გასაკვირი არ არის, რომ ოპონენტებისთვის მტკივნეულია იმის დანახვა, რომ რეალური შედეგები გვაქვს, რასაც ვამბობთ, იმას ვასრულებთ და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეულად სტრატეგიული ობიექტია - მარიამ ქვრივიშვილი
გასაკვირი არ არის, რომ ოპონენტებისთვის მტკივნეულია იმის დანახვა, რომ რეალური შედეგები გვაქვს, რასაც ვამბობთ, იმას ვასრულებთ და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი გამორჩეულად სტრატეგიული ობიექტია ჩვენი ქვეყნისთვის, - ასე პასუხობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ოპონენტებს, რომლებიც პროექტის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე აქტიურად ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ოპონენტების მხრიდან აზერბაიჯანში გაფორმებულ შეთანხმებებთან დაკავშირებითაც სპეკულაციები და ურთიერთგამომრიცხავი კრიტიკა ისმის.
„სპეკულაციებს სამწუხაროდ, ძალიან ბევრ თემასთან მიმართებაში ვისმენთ, მათ შორის, აზერბაიჯანთან გაფორმებულ ისტორიული შეთანხმების შესახებ. ერთი მხრივ, იყო კრიტიკა, თუ რატომ არ ზრუნავდა სახელმწიფო 20-წლიანი ხელშეკრულების გაგრძელებაზე. ჩვენ ღიად ვპასუხობდით ოპონენტებს, რომ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და მას შემდეგ, რაც იდეალური პირობებით უზრუნველვყავით ხელშეკრულების გაგრძელება, ახლა ვისმენთ კრიტიკას, თუ რატომ მოხდა ხელშეკრულების გაგრძელება. იგივე ნარატივი გრძელდება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა „იმედი ლაივში" სტუმრობისას.
მინისტრის განცხადებით, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით გასული თვეების განმავლობაში არსებულ კონტრაქტორთან ერთად განხორციელებული სამუშაოების შედეგად პროექტის ფინანსური ოპტიმიზაცია მოხდა და მისი ღირებულება 52,5 მილიონი დოლარით შემცირდა. მისივე თქმით, პროექტი უცვლელი დარჩა და სამშენებლო კომპონენტების შემცირება არ მომხდარა, ხოლო ოპტიმიზაცია შესაძლებლობას იძლევა, რომ იმავე ვადებში ანაკლიაში მეტი ინფრასტრუქტურა მოეწყოს.
„დღეს რა ხდება ანაკლიაში? ანაკლიაში დაიწყო აქტიური სამშენებლო სამუშაოები. დასრულდა წინასამშენებლო სამობილიზაციო სამუშაოები. დღეს უკვე ადგილზე თქვენ ნახავთ აქტიურ სამშენებლო პროცესს. სამუშაოებში ორი მიმართულებით ჩართულია ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო კომპანია: ეს გახლავთ ტალღმჭრელის ინფრასტრუქტურის მოწყობა და ასევე დაღრმავებითი სამუშაოები. ყველაფერი მიმდინარეობს გეგმა-გრაფიკის მიხედვით. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი ქვეყნისთვის. . პარალელურად, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, საქართველოს რკინიგზა მუშაობს დამაკავშირებელი საავტომობილო და სარკინიგზო გზების პროექტირების დასრულებაზე. ეს კეთდება იმისთვის, რომ მომდევნო ეტაპზე, გეგმის შესაბამისად, უკვე აქტიურ ტენდერებსა და შემდგომ სამშენებლო სამუშაოებზე გადავიდეთ", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მსგავსი სიახლეები
საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვის მცდელობა და ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკა - ICG საქართველოს შესახებ ვრცელ ანგარიშს აქვეყნებს
გასაკვირი არ არის, რომ ოპონენტებისთვის მტკივნეულია იმის დანახვა, რომ რეალური შედეგები გვაქვს, რასაც ვამბობთ, იმას ვასრულებთ და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეულად სტრატეგიული ობიექტია - მარიამ ქვრივიშვილი
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი - რეალურად, საქართველოში ამჟამად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები არ არსებობს
მიხეილ სააკაშვილი - ერთმანეთს დავანახოთ, რომ ბევრნი ვართ, შევიკრიბეთ, დავიშალეთ და გეტყვით, როდის შევიკრიბოთ, ასე არ გამოვა, ხალხის ხარჯზე ევროპაში ყელმოღერებული სიარული ჩვენ არ გვჭირდება
არჩილ გორდულაძე - მოლოდინი გვაქვს, რომ ევროპა ევროკავშირში ნამდვილად დაბრუნდება, ევროკავშირში ღირსებით უნდა წავიდეთ
პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - ქართველი ხალხის მიმართ დამოკიდებულება არის აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელება იმ დეგრადაციისა, რომელსაც განიცდის ევროკავშირი ევროპული ბიუროკრატიის „წყალობით"
პრემიერი - დანიაში ბრუტალური მეთოდებით, ძაღლების გამოყენებით მოხდა მშვიდობიანი შეკრების დარბევა და საქართველოში მშვიდობიანი შეკრების დარბევა უწოდეს ხელისუფლების გადატრიალების ძალადობრივ მცდელობებს, ეს არის ორმაგი სტანდარტები, ძალიან სამარცხვინო სახეს აჩვენებს დღეს ევროპული ბიუროკრატია
ირაკლი კობახიძე - ვერავინ დაგვამადლის ისეთ ევროკავშირს, სადაც ძაღლებით უსწორდებიან მშვიდობიან მომიტინგეებს
ირაკლი კობახიძე - ჩვენ საზოგადოებას გვინდა, ვაჩვენოთ, რა ხდება სინამდვილეში ევროპაში, ევროპულ სტრუქტურებში, როგორია სინამდვილეში მათი ღირებულებები და დანიის მაგალითმა ეს ძალიან კარგად აჩვენა
მნიშვნელოვანია ზღვარი გავავლოთ, სად მთავრდება გამოხატვის თავისუფლება და სად იწყება სიძულვილის ენა - ალექსანდრე დარახველიძე
გურამ მაჭარაშვილი: ბრიტანეთს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რომ სჭირდებათ, მაშინ რუსული ნავთობი თურმე კარგია
რატი იონათამიშვილი - ერთი ხელით თითქოს ყველაფერს აკეთებენ რუსეთის წინააღმდეგ, მეორე ხელით სანქციებს უხსნიან, დიდ ბრიტანეთში საერთოდ არ აინტერესებთ უკრაინა და უკრაინელი ხალხის ბედი
გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებას“ ჩემგან გადაეცით, ნუ დარბიან ვაშინგტონსა და ბრიუსელში, გასაღები იქ არ არის, წამოგვყევით, დღე და ღამე ქუჩაში ვართ და ხალხს მოუსმინეთ
ბრიტანეთში რომ ისევ შევა რუსული ნავთობი, ეს აჩვენებს, რამდენად ფარისეველია ბრიტანეთის მთავრობა, რომელიც საქართველოსგან ითხოვდა, აქ არ შემოსულიყო რუსეთიდან ნავთობპროდუქტები - შალვა პაპუაშვილი
პარტია "გახარია საქართველოსთვის" განათლების მინისტრ გივი მიქანაძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს
თბილისის მერიამ "ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების" პროგრამის ფარგლებში, 1 134 მოქალაქისთვის 6 700-მდე შემთხვევა დააფინანსა
ბექა ძამაშვილი - სოციალურ ქსელებში გამოხატვის თავისუფლება სხვისი უფლებების დარღვევის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს, ეს ძალიან მკაფიოდ აღნიშნა ევროპულმა სასამართლომ
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი წმინდა საყდრის დესპანს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია არის საკუთარი უსამართლობის მძევალი, მათ უნდა დაძლიონ ის კომპლექსები, რომელიც შექმნეს საკუთარი უსამართლობის საფუძველზე