კახა კალაძე მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით მოსარგებლე პენსიონერს ესტუმრა
თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურად დაუცველ პენსიონერს, ცისანა ბოლქვაძეს ესტუმრა, რომელიც მედიკამენტების 500-ლარიანი დაფინანსების პროგრამით სარგებლობს.
დედაქალაქის მერმა მისი საჭიროებები მოისმინა, ჯანმრთელობასთან ერთად მხნეობა უსურვა და დახმარება სამომავლოდაც აღუთქვა.
„მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით სარგებლობისთვის ფიზიკური ვაუჩერის ქონა არაა აუცილებელი. ელექტრონულად არის შესაძლებელი, აღნიშნული დახმარებით ისარგებლო. საჭიროა მხოლოდ ექიმის მიერ ელექტრონულად გამოწერილი დანიშნულება, რომლის საფუძველზეც, ბენეფიციარს შეუძლია, ნებისმიერ აფთიაქში წლის ნებისმიერ დროს მივიდეს და მიიღოს ის წამლები, რაც მისთვის აუცილებელია. სამწუხაროდ, არსებობენ ადამიანები, ოჯახები, რომელთაც სჭირდებათ მხარდაჭერა, თანადგომა. ბევრს უჭირს, არ არის მარტივი სიტუაცია და ჩვენ, შესაძლებლობების ფარგლებში, სანამ ამის აუცილებლობა არსებობს, გვერდით დავუდგებით მათ და დავეხმარებით ყველანაირად", - განაცხადა კახა კალაძემ.
თავის მხრივ, ცისანა ბოლქვაძემ მადლიერება გამოხატა მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის არსებობისთვის. როგორც მან აღნიშნა, არაერთი ტრავმა აქვს მიღებული, რის გამოც ბევრი მედიკამენტი სჭირდება, რომელთა შეძენას მხოლოდ საკუთარი სახსრებით ვერ შეძლებდა.
„ძალიან დიდი შეღავათია ჩემნაირი მარტოხელა, სოციალურად დაუცველი პენსიონერისთვის მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მომიწია მკურნალობა და რომ არა ეს დახმარება, ძალიან გამიჭირდებოდა მედიკამენტების შეძენა. მადლობა თბილისის მერიას და პირადად თქვენ, ბატონო კახა, ასეთი საჭირო პროგრამის ამოქმედებისთვის", - განაცხადა ცისანა ბოლქვაძემ.
თბილისის მერიამ მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 226 ათასამდე მოთხოვნა დააფინანსა. „სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის მედიკამენტების დაფინანსების" პროგრამა მერიამ, კახა კალაძის საარჩევნო დაპირებისამებრ, 2022 წელს დაიწყო.
პროგრამის ბენეფიციარები, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით, თბილისში რეგისტრირებული საპენსიო ასაკის პირები არიან, რომელთა ოჯახების შესაბამისი სარეიტინგო ქულა 200 000-ს არ აღემატება.
სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის მედიკამენტები ექიმის დანიშნულებისამებრ გაიცემა. მოქალაქე ჯანმრთელობის ცნობა ფორმა N100-ით მისთვის ელექტრონულად გამოწერილ მედიკამენტებს სასურველ აფთიაქში იღებს. პენსიონერს პროგრამით განსაზღვრული თანხის გამოყენება მთელი წლის განმავლობაში, ლიმიტის (500 ლარი) ამოწურვამდე, მრავალჯერადად შეუძლია.
თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის აღნიშნული პროგრამის 2026 წლის ბიუჯეტი 10 მლნ ლარს შეადგენს. აღნიშნული პროგრამით ყოველწლიურად 28 000-ზე მოქალაქე სარგებლობს.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მსგავსი სიახლეები
რა ეღირება უქმეებზე დოლარი და ევრო
კახა კალაძე მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით მოსარგებლე პენსიონერს ესტუმრა
„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური - „ტიკტოკზე“ შეიქმნა ყალბი გვერდი ცოტნე ივანიშვილის სახელით, რომლიდანაც ვრცელდება მანიპულაციური ვიდეოები პროვოკაციული შინაარსით
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
შეხვედრა ახალგაზრდებთან ადიგენში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
"პსპ ფარმა" თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
22 მაისს, შიო მღვიმელის ხსენების დღეს, პატრიარქი სადღესასწაულო წირვას შიომღვიმის მამათა მონასტერში აღავლენს
მართვის მოწმობის გამოცდები მარტივდება - შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
შიო მესამე - გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს, უფალმა ინებოს ყოველი ჩვენგანის სულიერი ამაღლება, საქართველოს გამთლიანება, გაძლიერება და გადარჩენა
ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც, იმედია, ხელს შეუწყობს საკითხის დეპოლიტიზებასაც
თავისუფლების მოედანზე 26 მაისის მთავარი ღონისძიებისთვის მზადება დაიწყო
21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
21 მაისის ამინდის პროგნოზი
21 მაისს მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულია
კობა კობალაძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკაში იმყოფება
გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა
ბაქო-თბილისის მატარებელზე მგზავრობის ღირებულება საშუალოდ 128 ლარი იქნება
ნინო ფოჩხუა: ესაა შედეგი იმ ანტიქრისტიანული და ანტიეკლესიური პროპაგანდის, რომელსაც უცხოელი პატრონების დავალებით აწარმოებს დესტრუქციული ოპოზიცია და მათი მართული მედია, მაგრამ ჩვენს რელიგიას, ეკლესიას და პატრიარქს ვერ მოერევიან
ზაალ ანჯაფარიძე: მაქვს უფლება, მქონდეს ეჭვი, რომ ეს იყო გაფრთხილება იმაზე, რომ შემდგომში მანქანა, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდება, შეიძლება აფეთქდეს