საქართველო "დიზაინის სამართლის შესახებ" რიადის საერთაშორისო ხელშეკრულებას უერთდება
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე „დიზაინის სამართლის შესახებ" რიადის ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების რეგულაციები განიხილეს.
როგორც საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა განმარტა, საქართველოს მთავრობის წარდგინებით, ქვეყანა „დიზაინის სამართლის შესახებ" რიადის ხელშეკრულებას და მის რეგულაციებს უერთდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ქართველი დიზაინერებისა და მეწარმეებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე ოპერირების გამარტივებასა და ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებას.
მომხსენებლის განცხადებით, რიადის ხელშეკრულება 2024 წელს საუდის არაბეთში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) დიპლომატიურ კონფერენციაზე მიიღეს.
ხელშეკრულების მთავარი მიზანი დიზაინის დაცვის სფეროში ერთიანი, მინიმალური სტანდარტების დადგენაა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს სხვადასხვა ქვეყნის განსხვავებული პროცედურებით გამოწვეულ ხარჯებსა და ვადებს.
ვახტანგ ბაჩიაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ხელშეკრულებას მხარს 28 ხელმომწერი სახელმწიფო უჭერს, მათ შორის, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, ისლანდია და სხვები.
აღნიშნულ ხელშეკრულებასთან შეერთებით, ქართველ დიზაინერებსა და მცირე თუ საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საზღვარგარეთ საკუთარი ნამუშევრების სამართლებრივი დაცვა გაუმარტივდებათ.
როგორც მომხსენებელმა განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი ეროვნული კანონმდებლობა არსებითად თანხვედრაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, ხელშეკრულებასთან შეერთება „დიზაინის შესახებ" კანონში გარკვეული ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.
კანონპროექტით განისაზღვრება პრიორიტეტის უფლების აღდგენის სამართლებრივი საფუძვლები, პირობები და პროცედურული წესი და გაფართოვდება იმ მომსახურების ჩამონათვალი, რომელთა შესრულებისთვისაც კანონმდებლობით დადგენილი საფასური გადაიხდება. კერძოდ, კანონს დაემატება პრიორიტეტის უფლების აღდგენისა და მფლობელის უფლების აღდგენისთვის დადგენილი საფასურები. გარდა ამისა, კანონს ემატება ნორმა, რომლითაც მოწესრიგდება ვადის დაუცველობის შემთხვევაში დიზაინის მფლობელის უფლებების აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები.
„დიზაინის სამართლის შესახებ" რიადის საერთაშორისო ხელშეკრულებასთან შეერთებით ქართული ინტელექტუალური საკუთრების სამართალი კიდევ უფრო დაუახლოვდება ინტელექტუალური საკუთრების სფეროში არსებულ უახლეს ტენდენციებს", - განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის მაროკოს სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის შექმნას მხარი დაუჭირა.
პარლამენტის შესაბამის დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ წარადგინა.
დადგენილების პროექტი ძალაში მიღებისთანავე შევა, რათა ამ დადგენილების საფუძველზე მიღებული იქნას ბიუროს გადაწყვეტილება მაროკოს სამეფოს პარლამენტთან საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის და ჯგუფის წევრების განსაზღვრის თაობაზე.
მსგავსი სიახლეები
საქართველო "დიზაინის სამართლის შესახებ" რიადის საერთაშორისო ხელშეკრულებას უერთდება
ირაკლი კობახიძე - მუდმივად გავაგრძელებთ თავდაცვის ძალების სრულყოფაზე ზრუნვას, რათა ჯარი უზრუნველყოფილი იყოს თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და აღჭურვილობით, ხოლო თითოეულ ჯარისკაცს, ოფიცერსა თუ სერჟანტს ცხოვრებისა და საქმიანობის საუკეთესო პირობები და სათანადო დაფასება ჰქონდეს
გიორგი ვაშაძე - 26 მაისს იქნება გამოსვლები, საინტერესო პროცესი, რომელიც საზოგადოებას დააინტერესებს, საღამოს წავალთ სახლში და გავაგრძელებთ ბრძოლას უკვე ახალი ძალებით
ნიკოლოზ სამხარაძე - ოპოზიცია კეკლუცობს, თითქოს ბევრს მუშაობენ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა გამოსწორდეს, სწორედ ოპოზიცია მუშაობდა აქტიურად, რათა ურთიერთობები გაუარესებულიყო
შალვა პაპუაშვილი - ისეთ ევროკავშირში, რომელშიც მარტო სახელია ევროპული, ჩვენ საქართველოს მონაწილეობას ვერ ვხედავთ
ირაკლი ნადარეიშვილი: „26 მაისის საზეიმო ღონისძიებებში ეკონომიკის სამინისტრო მრავალფეროვნად იქნება წარმოდგენილი - როგორც გეოგრაფიულად, ისე დარგობრივი მიმართულებებით"
ირაკლი ქადაგიშვილი - პეტერ ფიშერი თავის დიპლომატიურ მისიას ასრულებს ნეგატივის ფონზე იმ ქვეყანასთან, რომელმაც სხვადასხვა დროს ძალიან პოზიტიური წვლილი შეიტანა გერმანიის ისტორიაში
გიორგი ვაშაძე - ვემიჯნები იმ განცხადებას, რომელიც თამარ ჩერგოლეიშვილმა „ტვ პირველის“ და მისი ჟურნალისტების მიმართ გააკეთა, ამ განცხადებებს განვიხილავ ჩემ წინააღმდეგ პირად თავდასხმად
შალვა პაპუაშვილი - პეტერ ფიშერს თუ ჰგონია, რომ ევროკავშირის დედაქალაქი არის ბერლინი, ეს წარმოდგენები ცოტა სხვა ეპოქიდანაა, ევროკავშირს ჰყავს ელჩი და როგორმე თავად ისაუბრებს
შალვა პაპუაშვილი - პეტერ ფიშერი დასცინის ამერიკელებს, დონალდ ტრამპს, ბრიტანელებს და გამოდის, რომ ერთი ის არის ამ ქვეყანაზე, ვისაც რაღაც პრეტენზია აქვს სრულ ჭეშმარიტებაზე
საქართველოს პრეზიდენტს რვა ქვეყნის რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები არ არის დამოკიდებული მესამე მხარეზე, ურთიერთობა არის სტრატეგიული, ძმური და ასე გაგრძელდება მომავალშიც
საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვის მცდელობა და ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკა - ICG საქართველოს შესახებ ვრცელ ანგარიშს აქვეყნებს
გასაკვირი არ არის, რომ ოპონენტებისთვის მტკივნეულია იმის დანახვა, რომ რეალური შედეგები გვაქვს, რასაც ვამბობთ, იმას ვასრულებთ და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეულად სტრატეგიული ობიექტია - მარიამ ქვრივიშვილი
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი - რეალურად, საქართველოში ამჟამად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები არ არსებობს
მიხეილ სააკაშვილი - ერთმანეთს დავანახოთ, რომ ბევრნი ვართ, შევიკრიბეთ, დავიშალეთ და გეტყვით, როდის შევიკრიბოთ, ასე არ გამოვა, ხალხის ხარჯზე ევროპაში ყელმოღერებული სიარული ჩვენ არ გვჭირდება
არჩილ გორდულაძე - მოლოდინი გვაქვს, რომ ევროპა ევროკავშირში ნამდვილად დაბრუნდება, ევროკავშირში ღირსებით უნდა წავიდეთ
პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - ქართველი ხალხის მიმართ დამოკიდებულება არის აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელება იმ დეგრადაციისა, რომელსაც განიცდის ევროკავშირი ევროპული ბიუროკრატიის „წყალობით"
პრემიერი - დანიაში ბრუტალური მეთოდებით, ძაღლების გამოყენებით მოხდა მშვიდობიანი შეკრების დარბევა და საქართველოში მშვიდობიანი შეკრების დარბევა უწოდეს ხელისუფლების გადატრიალების ძალადობრივ მცდელობებს, ეს არის ორმაგი სტანდარტები, ძალიან სამარცხვინო სახეს აჩვენებს დღეს ევროპული ბიუროკრატია