"სრულიად საქართველოს, ყველას, ვისთვისაც აფხაზეთი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია, ვულოცავ „აფხაზეთობას"!- თეა ახვლედიანი

 

"სრულიად საქართველოს, ყველას, ვისთვისაც აფხაზეთი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია, ვულოცავ „აფხაზეთობას"!

 

23 მაისი განსაკუთრებული თარიღია - წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღე, რომელმაც ქრისტიანობა საქართველოში, აფხაზეთის მიწაზე იქადაგა. სწორედ ამიტომ, ამ დღეს განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა აქვს - იგი წარმოაჩენს  ქართველებსა და აფხაზებს შორის ერთიან ქრისტიანულ ფასეულობებსა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრების ისტორიას, იმ კულტურულ და ადამიანურ კავშირებს, რომელთაც ვერც დრო და ვერც ხელოვნურად აღმართული ბარიერები გააქრობს.

 

ეს დღე თითოეული ჩვენგანისთვის განსაკუთრებული ემოციებით, უთბილესი, ულამაზესი მოგონებებით არის გაჯერებული; ამავდროულად მწუხარე ფიქრის და ღრმა სევდის, მაგრამ, ასევე მტკიცე იმედის გამომხატველიცაა.

 

„აფხაზეთობის" აღნიშვნა მისი უწმინდესობის ილია II-ის ინიციატივით დამკვიდრდა და იქცა მისი ურყევი რწმენის გამოხატულებად, რომ მშვიდობის, სიყვარულისა და შერიგების გზით აუცილებლად აღდგება ჩვენი ხალხის ნდობა და ერთობა - ეს რწმენა დღეს კიდევ უფრო გვაძლიერებს და გვრჩება პასუხისმგებლობად, რომ ამ მიზნის მიღწევის გზა იმავე სულისკვეთებით, სიბრძნითა და ღირსებით გავიაროთ.

 

ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ნდობის და მშვიდობის მშენებლობა, შერიგება და განვითარება არის ძლიერ ქართულ სახელმწიფოში ჩვენი ერთობლივი კეთილდღეობის და უკეთესი მომავლის მიღწევის უალტერნატივო გზა, რასაც ემსახურება საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივები და შერიგების სახელმწიფო პოლიტიკა.

 

ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ დადგება დღე, როდესაც 23 მაისს არა მონატრების განცდით, არამედ ერთად ყოფნის სიხარულით შევხვდებით.

 

 





მსგავსი სიახლეები
"სრულიად საქართველოს, ყველას, ვისთვისაც აფხაზეთი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია, ვულოცავ „აფხაზეთობას"!- თეა ახვლედიანი
23 მაისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ჯანდაცვის მინისტრი ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკის პრაქტიკას გაეცნო - შვეიცარიაში დიუშენის დისტროფიის მართვის პროტოკოლი იმავე მედიკამენტებს ითვალისწინებს, რაც საქართველოშია
23 მაისის ამინდის პროგნოზი
მიხეილ სარჯველაძე - მთელი განვითარებული სამყარო ეძებს მტკიცებულებებს - ემოციის მიღმა სწორი გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო
,,დღევანდელი დაჯილდოება არის მადლიერების გამოხატულება იმ სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ ყოველდღიურად ასრულებთ''- შალვა პაპუაშვილი
ბაქო-თბილისი-ბაქოს განახლებულ სარკინიგზო მარშრუტზე უმოკლეს ვადაში 1 000-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა
მიხეილ ყაველაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა
შიო მესამე - მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ და დაკრძალვის დღეებში გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, გონიერება და რწმენა
რა ეღირება უქმეებზე დოლარი და ევრო
კახა კალაძე მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით მოსარგებლე პენსიონერს ესტუმრა
„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური - „ტიკტოკზე“ შეიქმნა ყალბი გვერდი ცოტნე ივანიშვილის სახელით, რომლიდანაც ვრცელდება მანიპულაციური ვიდეოები პროვოკაციული შინაარსით
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
შეხვედრა ახალგაზრდებთან ადიგენში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
"პსპ ფარმა" თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
22 მაისს, შიო მღვიმელის ხსენების დღეს, პატრიარქი სადღესასწაულო წირვას შიომღვიმის მამათა მონასტერში აღავლენს
მართვის მოწმობის გამოცდები მარტივდება - შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
შიო მესამე - გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს, უფალმა ინებოს ყოველი ჩვენგანის სულიერი ამაღლება, საქართველოს გამთლიანება, გაძლიერება და გადარჩენა