ირაკლი ნადარეიშვილი: „26 მაისის საზეიმო ღონისძიებებში ეკონომიკის სამინისტრო მრავალფეროვნად იქნება წარმოდგენილი - როგორც გეოგრაფიულად, ისე დარგობრივი მიმართულებებით"
26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტრადიციულად, აქტიურად იქნება ჩართული, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი2"-ს ეთერში ისაუბრა. მისი ინფორმაციით, სამინისტრო მრავალფეროვნად იქნება წარმოდგენილი როგორც გეოგრაფიულად, ისე დარგობრივი მიმართულებებით.
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოს რამდენიმე ქალაქში იქნება წარმოდგენილი - ფოთში, ქუთაისში, ამბროლაურსა და თელავში. თემატური მიმართულებებიც მრავალფეროვანი გვექნება, მათ შორის საზღვაო მიმართულება - აქ წარმოდგენილი იქნება საზღვაო აკადემია და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ასევე ის პროექტები და მიმართულებები, ის პრიორიტეტები, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე იგეგმება საზღვაო ფორმის დემონსტრირება, რაც საინტერესო და სახალისოა, მათ შორის ბავშვებისთვის",- აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ სამინისტროს ყველა პავილიონში სპეციალური აქცენტი გაკეთდება ბავშვებისთვის გასართობ და შემეცნებით ზონებზე.
ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, ქალაქ ქუთაისში ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმის, მათ შორის კულინარია/გასტრონომიის, ასევე ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებებს წარადგენს. რაც შეეხება ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), ტრადიციულად, მისი საგამოფენო სივრცე აქტიური მიზიდულობის წერტილია ყველა ასაკის დამთვალიერებლებისთვი, სააგენტო წელს დრონების მიმართულებით იქნება წარმოდგებილი.
„ნიშანდობლივია GITA-ს ქუთაისში წარმოდგენა, რადგან სულ რამდენიმე კვირაში გავხსნით ქუთაისის ყოფილი პარლამენტის შენობაში ჩვენს რეგიონში უნიკალურ და ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ ჰაბს, სადაც იქნება ტექნოლოგიური მუზეუმი, რომელიც ალბათ, ამ მიმართულებით ერთ-ერთი სავიზიტო ბარათიც კი გახდება ჩვენი ქვეყნის. აქ იქნება ყველაზე დიდი ტექნოპარკი, საერთაშორისო ტექნოლოგიური სკოლა ბავშვებისთვის, ამიტომ ეს ეკოსისტემაც იქნება წარმოდგენილი", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
რაც შეეხება ამბროლაურს, ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, იქ სამინისტროს პავილიონი ერთ-ერთ უმნიშნველოვანეს, ავიაციის მიმართულებას წარმოადგენს, ასევე მთავარი თემა საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები და დაკავშირებადობა იქნება. საქართველოს ეკონომიკის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი, ენერგეტიკის სექტორი თელავის პავიოლიონში იქნება წარმოდგენილი. თელავში ასევე მოქალაქეებს „საქართველოს ფოსტის" სტენდის დათვალიერების საშუალება ექნებათ.
„26 მაისს გვექნება ასე ვთქვათ, მობილური კომპონენტიც, კერძოდ, საქართველოს რკინიგზის მგზავრები აქტივობებში სხვადასხვა ფორმით მიიღებენ მონაწილეობას. 17 საათსა და 10 წუთზე კი, იმ დროს, როდესაც 1918 წელს ხელი მოეწერა დამოუკიდებლობის დეკლარაციას, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, რკინიგზის ყველა სადგურში, ასევე მატარებლებში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდება", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მსგავსი სიახლეები
გიორგი ვაშაძე - 26 მაისს იქნება გამოსვლები, საინტერესო პროცესი, რომელიც საზოგადოებას დააინტერესებს, საღამოს წავალთ სახლში და გავაგრძელებთ ბრძოლას უკვე ახალი ძალებით
ნიკოლოზ სამხარაძე - ოპოზიცია კეკლუცობს, თითქოს ბევრს მუშაობენ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა გამოსწორდეს, სწორედ ოპოზიცია მუშაობდა აქტიურად, რათა ურთიერთობები გაუარესებულიყო
შალვა პაპუაშვილი - ისეთ ევროკავშირში, რომელშიც მარტო სახელია ევროპული, ჩვენ საქართველოს მონაწილეობას ვერ ვხედავთ
ირაკლი ნადარეიშვილი: „26 მაისის საზეიმო ღონისძიებებში ეკონომიკის სამინისტრო მრავალფეროვნად იქნება წარმოდგენილი - როგორც გეოგრაფიულად, ისე დარგობრივი მიმართულებებით"
ირაკლი ქადაგიშვილი - პეტერ ფიშერი თავის დიპლომატიურ მისიას ასრულებს ნეგატივის ფონზე იმ ქვეყანასთან, რომელმაც სხვადასხვა დროს ძალიან პოზიტიური წვლილი შეიტანა გერმანიის ისტორიაში
გიორგი ვაშაძე - ვემიჯნები იმ განცხადებას, რომელიც თამარ ჩერგოლეიშვილმა „ტვ პირველის“ და მისი ჟურნალისტების მიმართ გააკეთა, ამ განცხადებებს განვიხილავ ჩემ წინააღმდეგ პირად თავდასხმად
შალვა პაპუაშვილი - პეტერ ფიშერს თუ ჰგონია, რომ ევროკავშირის დედაქალაქი არის ბერლინი, ეს წარმოდგენები ცოტა სხვა ეპოქიდანაა, ევროკავშირს ჰყავს ელჩი და როგორმე თავად ისაუბრებს
შალვა პაპუაშვილი - პეტერ ფიშერი დასცინის ამერიკელებს, დონალდ ტრამპს, ბრიტანელებს და გამოდის, რომ ერთი ის არის ამ ქვეყანაზე, ვისაც რაღაც პრეტენზია აქვს სრულ ჭეშმარიტებაზე
საქართველოს პრეზიდენტს რვა ქვეყნის რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები არ არის დამოკიდებული მესამე მხარეზე, ურთიერთობა არის სტრატეგიული, ძმური და ასე გაგრძელდება მომავალშიც
საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვის მცდელობა და ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკა - ICG საქართველოს შესახებ ვრცელ ანგარიშს აქვეყნებს
გასაკვირი არ არის, რომ ოპონენტებისთვის მტკივნეულია იმის დანახვა, რომ რეალური შედეგები გვაქვს, რასაც ვამბობთ, იმას ვასრულებთ და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეულად სტრატეგიული ობიექტია - მარიამ ქვრივიშვილი
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი - რეალურად, საქართველოში ამჟამად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები არ არსებობს
მიხეილ სააკაშვილი - ერთმანეთს დავანახოთ, რომ ბევრნი ვართ, შევიკრიბეთ, დავიშალეთ და გეტყვით, როდის შევიკრიბოთ, ასე არ გამოვა, ხალხის ხარჯზე ევროპაში ყელმოღერებული სიარული ჩვენ არ გვჭირდება
არჩილ გორდულაძე - მოლოდინი გვაქვს, რომ ევროპა ევროკავშირში ნამდვილად დაბრუნდება, ევროკავშირში ღირსებით უნდა წავიდეთ
პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - ქართველი ხალხის მიმართ დამოკიდებულება არის აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელება იმ დეგრადაციისა, რომელსაც განიცდის ევროკავშირი ევროპული ბიუროკრატიის „წყალობით"
პრემიერი - დანიაში ბრუტალური მეთოდებით, ძაღლების გამოყენებით მოხდა მშვიდობიანი შეკრების დარბევა და საქართველოში მშვიდობიანი შეკრების დარბევა უწოდეს ხელისუფლების გადატრიალების ძალადობრივ მცდელობებს, ეს არის ორმაგი სტანდარტები, ძალიან სამარცხვინო სახეს აჩვენებს დღეს ევროპული ბიუროკრატია
ირაკლი კობახიძე - ვერავინ დაგვამადლის ისეთ ევროკავშირს, სადაც ძაღლებით უსწორდებიან მშვიდობიან მომიტინგეებს
ირაკლი კობახიძე - ჩვენ საზოგადოებას გვინდა, ვაჩვენოთ, რა ხდება სინამდვილეში ევროპაში, ევროპულ სტრუქტურებში, როგორია სინამდვილეში მათი ღირებულებები და დანიის მაგალითმა ეს ძალიან კარგად აჩვენა