მიხეილ სარჯველაძე - მთელი განვითარებული სამყარო ეძებს მტკიცებულებებს - ემოციის მიღმა სწორი გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო

 

"დიუშენის კუნთოვანი დისტროფია უმძიმესი დიაგნოზია, ამ მდგომარეობაზე ხელის მოთბობა აბსოლუტურად არაკეთილსინდისიერია და ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი, მაგრამ ამის შიში ვერცერთ შემთხვევაში ვერ მაიძულებს, რომ არასწორი, არარაციონალური და მტკიცებულებებზე დაუფუძნებელი გადაწყვეტილებები მივიღო"- აღნიშნული განცხადება, ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით მიუხედავად თემის სიმწვავისა და საზოგადოებრივი ინტერესისა, გადაწყვეტილებები მხოლოდ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მედიცინას უნდა დაეყრდნოს.

"აბსოლუტური თანაგრძნობითა და დარწმუნებით ვამბობ, სწორედ იმ ხალხის საკეთილდღეოდ, გაცილებით ეფექტური იქნება ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა და მუშაობა თითოეული მიმართულებით, ვიდრე ახლა ამ წუთას თუნდაც იმ აქციების მხარდაჭერა" - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ამ მიმართულებით მუშაობა ჯერ კიდევ 2024 წლის პირველი ნახევრიდან, მშობლებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად დაიწყო. მისივე თქმით დიუშენი კუნთოვანი დისტროფია კლინიკურად უმძიმესი დიაგნოზია, დღეს მსოფლიოში პასუხებზე მეტი კითხვები არსებობს.

"დაახლოებით 10-15 წლის წინ კითხვები არ არსებობდა, სამწუხაროდ. ყველაფერი გარკვეული იყო და ეს იყო უმძიმესი დაავადება, რომელსაც პრაქტიკულად კურნება არ გააჩნდა. დღეს გაჩნდა საშუალებები, რომლის მიმართაც შეიძლება განწყობილები ვიყოთ იმედიანად, თუმცა დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც კითხვები იმაზე მეტია, ვიდრე პასუხები არსებობს. მთელი განვითარებული სამყარო ინტერესით აკვირდება პროცესებს, რომელმაც უნდა მოიტანოს პასუხები მედიკამენტებთან და მკურნალობის კურსთან დაკავშირებით" - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 





მსგავსი სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - მთელი განვითარებული სამყარო ეძებს მტკიცებულებებს - ემოციის მიღმა სწორი გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო
,,დღევანდელი დაჯილდოება არის მადლიერების გამოხატულება იმ სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ ყოველდღიურად ასრულებთ''- შალვა პაპუაშვილი
ბაქო-თბილისი-ბაქოს განახლებულ სარკინიგზო მარშრუტზე უმოკლეს ვადაში 1 000-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა
მიხეილ ყაველაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა
შიო მესამე - მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ და დაკრძალვის დღეებში გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, გონიერება და რწმენა
რა ეღირება უქმეებზე დოლარი და ევრო
კახა კალაძე მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით მოსარგებლე პენსიონერს ესტუმრა
„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური - „ტიკტოკზე“ შეიქმნა ყალბი გვერდი ცოტნე ივანიშვილის სახელით, რომლიდანაც ვრცელდება მანიპულაციური ვიდეოები პროვოკაციული შინაარსით
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
შეხვედრა ახალგაზრდებთან ადიგენში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
"პსპ ფარმა" თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
22 მაისს, შიო მღვიმელის ხსენების დღეს, პატრიარქი სადღესასწაულო წირვას შიომღვიმის მამათა მონასტერში აღავლენს
მართვის მოწმობის გამოცდები მარტივდება - შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
შიო მესამე - გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს, უფალმა ინებოს ყოველი ჩვენგანის სულიერი ამაღლება, საქართველოს გამთლიანება, გაძლიერება და გადარჩენა
ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც, იმედია, ხელს შეუწყობს საკითხის დეპოლიტიზებასაც
თავისუფლების მოედანზე 26 მაისის მთავარი ღონისძიებისთვის მზადება დაიწყო
21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
21 მაისის ამინდის პროგნოზი
21 მაისს მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულია