შალვა პაპუაშვილი - პეტერ ფიშერს თუ ჰგონია, რომ ევროკავშირის დედაქალაქი არის ბერლინი, ეს წარმოდგენები ცოტა სხვა ეპოქიდანაა, ევროკავშირს ჰყავს ელჩი და როგორმე თავად ისაუბრებს
ბრიუსელს ჰყავს თავისი ელჩი და ევროკავშირის ელჩი როგორმე თავად ისაუბრებს იმაზე, რა არის საჭირო ევროკავშირში გასაწევრიანებლად და რა - არა. გერმანიის ელჩი იყოს იმ კვადრატში, რომელიც მას გამოყოფილი აქვს, როგორც გერმანიის წარმომადგენელს, ნუ იღებს თავის თავზე ევროპის სახელით, ევროკავშირის სახელით საუბარს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პეტერ ფიშერს ჰგონია, რომ ევროკავშირის დედაქალაქი არის არა ბრიუსელში, არამედ ბერლინში.
„არ ვიცი, ბატონ პიტერს რა წარმოდგენა აქვს, თუ ჰგონია, რომ ბერლინია ევროკავშირი, ევროპის დედაქალაქი, ეს წარმოდგენები ცოტა სხვა ეპოქიდან არის. ევროკავშირის დედაქალაქი არის ბრიუსელში. ბრიუსელს ჰყავს თავისი ელჩი და ევროკავშირის ელჩი როგორმე თავად ისაუბრებს იმაზე, რა არის საჭირო ევროკავშირში გასაწევრიანებლად და რა - არა. გერმანიის ელჩი იყოს იმ კვადრატში, რომელიც მას გამოყოფილი აქვს, როგორც გერმანიის წარმომადგენელს და ნუ იღებს თავის თავზე ევროპის სახელით, ევროკავშირის სახელით საუბარს. ესეც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არათუ ამ ურთიერთობას აფუჭებს გერმანიასთან, შედის სხვა ელჩების კომპეტენციაში, ევროკავშირის ელჩის კომპეტენციაში. თითქოს მისი მეურვეობის ქვეშ იყოს ევროკავშირის ელჩი და თვითონ ვერ იტყვის იმას, რისი თქმაც უნდა. არ მგონია მე, რომ ბატონ ჰერჩინსკის უჭირდეს არტიკულაცია იმისი, რაც ევროკავშირის პოლიტიკა არის. ეს ადამიანი გამოდის, ხან ჩემს წერილს გამოეხმაურა ჰერჩინსკის მიმართ, მას ხომ არ მივწერე, მივწერე ჰერჩინსკის. ჰერჩინსკიმ თავისი პასუხი გასცა, რაც გასცა. გამოდგა ეს ადამიანი და ამის კომენტირება დაიწყო. შემდეგ პრემიერ-მინისტრმა მისწერა ევროკავშირის ხელმძღვანელობას, გამოვიდა ეს ადამიანი, ამის კომენტირება დაიწყო და ახლა არ ვიცი, თუ ბერლინი არის ევროკავშირის დედაქალაქი, გაგვაგებინონ, თუკი ეს არის დღევანდელი ისტორიული მოცემულობა.
ამ ადამიანმა არც თავისი იცის, არც სხვისი ესმის. ჩვენგან იყო კეთილი რჩევები, თვეების განმავლობაში სხვადასხვა ფორმით ვურჩევდით, რომ ვენის კონვენციის ფარგლებში ყოფილიყო, შეურაცხყოფა არ მიეყენებინა მასპინძელი ხალხისთვის, მასპინძელი ხალხის ხელისუფლებისთვის. არაფერი ამ ადამიანმა არ გაითვალისწინა. გაიწვიეს გერმანიაში, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მივიღეთ პირობა, რომ ის დაბრუნდებოდა, ოღონდ არ იქნებოდა ის აგრესიული რიტორიკა, თავდასხმები, რომელსაც მისგან ვიყავით შეჩვეული. სამწუხაროდ, ეს პირობაც დაირღვა. ერთადერთი, რაც გვაიმედებს არის ის, რომ რამდენიმე დღე დარჩა მის ელჩობას საქართველოში და ამით ეს სამწუხარო კარი ქართულ-გერმანულ ურთიერთობაში, იმედია, დაიხურება", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
გიორგი ვაშაძე - 26 მაისს იქნება გამოსვლები, საინტერესო პროცესი, რომელიც საზოგადოებას დააინტერესებს, საღამოს წავალთ სახლში და გავაგრძელებთ ბრძოლას უკვე ახალი ძალებით
ნიკოლოზ სამხარაძე - ოპოზიცია კეკლუცობს, თითქოს ბევრს მუშაობენ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა გამოსწორდეს, სწორედ ოპოზიცია მუშაობდა აქტიურად, რათა ურთიერთობები გაუარესებულიყო
შალვა პაპუაშვილი - ისეთ ევროკავშირში, რომელშიც მარტო სახელია ევროპული, ჩვენ საქართველოს მონაწილეობას ვერ ვხედავთ
ირაკლი ნადარეიშვილი: „26 მაისის საზეიმო ღონისძიებებში ეკონომიკის სამინისტრო მრავალფეროვნად იქნება წარმოდგენილი - როგორც გეოგრაფიულად, ისე დარგობრივი მიმართულებებით"
ირაკლი ქადაგიშვილი - პეტერ ფიშერი თავის დიპლომატიურ მისიას ასრულებს ნეგატივის ფონზე იმ ქვეყანასთან, რომელმაც სხვადასხვა დროს ძალიან პოზიტიური წვლილი შეიტანა გერმანიის ისტორიაში
გიორგი ვაშაძე - ვემიჯნები იმ განცხადებას, რომელიც თამარ ჩერგოლეიშვილმა „ტვ პირველის“ და მისი ჟურნალისტების მიმართ გააკეთა, ამ განცხადებებს განვიხილავ ჩემ წინააღმდეგ პირად თავდასხმად
შალვა პაპუაშვილი - პეტერ ფიშერს თუ ჰგონია, რომ ევროკავშირის დედაქალაქი არის ბერლინი, ეს წარმოდგენები ცოტა სხვა ეპოქიდანაა, ევროკავშირს ჰყავს ელჩი და როგორმე თავად ისაუბრებს
შალვა პაპუაშვილი - პეტერ ფიშერი დასცინის ამერიკელებს, დონალდ ტრამპს, ბრიტანელებს და გამოდის, რომ ერთი ის არის ამ ქვეყანაზე, ვისაც რაღაც პრეტენზია აქვს სრულ ჭეშმარიტებაზე
საქართველოს პრეზიდენტს რვა ქვეყნის რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები არ არის დამოკიდებული მესამე მხარეზე, ურთიერთობა არის სტრატეგიული, ძმური და ასე გაგრძელდება მომავალშიც
საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვის მცდელობა და ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკა - ICG საქართველოს შესახებ ვრცელ ანგარიშს აქვეყნებს
გასაკვირი არ არის, რომ ოპონენტებისთვის მტკივნეულია იმის დანახვა, რომ რეალური შედეგები გვაქვს, რასაც ვამბობთ, იმას ვასრულებთ და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეულად სტრატეგიული ობიექტია - მარიამ ქვრივიშვილი
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი - რეალურად, საქართველოში ამჟამად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები არ არსებობს
მიხეილ სააკაშვილი - ერთმანეთს დავანახოთ, რომ ბევრნი ვართ, შევიკრიბეთ, დავიშალეთ და გეტყვით, როდის შევიკრიბოთ, ასე არ გამოვა, ხალხის ხარჯზე ევროპაში ყელმოღერებული სიარული ჩვენ არ გვჭირდება
არჩილ გორდულაძე - მოლოდინი გვაქვს, რომ ევროპა ევროკავშირში ნამდვილად დაბრუნდება, ევროკავშირში ღირსებით უნდა წავიდეთ
პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - ქართველი ხალხის მიმართ დამოკიდებულება არის აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელება იმ დეგრადაციისა, რომელსაც განიცდის ევროკავშირი ევროპული ბიუროკრატიის „წყალობით"
პრემიერი - დანიაში ბრუტალური მეთოდებით, ძაღლების გამოყენებით მოხდა მშვიდობიანი შეკრების დარბევა და საქართველოში მშვიდობიანი შეკრების დარბევა უწოდეს ხელისუფლების გადატრიალების ძალადობრივ მცდელობებს, ეს არის ორმაგი სტანდარტები, ძალიან სამარცხვინო სახეს აჩვენებს დღეს ევროპული ბიუროკრატია
ირაკლი კობახიძე - ვერავინ დაგვამადლის ისეთ ევროკავშირს, სადაც ძაღლებით უსწორდებიან მშვიდობიან მომიტინგეებს
ირაკლი კობახიძე - ჩვენ საზოგადოებას გვინდა, ვაჩვენოთ, რა ხდება სინამდვილეში ევროპაში, ევროპულ სტრუქტურებში, როგორია სინამდვილეში მათი ღირებულებები და დანიის მაგალითმა ეს ძალიან კარგად აჩვენა