საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვის მცდელობა და ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკა - ICG საქართველოს შესახებ ვრცელ ანგარიშს აქვეყნებს

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ICG-ის დასკვნით, ევროკავშირი და აშშ-ის ბაიდენის ადმინისტრაცია ოფიციალური თბილისის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვას ცდილობდნენ. საუბარია მრავალგვერდიან ანგარიშზე, რომელიც საერთაშორისო კრიზისების ჯგუფმა საქართველოსა და მის ირგვლივ განვითარებულ გეოპოლიტიკურ პროცესებს მიუძღვნა.

 

სტატიაში ნათქვამია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ ბრიუსელისა და შტატების წინა ადმინისტრაციის ზეწოლის მიუხედავად, პრაგმატული პოლიტიკა აირჩია. შესაბამისად, ქვეყანამ მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება მიიღო. კვლევა აზიის სახელმწიფოებთან დამყარებულ ახალ კონტაქტებზეც საუბრობს. ასევე აღნიშნულია, რომ ბრიუსელის შანტაჟმა და ნეგატიურმა რეზოლუციებმა არ იმუშავა. ICG-ის შეფასებით, ევროინტეგრაციის პროცესის ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან ცალმხრივი შესუსტების მიუხედავად, საქართველო ნატოსა და ევროკავშირთან არსებულ ყველა პრაქტიკულ პროცესს შეუფერხებლად განაგრძობს.

 

ვრცელ ანალიზში ICG საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში უხეში ჩარევის მცდელობაზეც ამახვილებს ყურადღებას. "ქართული ოცნების" ხელისუფლების პრაგმატული ნაბიჯების გამო, ორგანიზაციის შეფასებით, ევროპული ბიუროკრატია 2024 წელს მმართველი პარტიის წინააღმდეგ მოქმედებდა. მუქარები ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე და მოწოდებები ოპოზიციის არჩევისკენ - კრიზისების ჯგუფის განმარტებით, პროცესში დიპლომატიური კორპუსიც კი იყო ჩართული.

 

ორგანიზაცია მმართველი პარტიის დამფუძნებლისა და ლიდერების განცხადებებზეც საუბრობს, რომლებმაც ხელისუფლებაში სააკაშვილის თანამოაზრეების ჩარევის გზით დაბრუნების მცდელობაზე არაერთხელ განაცხადეს. ICG საქართველოს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის საკვანძო ნაწილად მიიჩნევს და ევროკავშირის ლიდერებს საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობების აღდგენისკენ მოუწოდებს.

 

გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევა სახელისუფლებო გუნდისთვის "ქართული ოცნების" სწორ საგარეო პოზიციონირებას კიდევ ერთხელ ადასტურებს. მმართველ გუნდში რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ უსამართლო პოლიტიკაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ზეწოლის მიუხედავად, საქართველოში სუვერენიტეტისა და მშვიდობის დაცვა მაინც მოხერხდა.

 

საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნას არ ეთანხმება ქართული ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები კვლავ ამტკიცებენ, რომ საქართველოს რუსეთთან დაპირისპირება არავის უცდია. მოწოდებები სოხუმში ტანკებით გასეირნებისა და უკრაინაში სამხედრო მოხალისეების თვითმფრინავით გაგზავნის შესახებ კი, მათი შეფასებით, პროვოკაციული არ ყოფილა.

 

ოპოზიციისა და კვლევაში ნახსენები ევროპელი ბიუროკრატების საერთო, ნეგატიურ ინტერესებზე საუბრობენ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლების თქმით, რუსეთ-უკრაინის ომმა და მსოფლიო გეოპოლიტიკურმა კატაკლიზმებმა საქართველოს ხელისუფლების ყველა ნაბიჯის აუცილებლობა დაადასტურა.

 

ICG მსოფლიოს მასშტაბით კონფლიქტებსა და მათ შედეგებს პერმანენტულად იკვლევს. ორგანიზაციის დასკვნით, ქართული სახელმწიფოსა და ხელისუფლების პრაგმატულმა საგარეო პოლიტიკამ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობა გაზარდა.

 





მსგავსი სიახლეები
საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვის მცდელობა და ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკა - ICG საქართველოს შესახებ ვრცელ ანგარიშს აქვეყნებს
გასაკვირი არ არის, რომ ოპონენტებისთვის მტკივნეულია იმის დანახვა, რომ რეალური შედეგები გვაქვს, რასაც ვამბობთ, იმას ვასრულებთ და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეულად სტრატეგიული ობიექტია - მარიამ ქვრივიშვილი
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი - რეალურად, საქართველოში ამჟამად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები არ არსებობს
მიხეილ სააკაშვილი - ერთმანეთს დავანახოთ, რომ ბევრნი ვართ, შევიკრიბეთ, დავიშალეთ და გეტყვით, როდის შევიკრიბოთ, ასე არ გამოვა, ხალხის ხარჯზე ევროპაში ყელმოღერებული სიარული ჩვენ არ გვჭირდება
არჩილ გორდულაძე - მოლოდინი გვაქვს, რომ ევროპა ევროკავშირში ნამდვილად დაბრუნდება, ევროკავშირში ღირსებით უნდა წავიდეთ
პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - ქართველი ხალხის მიმართ დამოკიდებულება არის აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელება იმ დეგრადაციისა, რომელსაც განიცდის ევროკავშირი ევროპული ბიუროკრატიის „წყალობით"
პრემიერი - დანიაში ბრუტალური მეთოდებით, ძაღლების გამოყენებით მოხდა მშვიდობიანი შეკრების დარბევა და საქართველოში მშვიდობიანი შეკრების დარბევა უწოდეს ხელისუფლების გადატრიალების ძალადობრივ მცდელობებს, ეს არის ორმაგი სტანდარტები, ძალიან სამარცხვინო სახეს აჩვენებს დღეს ევროპული ბიუროკრატია
ირაკლი კობახიძე - ვერავინ დაგვამადლის ისეთ ევროკავშირს, სადაც ძაღლებით უსწორდებიან მშვიდობიან მომიტინგეებს
ირაკლი კობახიძე - ჩვენ საზოგადოებას გვინდა, ვაჩვენოთ, რა ხდება სინამდვილეში ევროპაში, ევროპულ სტრუქტურებში, როგორია სინამდვილეში მათი ღირებულებები და დანიის მაგალითმა ეს ძალიან კარგად აჩვენა
მნიშვნელოვანია ზღვარი გავავლოთ, სად მთავრდება გამოხატვის თავისუფლება და სად იწყება სიძულვილის ენა - ალექსანდრე დარახველიძე
გურამ მაჭარაშვილი: ბრიტანეთს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რომ სჭირდებათ, მაშინ რუსული ნავთობი თურმე კარგია
რატი იონათამიშვილი - ერთი ხელით თითქოს ყველაფერს აკეთებენ რუსეთის წინააღმდეგ, მეორე ხელით სანქციებს უხსნიან, დიდ ბრიტანეთში საერთოდ არ აინტერესებთ უკრაინა და უკრაინელი ხალხის ბედი
გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებას“ ჩემგან გადაეცით, ნუ დარბიან ვაშინგტონსა და ბრიუსელში, გასაღები იქ არ არის, წამოგვყევით, დღე და ღამე ქუჩაში ვართ და ხალხს მოუსმინეთ
ბრიტანეთში რომ ისევ შევა რუსული ნავთობი, ეს აჩვენებს, რამდენად ფარისეველია ბრიტანეთის მთავრობა, რომელიც საქართველოსგან ითხოვდა, აქ არ შემოსულიყო რუსეთიდან ნავთობპროდუქტები - შალვა პაპუაშვილი
პარტია "გახარია საქართველოსთვის" განათლების მინისტრ გივი მიქანაძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს
თბილისის მერიამ "ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების" პროგრამის ფარგლებში, 1 134 მოქალაქისთვის 6 700-მდე შემთხვევა დააფინანსა
ბექა ძამაშვილი - სოციალურ ქსელებში გამოხატვის თავისუფლება სხვისი უფლებების დარღვევის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს, ეს ძალიან მკაფიოდ აღნიშნა ევროპულმა სასამართლომ
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი წმინდა საყდრის დესპანს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია არის საკუთარი უსამართლობის მძევალი, მათ უნდა დაძლიონ ის კომპლექსები, რომელიც შექმნეს საკუთარი უსამართლობის საფუძველზე