ნიკოლოზ სამხარაძე - ოპოზიცია კეკლუცობს, თითქოს ბევრს მუშაობენ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა გამოსწორდეს, სწორედ ოპოზიცია მუშაობდა აქტიურად, რათა ურთიერთობები გაუარესებულიყო

ოპოზიცია საზოგადოებასთან კეკლუცობს, თითქოს ბევრს ნერვიულობენ და მუშაობენ, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები გამოსწორდეს. საზოგადოებისთვის ნათელია და ყველამ კარგად იცის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში სწორედ ოპოზიცია მუშაობდა აქტიურად, რათა საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობები გაუარესებულიყო, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი მოეხსნათ და კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინათ, საქართველოს ხელისუფლება არ ეღიარებინათ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

 

კერძოდ, სამხარაძეს კითხვა დაუსვეს: „ოპოზიციურმა ალიანსმა" მიიღო თავის წერილზე პასუხი, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი კვლავ რჩება ქართველი ხალხის ერთგული, თუმცა „ოცნება" თუ არ შეიცვლის კურსს, ვერანაირი დიალოგი ვერ იქნება ევროკავშირთან".

 

„ასევე გვახსოვს წერილი, რომელიც 2024 წლის არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ ევროკავშირში გააგზავნა, რომ საქართველოსთვის სანქციები დაეწესებინათ. ახლა მათი „მატრაკვეცობა" არაფრის მიმტანია. ეს ბრიუსელში ქულების დასაწერად თუ სჭირდებათ, არ ვიცი, მაგრამ საქართველოში ამ ქმედებით ნამდვილად ვერ დაიწერენ ქულებს. რაც შეეხება ევროკავშირს და ზოგადად, ბრიუსელს, ისინი ქართველ ხალხს მხარს თუ უჭერენ, რასაც ყოველდღე აცხადებენ და ამ განცხადების კეთება ლამის ყოველდღიურ რიტუალად გადაიქცა, მაშინ ქართველ ხალხს არჩეული ხელისუფლება ჰყავს და საქართველოს ხელისუფლებასთან უნდა ჰქონდეთ დიალოგი. სხვანაირად ეს მაგონებს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის, პუტინის განცხადებებს, რომელიც ასევე ამბობს, რომ უყვარს ქართველი ხალხი, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებასთან ვერ ახერხებს კონტაქტის დამყარებას, ზოგად პრინციპებზე ვერ თანხმდება. ქართველ ხალხთან მეგობრობა ვისაც უნდა და ვინც მხარს უჭერს ქართველ ხალხს, ის საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობს და საქართველოს ინტერესებს ითვალისწინებს. სხვა დანარჩენი, ეს განცხადებები ლიტონი სიტყვებია და მეტი არაფერი", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

კიდევ ერთ კითხვაზე, „ოპოზიციის წერილზე ევროკავშირის მხრიდან მყისიერი რეაგირება იყო, მმართველი გუნდის წერილებზე კი ევროკავშირი დუმს, როგორ აფასებთ ამ ფაქტს?", სამხარაძემ აღნიშნა, რომ ქართული საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია, ვინ რა ინტერესს ემსახურება და ვინ რისთვის იბრძვის.

 

„ევროკავშირს, ყოველ შემთხვევაში, ბრიუსელს, გაცხადებული პოლიტიკა აქვს, რომ საქართველოსთან უმაღლეს დონეზე დიალოგი არ აქვთ. შესაბამისად, ამ ხაზს მიყვებიან. ოპოზიცია მათთვის შიდა დასაყრდენს წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც ხანდახან თავიანთ გზავნილებს აჟღერებენ. ამიტომ, ქართული საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია, ვინ რა ინტერესს ემსახურება და ვინ რისთვის იბრძვის", - აღნიშნა სამხარაძემ.

 





მსგავსი სიახლეები
გიორგი ვაშაძე - 26 მაისს იქნება გამოსვლები, საინტერესო პროცესი, რომელიც საზოგადოებას დააინტერესებს, საღამოს წავალთ სახლში და გავაგრძელებთ ბრძოლას უკვე ახალი ძალებით
ნიკოლოზ სამხარაძე - ოპოზიცია კეკლუცობს, თითქოს ბევრს მუშაობენ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა გამოსწორდეს, სწორედ ოპოზიცია მუშაობდა აქტიურად, რათა ურთიერთობები გაუარესებულიყო
შალვა პაპუაშვილი - ისეთ ევროკავშირში, რომელშიც მარტო სახელია ევროპული, ჩვენ საქართველოს მონაწილეობას ვერ ვხედავთ
ირაკლი ნადარეიშვილი: „26 მაისის საზეიმო ღონისძიებებში ეკონომიკის სამინისტრო მრავალფეროვნად იქნება წარმოდგენილი - როგორც გეოგრაფიულად, ისე დარგობრივი მიმართულებებით"
ირაკლი ქადაგიშვილი - პეტერ ფიშერი თავის დიპლომატიურ მისიას ასრულებს ნეგატივის ფონზე იმ ქვეყანასთან, რომელმაც სხვადასხვა დროს ძალიან პოზიტიური წვლილი შეიტანა გერმანიის ისტორიაში
გიორგი ვაშაძე - ვემიჯნები იმ განცხადებას, რომელიც თამარ ჩერგოლეიშვილმა „ტვ პირველის“ და მისი ჟურნალისტების მიმართ გააკეთა, ამ განცხადებებს განვიხილავ ჩემ წინააღმდეგ პირად თავდასხმად
შალვა პაპუაშვილი - პეტერ ფიშერს თუ ჰგონია, რომ ევროკავშირის დედაქალაქი არის ბერლინი, ეს წარმოდგენები ცოტა სხვა ეპოქიდანაა, ევროკავშირს ჰყავს ელჩი და როგორმე თავად ისაუბრებს
შალვა პაპუაშვილი - პეტერ ფიშერი დასცინის ამერიკელებს, დონალდ ტრამპს, ბრიტანელებს და გამოდის, რომ ერთი ის არის ამ ქვეყანაზე, ვისაც რაღაც პრეტენზია აქვს სრულ ჭეშმარიტებაზე
საქართველოს პრეზიდენტს რვა ქვეყნის რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები არ არის დამოკიდებული მესამე მხარეზე, ურთიერთობა არის სტრატეგიული, ძმური და ასე გაგრძელდება მომავალშიც
საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვის მცდელობა და ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკა - ICG საქართველოს შესახებ ვრცელ ანგარიშს აქვეყნებს
გასაკვირი არ არის, რომ ოპონენტებისთვის მტკივნეულია იმის დანახვა, რომ რეალური შედეგები გვაქვს, რასაც ვამბობთ, იმას ვასრულებთ და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეულად სტრატეგიული ობიექტია - მარიამ ქვრივიშვილი
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი - რეალურად, საქართველოში ამჟამად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები არ არსებობს
მიხეილ სააკაშვილი - ერთმანეთს დავანახოთ, რომ ბევრნი ვართ, შევიკრიბეთ, დავიშალეთ და გეტყვით, როდის შევიკრიბოთ, ასე არ გამოვა, ხალხის ხარჯზე ევროპაში ყელმოღერებული სიარული ჩვენ არ გვჭირდება
არჩილ გორდულაძე - მოლოდინი გვაქვს, რომ ევროპა ევროკავშირში ნამდვილად დაბრუნდება, ევროკავშირში ღირსებით უნდა წავიდეთ
პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - ქართველი ხალხის მიმართ დამოკიდებულება არის აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელება იმ დეგრადაციისა, რომელსაც განიცდის ევროკავშირი ევროპული ბიუროკრატიის „წყალობით"
პრემიერი - დანიაში ბრუტალური მეთოდებით, ძაღლების გამოყენებით მოხდა მშვიდობიანი შეკრების დარბევა და საქართველოში მშვიდობიანი შეკრების დარბევა უწოდეს ხელისუფლების გადატრიალების ძალადობრივ მცდელობებს, ეს არის ორმაგი სტანდარტები, ძალიან სამარცხვინო სახეს აჩვენებს დღეს ევროპული ბიუროკრატია
ირაკლი კობახიძე - ვერავინ დაგვამადლის ისეთ ევროკავშირს, სადაც ძაღლებით უსწორდებიან მშვიდობიან მომიტინგეებს
ირაკლი კობახიძე - ჩვენ საზოგადოებას გვინდა, ვაჩვენოთ, რა ხდება სინამდვილეში ევროპაში, ევროპულ სტრუქტურებში, როგორია სინამდვილეში მათი ღირებულებები და დანიის მაგალითმა ეს ძალიან კარგად აჩვენა