისთვის პროფილაქტიკური მკურნალობა ჩაიტაროთ.
თევზები
სავარაუდოდ, გოგონებს ახალი, თუმცა ხანმოკლე რომანი ელით, თუმცა, ეს დღე ახალი საქმეების წამოსაწყებად არ გამოდგება - სასურველ შედეგს ვერ მიაღწევთ. დღეს ფულთან განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ - ყოველი შენაძენი კარგად გაიაზრეთ, რათა ფული უსარგებლო ნივთებში არ გადაყაროთ. გაუშვით საკუთარი ცხოვრებიდან ადამიანი, რომელსაც თქვენთვის მხოლოდ ტკივილი და ცრემლები მოაქვს.
მსგავსი სიახლეები
22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
22 მაისს, შიო მღვიმელის ხსენების დღეს, პატრიარქი სადღესასწაულო წირვას შიომღვიმის მამათა მონასტერში აღავლენს
მართვის მოწმობის გამოცდები მარტივდება - შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
შიო მესამე - გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს, უფალმა ინებოს ყოველი ჩვენგანის სულიერი ამაღლება, საქართველოს გამთლიანება, გაძლიერება და გადარჩენა
ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც, იმედია, ხელს შეუწყობს საკითხის დეპოლიტიზებასაც
თავისუფლების მოედანზე 26 მაისის მთავარი ღონისძიებისთვის მზადება დაიწყო
21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
21 მაისის ამინდის პროგნოზი
21 მაისს მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულია
კობა კობალაძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკაში იმყოფება
გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა
ბაქო-თბილისის მატარებელზე მგზავრობის ღირებულება საშუალოდ 128 ლარი იქნება
ნინო ფოჩხუა: ესაა შედეგი იმ ანტიქრისტიანული და ანტიეკლესიური პროპაგანდის, რომელსაც უცხოელი პატრონების დავალებით აწარმოებს დესტრუქციული ოპოზიცია და მათი მართული მედია, მაგრამ ჩვენს რელიგიას, ეკლესიას და პატრიარქს ვერ მოერევიან
ზაალ ანჯაფარიძე: მაქვს უფლება, მქონდეს ეჭვი, რომ ეს იყო გაფრთხილება იმაზე, რომ შემდგომში მანქანა, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდება, შეიძლება აფეთქდეს
დავით ქართველიშვილი: დედაეკლესიის მიმართ გინებით და პატრიარქის შეურაცხყოფით, საპატრიარქოს ეზოში მანქანით შემოვარდა ადგილობრივი ლიბერალ-ფაშისტი - ლიბერალურ ფაშისტურ ჯგუფებსა და ეკლესიას შორის დაპირისპირება ყველაზე მწვავე ფაზაში გადავიდა
21 მაისს, პატრიარქი წირვას საბურთალოს ამაღლების სახელობის ტაძარში აღავლენს
ავტომობილის მძღოლი აგრესიული იყო, ბოთლებს ისროდა და ილანძღებოდა-საპატრიარქოს თანამშრომელი
21-22 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, სეტყვა, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები-გარემოს ეროვნული სააგენტო
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისის მასშტაბით დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა უახლოეს პერიოდში, ღამის საათებში მოწესრიგდება