შიო მესამე - მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ და დაკრძალვის დღეებში გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, გონიერება და რწმენა

 

ქრისტეს რწმენას შეუძლია ადამიანი დააყენოს გადარჩენის გზაზე. მიუხედავად მრავალი დაცემის თუ სირთულისა, ქართველი ხალხი ყოველთვის იყო ერთგული ამ გზის ჭეშმარიტების, - ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ შიომღვიმის მამათა მონასტერში ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ და დაკრძალვის დღეებში გამოჩნდა ხალხის დიდი სულიერება, გონიერება და რწმენა.

„რა გინდ დაცემული იყოს ადამიანი ზნეობრივად, ქრისტეს რწმენას შეუძლია, მასში გააღვივოს ნაპერწკალი სულიერების, ზნეობრიობის და ადამიანი დააყენოს გადარჩენის გზაზე. დიდი სიხარულია ჩვენთვის შიო მღვიმელის ხსენება, ამ წმინდა მონასტერში წირვა. ვმადლობთ უფალს, რომ ჩვენი ერი მრავალი საუკუნის განმავლობაში ცდილობდა ამ გზით სიარულს. მიუხედავად მრავალი დაცემის თუ სირთულისა, ქართველი ხალხი ყოველთვის იყო ერთგული ამ გზის ჭეშმარიტების, ცხოვრების. მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და დაკრძალვის დღეებში გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, გონიერება, რწმენა და ის, რომ დღესაც ჩვენ ვართ ერთგულნი ამ გზის. ამისთვის ვმადლობთ უფალს. გილოცავთ დღევანდელ დღეს", - განაცხადა შიო მესამემ.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,დღევანდელი დაჯილდოება არის მადლიერების გამოხატულება იმ სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ ყოველდღიურად ასრულებთ''- შალვა პაპუაშვილი
ბაქო-თბილისი-ბაქოს განახლებულ სარკინიგზო მარშრუტზე უმოკლეს ვადაში 1 000-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა
მიხეილ ყაველაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა
შიო მესამე - მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ და დაკრძალვის დღეებში გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, გონიერება და რწმენა
რა ეღირება უქმეებზე დოლარი და ევრო
კახა კალაძე მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით მოსარგებლე პენსიონერს ესტუმრა
„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური - „ტიკტოკზე“ შეიქმნა ყალბი გვერდი ცოტნე ივანიშვილის სახელით, რომლიდანაც ვრცელდება მანიპულაციური ვიდეოები პროვოკაციული შინაარსით
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
შეხვედრა ახალგაზრდებთან ადიგენში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
"პსპ ფარმა" თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
22 მაისს, შიო მღვიმელის ხსენების დღეს, პატრიარქი სადღესასწაულო წირვას შიომღვიმის მამათა მონასტერში აღავლენს
მართვის მოწმობის გამოცდები მარტივდება - შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
შიო მესამე - გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს, უფალმა ინებოს ყოველი ჩვენგანის სულიერი ამაღლება, საქართველოს გამთლიანება, გაძლიერება და გადარჩენა
ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც, იმედია, ხელს შეუწყობს საკითხის დეპოლიტიზებასაც
თავისუფლების მოედანზე 26 მაისის მთავარი ღონისძიებისთვის მზადება დაიწყო
21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
21 მაისის ამინდის პროგნოზი
21 მაისს მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულია
კობა კობალაძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკაში იმყოფება