,,დღევანდელი დაჯილდოება არის მადლიერების გამოხატულება იმ სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ ყოველდღიურად ასრულებთ''- შალვა პაპუაშვილი

 

დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ადამიანებს, რომელთა ერთგულება, პროფესიონალიზმი და თავდადება საქართველოს უსაფრთხოების, მშვიდობისა და სახელმწიფოებრიობის სამსახურში დგას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლების სახელმწიფო ჯილდოების დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი დაჯილდოება არის მადლიერების გამოხატულება იმ სამსახურისთვის, რომელსაც თავდაცვის ძალები ყოველდღიურად ასრულებენ.

,,სამხედრო ფორმა მხოლოდ პროფესიის ნიშანი არ არის - ეს არის ქვეყნის, საზოგადოების და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის სიმბოლო. ეს არის მზადყოფნის გამოხატულება, რომ ნებისმიერ დროს დაიცვა სამშობლო, მისი თავისუფლება და ღირსება. საქართველოს ისტორიაში ქართველი მებრძოლი ყოველთვის იყო სიმამაცის, ერთგულებისა და თავდადების სიმბოლო. სწორედ ამ ტრადიციას აგრძელებენ დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, რომლებიც ღირსეულად ემსახურებიან საქართველოს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მისიებში.

დღევანდელი დაჯილდოება არის მადლიერების გამოხატულება იმ სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ ყოველდღიურად ასრულებთ. თითოეული თქვენგანის შრომა, დისციპლინა და ერთგულება აძლიერებს საქართველოს და კიდევ უფრო მტკიცეს ხდის ჩვენს სახელმწიფოს. მადლობა თქვენი სამსახურისთვის, თქვენი ღირსებისთვის და თქვენი თავდადებისთვის. გილოცავთ დამსახურებულ ჯილდოებს და გისურვებთ მშვიდობას, წარმატებასა და გამძლეობას. ღმერთი ფარავდეს საქართველოს,"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,დღევანდელი დაჯილდოება არის მადლიერების გამოხატულება იმ სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ ყოველდღიურად ასრულებთ''- შალვა პაპუაშვილი
ბაქო-თბილისი-ბაქოს განახლებულ სარკინიგზო მარშრუტზე უმოკლეს ვადაში 1 000-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა
მიხეილ ყაველაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა
შიო მესამე - მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ და დაკრძალვის დღეებში გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, გონიერება და რწმენა
რა ეღირება უქმეებზე დოლარი და ევრო
კახა კალაძე მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით მოსარგებლე პენსიონერს ესტუმრა
„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური - „ტიკტოკზე“ შეიქმნა ყალბი გვერდი ცოტნე ივანიშვილის სახელით, რომლიდანაც ვრცელდება მანიპულაციური ვიდეოები პროვოკაციული შინაარსით
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
შეხვედრა ახალგაზრდებთან ადიგენში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
"პსპ ფარმა" თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
22 მაისს, შიო მღვიმელის ხსენების დღეს, პატრიარქი სადღესასწაულო წირვას შიომღვიმის მამათა მონასტერში აღავლენს
მართვის მოწმობის გამოცდები მარტივდება - შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
შიო მესამე - გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს, უფალმა ინებოს ყოველი ჩვენგანის სულიერი ამაღლება, საქართველოს გამთლიანება, გაძლიერება და გადარჩენა
ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც, იმედია, ხელს შეუწყობს საკითხის დეპოლიტიზებასაც
თავისუფლების მოედანზე 26 მაისის მთავარი ღონისძიებისთვის მზადება დაიწყო
21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
21 მაისის ამინდის პროგნოზი
21 მაისს მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულია
კობა კობალაძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკაში იმყოფება