შალვა პაპუაშვილი - პეტერ ფიშერი დასცინის ამერიკელებს, დონალდ ტრამპს, ბრიტანელებს და გამოდის, რომ ერთი ის არის ამ ქვეყანაზე, ვისაც რაღაც პრეტენზია აქვს სრულ ჭეშმარიტებაზე
პეტერ პიტერი ქართველი საზოგადოების წარმოდგენაში დარჩება გერმანიის იმ ელჩად, რომელიც ფაშისტური სლოგანის ფონზე პოზირებდა და ადამიანებს, რომლებიც ფაშისტური სლოგანით თავს დაესხნენ ქალ დეპუტატს, თავის არასრულწლოვან შვილთან ერთად, უწოდა საქართველოს მომავალი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პეტერ ფიშერმა საქართველოსა და გერმანიას შორის 30-წლიანი მეგობრობა სამ წელიწადში ჩამოანგრია.
„ასე დარჩება ის საქართველოს საზოგადოების მეხსიერებაში. ეს არის ყველაზე სამწუხარო ქართულ-გერმანულ ურთიერთობაში, რომ ამ ადამიანმა 30-წლიანი მეგობრობა სამ წელიწადში ჩამოანგრია და დაიყვანა იმ დონემდე, რომ დღეს საქართველოში გერმანიის წარმომადგენელი გაიგივებულია ძალადობის, დეზინფორმაციის, პროპაგანდის ხელშემწყობად, წამქეზებლად და მხარდამჭერად. ეს არის სამწუხარო მოვლენა. მან, ასევე, მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა „დიფ სთეითზე", რომ „აბა, სად არის, შევიხედე ოთახში და იქ არ იყო, გადავედი აბაზანაში და იქ არ დამხვდა", დაგვცინის, ფაქტობრივად, ქართველებს, მაგრამ ერთ რამეს გავუსვამ ხაზს, ის პარალელურად დასცინის ამერიკელებს, როდესაც ამბობს, რომ „დიფ სთეითი" რაღაც გამოგონილია, დასცინის აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს. ასე რომ, შეუძლია, ამერიკის საელჩოს ელაპარაკოს ამაზე. ის დასცინის ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ლიზ ტრასს, რომელიც ასევე საუბრობდა „დიფ სთეითზე" ბრიტანეთში. პრინციპში, დასცინის ყველას ამ იქედნური ტონით. ძალიან სამწუხაროა, რომ გერმანელი ადამიანისგან ასეთ ცხვირაწეულ დამოკიდებულებას ვხედავთ სხვა ხალხების მიმართ. ქართველების მიმართ მისი დამოკიდებულება გასაგებია, შევეჩვიეთ და ვხედავთ. მაგრამ ამავე დროს დასცინის ამერიკელებს, დასცინის ბრიტანელებს და გამოდის, რომ ერთი ის არის ამ ქვეყანაზე, ვისაც რაღაც პრეტენზია აქვს სრულ ჭეშმარიტებაზე", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა ზიანი მიაყენა ელჩობის ინსტიტუტს.
„სამწუხაროდ, გარდა იმისა, რომ მან ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს, მან, ზოგადად, ზიანი მიაყენა ელჩობის ინსტიტუტს, როგორც ასეთს და ქართველების თვალში უცხო ქვეყნის ელჩი გააიგივა სტუმართან, რომელიც სახლში გივარდება, ძალადობას აქეზებს, ტყუილს აქეზებს, პროპაგანდას აქეზებს და, ფაქტობრივად, ელჩობა აქცია მთავარმართლებლის და მეორე მდივნის სინონიმად. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს არ არის ძალიან მსუბუქი შემთხვევა. მან თავადაც განაცხადა, რომ ცოტა ხანში დატოვებს საქართველოს და როგორც თვითონ თქვა, თბილად სავარძელში წამოწვება და იქიდან დააკვირდება საქართველოს. ის ზიანი, რაც მან მიაყენა არა მხოლოდ ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს, არამედ ელჩობას, უცხო ქვეყნის ელჩის ინსტიტუტს მიაყენა ზიანი და ქართველების თვალში დიდი ხნით ჩაბეჭდა, რომ უცხო ქვეყნის ელჩი შეიძლება იყოს შენი ქვეყნის მიმართ მავნე ინტერესების და მიზნების მატარებელი და წარმომადგენელი. ამით მიაყენა ზიანი მთლიანად ელჩობას საქართველოში. მე სხვა ელჩების ადგილას ამაზე დავფიქრდებოდი", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
გიორგი ვაშაძე - 26 მაისს იქნება გამოსვლები, საინტერესო პროცესი, რომელიც საზოგადოებას დააინტერესებს, საღამოს წავალთ სახლში და გავაგრძელებთ ბრძოლას უკვე ახალი ძალებით
ნიკოლოზ სამხარაძე - ოპოზიცია კეკლუცობს, თითქოს ბევრს მუშაობენ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა გამოსწორდეს, სწორედ ოპოზიცია მუშაობდა აქტიურად, რათა ურთიერთობები გაუარესებულიყო
შალვა პაპუაშვილი - ისეთ ევროკავშირში, რომელშიც მარტო სახელია ევროპული, ჩვენ საქართველოს მონაწილეობას ვერ ვხედავთ
ირაკლი ნადარეიშვილი: „26 მაისის საზეიმო ღონისძიებებში ეკონომიკის სამინისტრო მრავალფეროვნად იქნება წარმოდგენილი - როგორც გეოგრაფიულად, ისე დარგობრივი მიმართულებებით"
ირაკლი ქადაგიშვილი - პეტერ ფიშერი თავის დიპლომატიურ მისიას ასრულებს ნეგატივის ფონზე იმ ქვეყანასთან, რომელმაც სხვადასხვა დროს ძალიან პოზიტიური წვლილი შეიტანა გერმანიის ისტორიაში
გიორგი ვაშაძე - ვემიჯნები იმ განცხადებას, რომელიც თამარ ჩერგოლეიშვილმა „ტვ პირველის“ და მისი ჟურნალისტების მიმართ გააკეთა, ამ განცხადებებს განვიხილავ ჩემ წინააღმდეგ პირად თავდასხმად
შალვა პაპუაშვილი - პეტერ ფიშერს თუ ჰგონია, რომ ევროკავშირის დედაქალაქი არის ბერლინი, ეს წარმოდგენები ცოტა სხვა ეპოქიდანაა, ევროკავშირს ჰყავს ელჩი და როგორმე თავად ისაუბრებს
შალვა პაპუაშვილი - პეტერ ფიშერი დასცინის ამერიკელებს, დონალდ ტრამპს, ბრიტანელებს და გამოდის, რომ ერთი ის არის ამ ქვეყანაზე, ვისაც რაღაც პრეტენზია აქვს სრულ ჭეშმარიტებაზე
საქართველოს პრეზიდენტს რვა ქვეყნის რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები არ არის დამოკიდებული მესამე მხარეზე, ურთიერთობა არის სტრატეგიული, ძმური და ასე გაგრძელდება მომავალშიც
საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვის მცდელობა და ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკა - ICG საქართველოს შესახებ ვრცელ ანგარიშს აქვეყნებს
გასაკვირი არ არის, რომ ოპონენტებისთვის მტკივნეულია იმის დანახვა, რომ რეალური შედეგები გვაქვს, რასაც ვამბობთ, იმას ვასრულებთ და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეულად სტრატეგიული ობიექტია - მარიამ ქვრივიშვილი
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი - რეალურად, საქართველოში ამჟამად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები არ არსებობს
მიხეილ სააკაშვილი - ერთმანეთს დავანახოთ, რომ ბევრნი ვართ, შევიკრიბეთ, დავიშალეთ და გეტყვით, როდის შევიკრიბოთ, ასე არ გამოვა, ხალხის ხარჯზე ევროპაში ყელმოღერებული სიარული ჩვენ არ გვჭირდება
არჩილ გორდულაძე - მოლოდინი გვაქვს, რომ ევროპა ევროკავშირში ნამდვილად დაბრუნდება, ევროკავშირში ღირსებით უნდა წავიდეთ
პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - ქართველი ხალხის მიმართ დამოკიდებულება არის აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელება იმ დეგრადაციისა, რომელსაც განიცდის ევროკავშირი ევროპული ბიუროკრატიის „წყალობით"
პრემიერი - დანიაში ბრუტალური მეთოდებით, ძაღლების გამოყენებით მოხდა მშვიდობიანი შეკრების დარბევა და საქართველოში მშვიდობიანი შეკრების დარბევა უწოდეს ხელისუფლების გადატრიალების ძალადობრივ მცდელობებს, ეს არის ორმაგი სტანდარტები, ძალიან სამარცხვინო სახეს აჩვენებს დღეს ევროპული ბიუროკრატია
ირაკლი კობახიძე - ვერავინ დაგვამადლის ისეთ ევროკავშირს, სადაც ძაღლებით უსწორდებიან მშვიდობიან მომიტინგეებს
ირაკლი კობახიძე - ჩვენ საზოგადოებას გვინდა, ვაჩვენოთ, რა ხდება სინამდვილეში ევროპაში, ევროპულ სტრუქტურებში, როგორია სინამდვილეში მათი ღირებულებები და დანიის მაგალითმა ეს ძალიან კარგად აჩვენა